მთავარი ისტორია ასე იწრთობოდა შიში

ასე იწრთობოდა შიში

729
გააზიარეთ

პოლიტიკურ ველზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა ყოველთვის ბადებდა შეკითხვებს. რამდენიმე დოკუმენტურმა ფილმმა და მრავალრიცხოვანმა სტატიებმა არა თუ ვერ წარმოგვიდგინა ამ, “კოლოფიდან ამომხტარი ეშმაკის”, მოვლინების სრული სურათი, არამედ კიდევ უფრო გააბუნდოვნა ვითარება კონსპიროლოგიური ვერსიებით. ამიტომაა, დღემდე რომ უკვირთ, ეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკისადმი განსაკუთრებული ინტერესით არ გამოირჩეოდა, ჯერ ედუარდ შევარდნაძის თანამებრძოლი გახდა, შემდეგ – გამორჩეული ოპოზიციონერი, დაბოლოს, სახელმწიფოს ლიდერი, მეზობელი სახელმწიფოების თავის ტკივილი. და როგორც აპოთეოზი – დამნაშავე, ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი ბოროტმოქმედი.პოლიტიკურ ველზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა ყოველთვის ბადებდა შეკითხვებს. რამდენიმე დოკუმენტურმა ფილმმა და მრავალრიცხოვანმა სტატიებმა არა თუ ვერ წარმოგვიდგინა ამ, “კოლოფიდან ამომხტარი ეშმაკის”, მოვლინების სრული სურათი, არამედ კიდევ უფრო გააბუნდოვნა ვითარება კონსპიროლოგიური ვერსიებით. ამიტომაა, დღემდე რომ უკვირთ, ეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკისადმი განსაკუთრებული ინტერესით არ გამოირჩეოდა, ჯერ ედუარდ შევარდნაძის თანამებრძოლი გახდა, შემდეგ – გამორჩეული ოპოზიციონერი, დაბოლოს, სახელმწიფოს ლიდერი, მეზობელი სახელმწიფოების თავის ტკივილი. და როგორც აპოთეოზი – დამნაშავე, ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი ბოროტმოქმედი.

მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთი 2004 წელზე გაცილებით ადრე გაიცნო. პირველად სააკაშვილი ჩვენი რესპუბლიკის დედაქალაქში ჩამოვიდა შორეული 1992 წლის მაისში. მაშინ იგი საქართველოს დელეგაციას ჩამოჰყვა ცხინვალში. ერთი დღით ადრე, 1992 წლის 20 მაისს დახოცეს ოსი ლტოლვილები, რომლებიც ალყაში მოქცეულ ქალაქს ზარის შემოვლითი გზით ტოვებდნენ. ამ დანაშაულმა მთელ მსოფლიოში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. და ამ სისხლიანი მოვლენის გამო საზოგადოებრივი რეზონანსის შესარბილებლად საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთში თავისი წარმომადგენელი, საქართველოს გორის რაიონის ხელმძღვანელი ალექსანდრე კავსაძე მოავლინა. დელეგაციის სოლიდურობის გასაძლიერებლად მის შემადგენლობაში საერთაშორისო წარმომადგენლებიც შევიდნენ. დელეგაციის თარჯიმანი უკრაინის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი იყო.

ქართული დელეგაცია ჯერ ვერტმფრენების პოლკის განლაგებაში მივიდა, ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთ მისადგომთან. ამ ნაწილის დისლოკაციის თავისებურება იყო ის, რომ, თუ ერთი ჭიშკრით ქართულ სოფელ ნიქოზიდან შეხვიდოდით, მეორეთი ქალაქის რაიონ “შანხაიში” გამოხვიდოდით. ამ სატრანზიტო გზით, ჩვეულებრივ, სარგებლობდა საქართველოს ყველა წარმომადგენელი, ვინც რესპუბლიკის დედაქალაქში მოლაპარაკებაზე ჩამოდიოდა. მაგრამ ასე უბრალოდ ქალაქში შესვლა არ გამოდიოდა – ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ ხოლმე ქალაქის მხრიდან. ამჯერადაც დახვდნენ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ გაბარაევი და საინფორმაციო კომიტეტის წარმომადგენელი სტანისლავ კოჩიევი, რომლებმაც საქართველოს წარმომადგენლებს აუხსნეს, რომ მათი გამოჩენა ქალაქში, რომელიც ზარის დახვრეტის გამო მღელვარებითაა მოცული, შეიძლება არასასურველი შედეგით დასრულდეს. მაგრამ დელეგაციის მეთაური ა. კავსაძე დაჟინებით მოითხოვდა ცხინვალის მცხოვრებთა წინაშე გამოსვლას მათი მხარდამჭერი და მკვლელების დამგმობი სიტყვით. ა. კავსაძემ ისიც კი განაცხადა, რომ შესაძლო ინციდენტის გამო ოსეთის მხარეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა, იგი თავისი მანქანით ქალაქში დელეგაციისგან განცალკევებით შევიდოდა. ოსეთის წარმომადგენლებმა, ბუნებრივია, არ მოიწონეს ასეთი ინიციატივა და გორის ხელმძღვანელს სთხოვეს, დაეოკებინა თეატრალური სიმკვირცხლე. ცხინვალში გაემგზავრნენ მხოლოდ უცხოეთის დელეგაციის წევრები, რომლებიც სამხედრო ქალაქიდან ავტობუსმა გაიყვანა.

უცხოეთის წარმომადგენლები ცხინვალში რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ტორეზ კულუმბეგოვი, გერასიმ ხუგაევი, სტანისლავ კოჩიევი, პარლამენტის დეპუტატები. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ აქვე იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი, მაშინ ჯერ კიდევ პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. ამრიგად, იმ დღეს გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მომავალი ლიდერები, რომლებიც მაშინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, როგორ შეიცვლებოდა მათი ბედი.

რთული საუბრის შემდეგ უცხოელი სტუმრები ეწვივნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც დაჭრილებს ესაუბრნენ. საუბარი გაგრძელდა ვერტმფრენების პოლკის განლაგებაში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით. სწორედ აქ მიიპყრო ყურადღება მიხეილ სააკაშვილმა. ეტყობა, სტრესს განიცდიდა ალყაშემორტყმული ცხინვალის ნახვის შემდეგ და აღგზნებული იყო. იგი არა მარტო თარგმნიდა საუბარს, არამედ საკუთარ კომენტარსაც ურთავდა, ჟესტიკულირებდა და ნერვიულად იკრუნჩხებოდა, როცა საუბარი მაღალ ტონალობაში გადადიოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ გაბარაევმა კიდეც დაუტატანა და ოთახიდან გაძევებით დაემუქრა. საჭირო გახდა, ცხინვალიდან ოსი თარჯიმნის ზალინა გაგლოევას გამოძახება, რომელსაც შიგადაშიგ მ. სააკაშვილის ნათარგმნის შესწორება უხდებოდა.

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დამშვიდდა, თუმცა აღგზნებულ მდგომარეობაში რჩებოდა. რომელიღაც მომენტში ოთახში მსხდომნი სახტად დარჩნენ. მიშამ, ის-ის იყო უცხოელი სტუმრის მორიგი წინადადების თარგმნა დაიწყო, რომ უცებ თითი პირში შეიყო და… წუწნა დაუწყო. მაშინ მიხეილ სააკაშვილს ჰალსტუხი არ ეკეთა, ამიტომ მოუწია დაუბანელი თითით დაკმაყოფილება… დროთა განმავლობაში საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ამ რეფლექს სრულყოფილობამდე დახვეწს.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ სტუმრები კიდევ კარგახანს ესაუბრებოდნენ ადგილობრივებს, ვერტმფრენების ნაწილის მეთაურებს. მიშიკო კი იდგა ყველასგან მიტოვებული, უსუფთაო, დაჭმუჭნულ პიჯაკსა და მუხლებგამობერილ შარვალში გამოწყობილი, ცელოფნის პაკეტით ხელში და შიშით უყურებდა ოს მოხალისეებს, რომლებიც იქვე იდგნენ შეიარაღებულები. შესაძლებელია, რომ უკვე მაშინ საქართველოს მომავალი პრეზიდენტის აღგზნებულ ტვინში ჩაისახა შიში ოსების მიმართ, რომელიც 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში შეიარაღებულ შეჭრაში გარდაისახა.

შორეული 1991 წლის მაისის ეს შეხვედრა ერთი დამთხვევითაც არის საინტერესო. ზუსტად 15 წლის შემდეგ თარჯიმან ზალინა გაგლოევას ბიძაშვილი “ჭკვიანი და ლამაზი” ალანა გაგლოევა საქართველოს პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი გახდება. მაგრამ, როგორც იტყვიან, ეს უკვე სხვა ისტორიაა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here