Home რუბრიკები საზოგადოება 2016 წელს განქორწინების რაოდენობამ მოიმატა, ქორწინების კი შემცირდა

2016 წელს განქორწინების რაოდენობამ მოიმატა, ქორწინების კი შემცირდა

1314

“საქსტატის” 2016 წლის მონაცემებით, განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა (3 064) იმ წყვილებზე მოდის, რომლებიც დაახლოებით 4 წელს იყვნენ დაქორწინებული.


მას მოსდევს 20 და მეტი წლის ხანგრძლივობის ქორწინების მქონე წყვილთა განქორწინება _ 2 296 შემთხვევა, 2 274 განქორწინება აღირიცხა 5-დან 9 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინების წყვილებზე. 2016 წელს განქორწინებული წყვილების უმრავლესობა პირველად იყო დაქორწინებული.

2016 წელს რეგისტრირებული განქორწინების ყველაზე დიდი რაოდენობა _ 3 688 შემთხვევა _ თბილისზე მოდის, 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლი 87 ერთეულით გაიზარდა. შარშან 1 450 რეგისტრირებული განქორწინება აღირიცხა იმერეთში, 982 კი _ ქვემო ქართლში. ყველაზე ცოტა (56) განქორწინება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დარეგისტრირდა. რაც შეეხება ქორწინებებს, შარშან საქართველოში 25 101 ადამიანი დაქორწინდა და 2015 წელთან შედარებით ქორწინების რაოდენობა 4 056 ერთეულით შემცირდა.

“საქსტატის” ცნობით, ყველაზე მეტი ქორწინება 20-24 და 25-29 წლის ახალგაზრდებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 20-დან 24 წლამდე 7 978 ქალი, ხოლო 25-დან 29 წლამდე 7 174 კაცი დაქორწინდა. 2016 წელს ყველაზე მეტი ქორწინება (7 304) თბილისში დარეგისტრირდა, თუმცა ეს 2015 წლის მონაცემზე (8 249 ქორწინება) 945 ერთეულით ნაკლებია. 3 832 ქორწინება დარეგისტრირდა იმერეთში, 2 631 კი _ აჭარაში. 2016 წელს ყველაზე ცოტა (203) ქორწინების რეგისტრაცია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში აღირიცხა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here