Home სხვადასხვა დაიჯესტი 23 წლის ქალიშვილი ასზე მეტმა მამაკაცმა გააუპატიურა

23 წლის ქალიშვილი ასზე მეტმა მამაკაცმა გააუპატიურა

453
23 წლის ქალიშვილი ასზე მეტმა მამაკაცმა გააუპატიურა

23 წლის ინგლისელმა კესი პაიკმა ჟურნალისტებს თავისი ცხოვრების შემაძრწუნებელი ამბავი მოუთხრო. The Sun წერს, რომ ქალიშვილი ასზე მეტმა მამაკაცმა გააუპატიურა. პოლიციამ კი მაინცდამაინც იგი დააკავა.

ეს კოშმარი კესისთვის, 11 წლის რომ გახდა, მაშინ დაიწყო. თავიდან იგი პედოფილიის მსხვერპლი გახდა, შემდეგ ბავშვთა პროსტიტუციაში ჩაითრიეს. გოგონა იორკშირში ცნობილმა კრიმინალურმა ორგანიზაციამ იგდო ხელთ. 5 წლის განმავლობაში უძლებდა სუტენიორების ძალადობას და კლიენტების ბინძურ ვნებას. ვერა და ვერ შეძლო, კანონს რომ დაეცვა იგი. “მიუხედავად იმისა, რაც მას თავს გადახდა, გალიფაქსის (დასავლეთი იორქშირი) პოლიციელები თვალს არიდებდნენ გოგონას სექსუალურ ექსპლუატაციას”, _ წერს The Sun.

მეტიც, მსხვერპლი თავადაც დააპატიმრა პოლიციამ. სუტენიორები მას რეგულარულად აბრუებდნენ ნარკოტიკით და კესი, როგორც ნარკომომხმარებელი, დააკავეს. ერთხელ კი პოლიციაში აღმოჩნდა “ბავშვზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის”. ეს მოხდა მაშინ, როცა პაიკი ჩაჯდა კლიენტის მანქანაში სხვა არასრულწლოვან გოგონასთან ერთად.

დღეს 23 წლის კესი სამართლიანობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. “მე საერთო ჯამში ხუთჯერ დამაპატიმრეს. ეტყობა, პოლიციას არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა იმ კაცების მიმართ, რომლებიც მე მაწამებდნენ, _ ამბობს იგი, _ მე მხოლოდ 15 წლისა ვიყავი. ისინი სრულად აკონტროლებდნენ ჩემს ცხოვრებას. განა შეიძლებოდა იმის გაფიქრებაც კი, რომ მე დამნაშავე ვიყავი?!”

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მონათფლობელმა კიდევ სცემა იგი, კესიმ გაბედა და პოლიციას ბანდის შესახებ აცნობა. იგი დაეხმარა სასამართლოს, ოთხ კედელში გამოემწყვდია 18 მამაკაცი, რომლებმაც მას ბავშვობა წაართვეს. ბანდის წევრებსა და რამდენიმე პედოფილ კლიენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ეს ფაქტი დიდ ბრიტანეთში ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის ყველაზე საზიზღარი შემთხვევაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here