GEWORLD.GE:
რუსეთისა და ჩინეთის ბანკებმა ხელშეკრულება დადეს, ორმხრივი გარიგებისას ანგარიშსწორება საკუთარ ეროვნულ ვალუტებში განახორციელონ. ეს შეთანხმება საერთაშორისო ოპერაციებში დოლარის როლის შემცირებისკენ არის მიმართული.
პეკინი და მოსკოვი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ახორციელებდნენ ინვესტიციებსა და ანგარიშსწორებაში დოლარის წილის შემცირების შესახებ. 2010 წლის ნოემბერში შანხაის ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა სავალუტო წყვილით – „იუანი/რუბლი“. იმავე წლის დეკემბერში ანალოგიური ვაჭრობა დაიწყო მოსკოვში ММВБ–მაც. ჩინეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, 2011 წლის იანვარ–აპრილში რუსულ–ჩინური სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 37,8%–ით, 22,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამ შეთანხმების მნიშვნელობა მეტად დიდია. 2011 წლის აპრილში ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა ხაზი გაუსვა დისპროპორციას მსოფლიოს ეკონომიკაში, რაც იმაში გამოიხატება, რომ საანგარიშსწორებო ოპერაციების ვალუტად დოლარი რჩება მაშინ, როცა ინვესტირების ვალუტა ჩინური იუანი გახდა. სოროსი ამას სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევდა დოლარისთვის, მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსის შენარჩუნების თვალსაზრისით. ახლა უკვე მსოფლიოს მეორე ეკონომიკა – ჩინეთი კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებისას საკუთარ ვალუტაზე გადადის.