Home რუბრიკები ეკონომიკა გადარჩება თუ არა ევრო?

გადარჩება თუ არა ევრო?

GEWORLD.GE:
მთელი მსოფლიოს ინვესტორების ყურადღება, უკვე მრავალი თვეა, ევროპის კრიზისზეა ორიენტირებული. ბევრ ექსპერტს სჯერა, რომ  პროცესი ევროს გაუფასურებით დამთავრდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღშფოთებულმა უარყო ეს შესაძლებლობა.

ევროს მომავალი არ იწვევს შიშს.  ერთიანი ევროპული ვალუტა წარმატებით გადარჩება და არსებულ სირთულეებს დაძლევს,  განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზუმ სამშაბათს გამართულ სიდნეის კონფერენციაზე.  როგორც ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია გადმოსცემს, ჟოზე ბაროზუ თვლის, რომ ევროგაერთიანება გრძელვადიანი კრიზისისათვის სრულიად მომზადებულია და შეუძლია გაუმკლავდეს პრობლემებს. მან გამოთქვა რწმენა, რომ  კონსოლიდაციამ და სტრუქტურულმა რეფორმებმა, რომლებიც მთელს ევროპაში განხორციელდა,  სასურველი შედეგი გამოიღო.
„ვიღაცებს შეიძლება ახლა მოსწონს კითხვა: „გადარჩება კი ევრო და ევროკავშირი?“. ჩემი პასუხი ნათელია და პირდაპირი: „დიახ“.  თქვენ შეგიძლიათ თამამად დაეყრდნოთ ამ ფულს, და მე გარანტიას გაძლევთ, რომ დაზღვევა ამისათვის აღარ დაგჭირდებათ’’,   – განაცხადა ჟოზე ბაროზუმ.
გარდა ამისა,  ევროკომისიის ხელმძღვანელი თვლის, რომ ევროკავშირი გამოვა ეკონომიკური და გრძელვადიანი კრიზისიდან ისე, როგორც არასდროს. ის ამას იმით ხსნის, რომ ამ მომენტისათვის ევროპაში ყველამ გააცნობიერა გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობა და სტრუქტურული რეფორმები კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისათვის.
სარეზერვო სისტემების  ყოფილმა ხელმძღვანელმა ალან ფრინსოენმა აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ „ევრო დამარცხდა და ეს პროცესი  მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის ევროპულ საბანკო სისტემაში’’.
„ეს ქაღალდები ყოველთვის ითვლებოდა იდეალურად სესხისათვის, ახლა კი ეს საკითხავია,“  –  წერს მის სიტყვებზე დაყრდნობით Bloomberg–ი.
როგორც ფედერალური სარეზერვო სისტემის ექსხელმძღვანელმა აღნიშნა, იზრდება განხეთქილება ეკონომიკურ, ანალიტიკურ და საბანკო წრეებს შორის იმაზე, უნდა იყოს თუ არა ევრო ერთადერთი ვალუტა 17 ქვეყნისათვის. „საკმაოდ განსხვავებული კულტურის“, მთავრობის როლის,  სამომხმარებლო ხარჯებისა და ინფლაციის გათვალისწინებით. კითხვაზე  –  შეიძლება თუ არა ჩამოშორდეს ევროზონას, მან უპასუხა: „აშკარაა“.
ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ Centre for Economics and Business Research-მა (CEBR) ივნისში განაცხადა, რომ ევროზონამ შეიძლება შეწყვიტოს არსებობა  2013 წლისათვის, რამდენადაც რეგიონში მონაწილე ასოციაციების  მის მეზობლებთან ფინანსური დახმარებისა სურვილი სულ უფრო მცირდება.
„ადრე თუ გვიან თვითონ ბერძნები და საერთაშორისო თანამეგობრობა მზად იქნებიან, მიიღონ გადაწყვეტილება მონეტარული კავშირის დაშლის შესახებ.
„დაავადებებს ევროპა უკვე მკურნალობს, მაგრამ ჯერჯერობით ამისათვის მხოლოდ პლასტირი გამოიყენება.   ევროზონის რამდენიმე წევრ– სახელმწიფოს არ წაუყენეს მოთხოვნები.  ამრიგად, გათხრილი აქვთ თავად ღრმა ხვრელი“,– აღნიშნა Indiana Trust Company –ის უფროსმა ვიცე–პრეზიდენტმა ტედ დჟარვისმა.
„ის, რაც ევროზონაში ხდება, ითვლება ყველაზე დიდ რისკად მსოფლიო ეკონომიკაში,“– განაცხადა ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიურიელ რუბინმა, ხოლო მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი საიმონ ჯონსონი გამოდის წინადადებით, რომ ევროზონა შეიძლება დატოვოს საბერძნეთმა და პორტუგალიამ. გერმანული ისტიტუტის – IFO –ს ხელმძღვანელი ჰანს–ვერნერ ზინი  შარშან შემოდგომაზე აცხადებდა, რომ „ორ ბოროტებას შორის ნაკლები“ საბერძნეთისათვის იქნებოდა უარი ეროვნულ ვალუტაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here