Home რუბრიკები ისტორია ფლობდე ისტორიას, ნიშნავს, ფლობდე ძალაუფლებას!

ფლობდე ისტორიას, ნიშნავს, ფლობდე ძალაუფლებას!

1630

ახალი მსოფლიო წესრიგი და ფორმაციათა ცვლა ყველაზე დიდ საფრთხეს ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიას უქმნის. ეს განსაკუთრებით საგრძნობია ჯერ კიდევ მყიფე ან შეზღუდული სუვერენიტეტის სახელმწიფოებში. ნებითა თუ მძლავრი ქვეყნების მიერ თავსმოხვეული დირექტივებით საკუთარი სამშობლოს ისტორიას ენერგიულად აყალბებენ ადამიანები, რომელთა მიზანი ამ ისტორიის გაფრთხილება და რეალობის ადეკვატური წარმოჩენა უნდა იყოს. საქართველოც ამ საფრთხის წინაშე დგას. ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ხმის ამოღება კი, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, არცთუ უსაფრთხო საქმედ იქცა. არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობა» ძალისხმევას არ იშურებს ისტორიული პროცესების რეალურად წარმოჩენის მიზნით და საზოგადოებას უკვე შესთავაზა ხუთი ძალიან მნიშვნელოვანი კრებული. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარესთან – ტარიელ გაგნიძესთან ვრცელი ინტერვიუ «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში შემოგთავაზეთ. ამჯერად ვაქვეყნებთ ალექსანდრე პუგაჩენკოს წერილს, რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ისტორიის ფალსიფიკაციის ავტორთა მიზნები. როგორც ჩანს, საფრთხე, რომელიც წმინდა ქართული გვეგონა, სინამდვილეში მთელი პოსტსოციალისტური თუ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ერთნაირად საგანგაშოა.
«მნიშვნელოვანია, რომ ისტორიას ჩვენ ვწერდეთ, იმიტომ, რომ ვინც ისტორიას წერს, აწმყოსაც აკონტროლებს!» – გულახდილად აღიარა ინგლისელმა კინორეჟისორმა კენ ლოხმა 1995 წელს მადრიდში, საკუთარი ფილმის «მიწა და ნება» პრეზენტაციაზე. ამ ფილმში განდიდებულია ტროცკისტთა საქმიანობა სამოქალაქო ომის წლებში ესპანეთში.

ისტორიის შექმნა მხოლოდ და მხოლოდ ხალხს ძალუძს, მისი «დაწერა», უფრო სწორად, «გადაწერა» კი – ნებისმიერს. ისტორიული ფაქტების გადაწერა და გადაკეთება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია საინფორმაციო ომში. ხალხის დასახლეჩად და დასამარცხებლად, მისი ტერიტორიისა და რესურსების ხელში ჩასაგდებად, უპირველესად, მისი ისტორიული მეხსიერების დანგრევაა საჭირო. აუცილებელია, მასში (ისტორიაში) აგრესორისთვის მომგებიანი ფაქტებისა და ამ ფაქტების შეფასების «იმპლანტირება». სადავო უნდა გავხადოთ ამ ნაციის უნიკალურობა, მოვსპოთ მისი საზოგადოებრიობა, წავართვათ მიღწევები და დამსახურებები, გავუჩინოთ დანაშაულის გრძნობა. და თუ ამას მოვახერხებთ, ისტორიული კომპლექსებით შეპყრობილმა ერმა შეიძლება, თვითონ გაუღოს თავისი ციხესიმაგრის კარიბჭე «ისტორიულ მოძმეებს» ან პირიქით, მითიური ისტორიული პრეტენზიებით მოტივირებული ერთი მოძმე ხალხი შეიძლება მეორეს სამუდამოდ გადაეკიდოს.

მიზეზებს, რის გამოც ეს ხდება, და ისტორიის მნიშვნელობას, თვალსაჩინოდ ხსნის სერგეი კარა-მურზა თავის წიგნში «ცნობიერებით მანიპულაცია»: «ადამიანი, რომელსაც არაფერი ახსოვს თავისი კოლექტივის (ხალხის, ქვეყნის, ოჯახის) ისტორიიდან, ავტომატურად ვარდება ამ კოლექტივიდან და სრულიად დაუცველი ხდება მანიპულაციის წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანი პირობაა დარწმუნების საშუალებების შეცვლისა და შეჩეჩების შესაძლებლობისთვის. თუ ხალხი იოლად ივიწყებს რეალობას, მაშინ იოლად შეიძლება ნებისმიერი პრობლემის რეალური კონტექსტის გარეშე წარმოდგენა. ასეთ დროს, პრობლემის მართლა არსებობის შემთხვევაშიც კი, მისი განხილვა ან შეფასება რაციონალურობის ჩარჩოებს სცდება – შედეგი მხოლოდ ემოციებზე იქნება დამყარებული.

ხალხი ინტუიციით გრძნობს, რომ მათი კავშირი ისტორიასთან დიადი და უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ამის ლოგიკურად ახსნას იშვიათად თუ ახერხებს. რატომ იწვევს ასეთ მღელვარებას რომელიმე ძველი, ყველასთვის ხელისშემშლელი სახლის დანგრევის გადაწყვეტილება? – იმიტომ, რომ ის ძველი მოვლენების რეალური მოწმეა და გვეჩვენება, რომ ჩვენს ისტორიასთან დაკავშირებით მასზე დაყრდნობა შეიძლება. ერთი შეხედვით, კიდევ უფრო გაუგებარი შეიძლება მოგვეჩვენოს ის წმინდა აზრი, რომელიც არქივებს უკავშირდება. რაში გვჭირდება ისინი? დოკუმენტების გამოქვეყნება არაფერს შეცვლის ჩვენს ცხოვრებაში. თანაც, უკვე მიკროფილმებიცაა გაკეთებული და ოპტიკურ დისკებზეცაა ჩაწერილი. თუ ქარიშხალი ამ დოკუმენტების დედნებს გაანადგურებს, პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება. მაგრამ თავისთავად ეს საფრთხე მაინც გვაშინებს. ნამდვილი დოკუმენტები ისტორიის მოწმეა. როგორც ამბობენ, «მათი წმინდა ხასიათი მათ დიაქრონიკულ ფუნქციაში გამოიხატება», ქრონოსის ანუ დროის გადალახვაში, რომელიც ჩვენს წინაპრებთან გვაშორებს. თანამედროვეთა ცნობიერების მანიპულირებისთვის ამ კავშირის გაწყვეტაა საჭირო».

«მეოცე საუკუნეში ისტორია სიცრუის იარაღად იქცა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. არც ერთ ძველ აღმოსავლურ დესპოტიზმს თავისი «დამოწმებებითურთ» ასეთი მანიპულაციისთვის არ მიუღწევია», – წერს ნიდერლანდელი კულტუროლოგი იოჰან ჰეიზინგი.

დასავლეთის საქმიანობის ისტორია რუსეთის წინააღმდეგ ომში

საინფორმაციო ომში, რომელსაც დღეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ცივილიზაცია აწარმოებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ისტორიის გადაწერა. ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ხელოვნურად იქმნება არამეგობრული სახელმწიფოების რგოლი. მათი ანტიხალხური რეჟიმების ერთადერთ ამოცანას წარმოადგენს ანტირუსული პოლიტიკის გატარება. იმისთვის კი, რომ ამ ქვეყნების ხალხებმა აიტანონ და ხელახლა აირჩიონ თავიანთი ბელადები, მათ მიზანმიმართულად უჭედავენ თავში რუსოფობიური შინაარსის ისტორიულ მითებს.

მსგავსი გამოვლინებები განსაკუთრებით გავრცელებულია (მათი სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველსაც კი წარმოადგენს) თანამედროვე უკრაინაში, საქართველოში, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და პოლონეთში.

ამ ქვეყნებიდან თითოეულმა სსრ კავშირის დაშლისა და ვარშავის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში დასავლეთის პოლიტიკური და ფინანსური სპონსორების სასარგებლოდ საკუთარი ისტორია გადაწერა.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა მოიგონეს მითი დიდი სამამულო ომის დაწყების წინ საბჭოთა კავშირის მიერ მათი ოკუპაციის შესახებ და ამ სიცრუეს წარმატებით იყენებენ რუსეთისთვის სრულიად რეალური, მატერიალური და ტერიტორიული პრეტენზიების წასაყენებლად. სწორედ ამ დღეებში ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიტანონ კომუნიზმის გამკიცხავი რეზოლუცია და მასში მოიხსენიონ სსრ კავშირის მიერ მათი ქვეყნების დაპყრობის ფაქტები. ამ საშუალებებით კომუნიზმი უთანაბრდება ფაშიზმს, ხოლო რუსი ხალხი გამოდის «დამნაშავე» და დიდი ხნის განმავლობაში დანაშაულებრივი იდეოლოგიის გამტარებელი. შემდეგ, ალბათ, კომპენსაციასა და საზღვრების შესახებ ხელშეკრულების გადახედვასაც მოითხოვენ.

მსგავსი გამონაგონი საქართველოს ანტირუსული რეჟიმის კარის ისტორიკოსებმაც შემოგვთავაზეს. 300 წლის განმავლობაში ქართველი მეფეები სთხოვდნენ რუს მმართველებს, დაეცვათ მათი ქვეყანა თურქი და სპარსი დამპყრობლებისგან. 1483 წლიდან 1800 წლის ჩათვლით რამდენიმე ათეული ასეთი წერილია შემონახული. თითოეული მათგანი ჩამოთვლილია, მაგალითად, ვადიმ კოჟინოვის წიგნში «რუსული სიმართლე. მეხუთე პუნქტი. საერთო წინააღმდეგობები რუსეთში» (მოსკოვი, გამომცემლობა «ეკსმო», 2005 წ. 433-453 გვ.). 1800 წლისთვის ქართველი ხალხი გადაშენების პირას იდგა, მათი რიცხვი სულ რაღაც 675 000-ს ითვლიდა, მაშინ, როცა იგივე ქართველები მონღოლებამდელ პერიოდში 5 000 000-ზე მეტნი იყვნენ. 1800 წლის ჩვიდმეტ ნოემბერს ქართლ-კახეთის უკანასკნელმა მეფემ გიორგი XII ბაგრატიონმა «მუხლზე ჩოქებით» მიმართა იმპერატორ პავლე პირველს, რომ მისი ხალხი «სამუდამო ქვეშევრდომობაში» მიეღო. საბოლოოდ ეს თხოვნა რამდენიმე თვის შემდეგ დაკმაყოფილდა.

მაგრამ ეს ქართველ «ისტორიკოსებს» ხელს არ უშლის, ამტკიცონ, რომ მათი ქვეყანა რუსეთმა დაიპყრო. ხოლო მათ პრეზიდენტს – სააკაშვილს, ეს მტკიცებები ეხმარება რუსების «მტრებად» წარმოჩენაში. იგი ცდილობს, დღევანდელი ანტირუსული პოლიტიკა ახსნას არა როგორც ვაშინგტონის მიერ მოსყიდული ხელისუფლების საქციელი, არამედ როგორც ისტორიული შურისძიება «დამპყრობლისა» და «ოკუპანტის» მიმართ. სხვათა შორის, ამ «ოკუპაციის» პირველ 100 წელიწადში მისი ქვეყნის მოსახლეობა 3-ჯერ გაიზარდა და 2.000.000-ს მიაღწია.

აქტიურად მიმდინარეობს ისტორიის ანტირუსულ მოტივებზე გადაწერა «ნარინჯისფერ» უკრაინაშიც. ვაშინგტონის მოთხოვნით, უკრაინელმა ნაციონალისტებმა გამოიგონეს ცალკეული უკრაინელი ეთნოსი და გადავიდნენ მთელ რიგ ისტორიულ მოვლენებში მისი მონაწილეობის დამტკიცებაზე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მეორე მსოფლიო ომის მაგალითზე და მასში სტეპან ბანდერასა და მის უკრაინელ აჯანყებულთა არმიის მონაწილეობაზე. მითოლოგები ამტკიცებენ, რომ მან და არა საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა ქვეყანა გერმანელი დამპყრობლებისგან. დღეისათვის ამის შედეგია უკრაინის აჯანყებულთა არმიის ვეტერანების გათანაბრება დიდი სამამაულო ომის ვეტერანებთან. სხვათა შორის, თვითონ გამოთქმა «დიდი სამამულო ომი» უკრაინის ახლანდელმა ხელისუფლებამ შეცვალა სიტყვებით «მეორე მსოფლიო». მსგავსი ისტორია გვხვდება ლატვიაში ავადსახსენებელი «ვაფენ-ეს-ეს»-ის ლეგიონთან დაკავშირებით, რომლის ვეტერანებიც რიგაში მეტი უფლებებით, პრივილეგიებითა და სოციალური გარანტიებით სარგებლობენ, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ფაშიზმს ებრძოდნენ.

მოლდოველი ისტორიკოსები საკუთარი ქვეყნის ისტორიის რუმინეთის ისტორიით შეცვლისა და მეხსიერებიდან საბჭოთა პერიოდის საერთოდ ამოშლისთვის ირჯებიან. მაგრამ ისტორიული მითების შექმნაში პირველობას არავის უთმობს პოლონეთი. მაგალითად, მისი ოფიციალური ისტორია გვამცნობს, რომ 1945 წელს სწორედ პოლონეთის არმიამ აიღო ბერლინი და საბჭოთა არმია მას მხოლოდ ეხმარებოდა. ხოლო 1945-1991 წლების პერიოდი მოხსენიებულია «სასტიკ საბჭოთა ოკუპაციად». პოლონელი ისტორიკოსების აზრით, სისასტიკე გამოიხატებოდა «ოქტომბრის რევოლუციის წლისთავების, წითელი არმიის, საბჭოთა ბელადებისა და გმირების დაბადების დღეებისა და სიკვდილის თარიღების, მეგობრობის თვეების დაუსრულებელ აღნიშვნაში და ასევე რუსული ენის იძულებით შესწავლის კურსებში.» რა თქმა უნდა, ასეთმა «სისასტიკემ» ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკებიც დაჩრდილა, რომელთაგანაც რუსი ჯარისკაცები პოლონელებს ათავისუფლებდნენ. ამ საყოველთაოდ აღიარებული და ოფიციალურ დონეზე დეკლარირებული «სისასტიკის» შედეგი კი არის რუსეთის მოქალაქეების რეგულარული ცემა და რუსეთის დროშების დაწვა ვარშავისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში.

ისტორიული მითების გავრცელების საშუალებები

რა თქმა უნდა, მსგავსი ისტორიული მითების გავრცელების ყველაზე მოსახერხებელი ტექნოლოგიაა რუსეთის მეგობარი ქვეყნების სათავეში მარიონეტული რეჟიმების მოყვანა და მათზე ამ ქვეყნების ახალი ისტორიის პასპორტივით გაცემა. იქ, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ეს შეძლეს, სხვა მოსაზრებები სრულიად უადგილოა. მითები სახელმწიფო იდეოლოგიასა და ისტორიაზე ოფიციალური შეხედულების სახეს იღებს.

სხვა შემთხვევებში აუცილებელ ისტორიულ სიცრუეთა დანერგვა უზუსტესი საშუალებებით ხდება. ცრუ თეორიები შეიძლება დანერგონ ამა თუ იმ კვლევაზე გამოყოფილი გრანტებით მოსყიდულმა მეცნიერებმა. ისინი გამოსცემენ სამეცნიერო ნაშრომებს, წიგნებს, მონოგრაფიებს. ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვთ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ხელს უწყობენ ფსევდომეცნიერული დასკვნების პოპულარიზაციას.

მაგრამ მითების შესაქმნელად ყველაზე მოსახერხებელი მაინც ორი საშუალებაა – ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების გამოშვება და მასობრივი კულტურა. პირველ შემთხვევაში დასავლეთელი პროპაგანდისტები სარგებლობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მრავალ სკოლაში არსებული უსახსრობით და მათ ასეთი საინფორმაციო ვირუსის შემცველი წიგნების მრავალათასიან ტირაჟებს «საჩუქრად» გადასცემენ.

მეორე შემთხვევაში კინოთეატრების ეკრანებზე სოლიდური სარეკლამო მხარდაჭერით გამოდის ყალბი ისტორიული მტკიცებულებებისადმი მიძღვნილი ფილმები. ასე, მაგალითად, ბევრ ახალგაზრდა რუსს ჰგონია, რომ ფაშისტური რეჟიმი კურსკთან და სტალინგრადთან ბრძოლებში კი არ გატეხილა წელში, არამედ – «რიგითი რაიანის გადასარჩენად» ოპერაციის მსვლელობისას. ჰოლივუდელი რეჟისორები საკუთარი ხალხის ისტორიასაც აყალბებენ. მაგალითად, ვიეტნამის კამპანიის სამარცხვინო ჩავარდნის ისტორია მათ მარტოხელა გმირის, პატიოსანი მებრძოლის, პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საკუთარი ვალდებულების პირნათლად შემსრულებლის, საყოველთაოდ ცნობილი რემბოს ხოტბა-დიდებით ჩაანაცვლეს. იაპონელების მხეცობასა და მათ წინააღმდეგ ამერიკელების მამაცური ბრძოლის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება ბლოკბასტერიდან «პერლ ჰარბორი», მაგრამ ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შესახებ ჰოლივუდში ფილმებს არავინ იღებს.

დასკვნა მოკლეა: აუცილებელია ისტორიის სწავლა და შესწავლა პატივცემული ავტორების ცნობილი წიგნების და არა სპეციალურად შემოგდებული ანონიმური ლეგენდების მიხედვით. მითებს ფაქტები უნდა დავუპირისპიროთ. რუსი ხალხის ისტორია მდიდარია და მისით უნდა ვიამაყოთ. სინამდვილეში იგი უმძლავრესი იარაღია რუსი ერის ხელში და არა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. მას შეუძლია რუსეთის გარშემო მთელი ევრაზიის ხალხების კონსოლიდაცია და არა მათი რუსებზე მიქსევა. ოღონდ იარაღი, რომელიც ჩვენს ხელთაა, კარგად უნდა შევისწავლოთ, რათა მისი გამოყენება ვისწავლოთ.

ალექსანდრე პუგაჩენკოახალი მსოფლიო წესრიგი და ფორმაციათა ცვლა ყველაზე დიდ საფრთხეს ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიას უქმნის. ეს განსაკუთრებით საგრძნობია ჯერ კიდევ მყიფე ან შეზღუდული სუვერენიტეტის სახელმწიფოებში. ნებითა თუ მძლავრი ქვეყნების მიერ თავსმოხვეული დირექტივებით საკუთარი სამშობლოს ისტორიას ენერგიულად აყალბებენ ადამიანები, რომელთა მიზანი ამ ისტორიის გაფრთხილება და რეალობის ადეკვატური წარმოჩენა უნდა იყოს. საქართველოც ამ საფრთხის წინაშე დგას. ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ხმის ამოღება კი, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, არცთუ უსაფრთხო საქმედ იქცა. არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობა» ძალისხმევას არ იშურებს ისტორიული პროცესების რეალურად წარმოჩენის მიზნით და საზოგადოებას უკვე შესთავაზა ხუთი ძალიან მნიშვნელოვანი კრებული. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარესთან – ტარიელ გაგნიძესთან ვრცელი ინტერვიუ «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში შემოგთავაზეთ. ამჯერად ვაქვეყნებთ ალექსანდრე პუგაჩენკოს წერილს, რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ისტორიის ფალსიფიკაციის ავტორთა მიზნები. როგორც ჩანს, საფრთხე, რომელიც წმინდა ქართული გვეგონა, სინამდვილეში მთელი პოსტსოციალისტური თუ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ერთნაირად საგანგაშოა.

«მნიშვნელოვანია, რომ ისტორიას ჩვენ ვწერდეთ, იმიტომ, რომ ვინც ისტორიას წერს, აწმყოსაც აკონტროლებს!» – გულახდილად აღიარა ინგლისელმა კინორეჟისორმა კენ ლოხმა 1995 წელს მადრიდში, საკუთარი ფილმის «მიწა და ნება» პრეზენტაციაზე. ამ ფილმში განდიდებულია ტროცკისტთა საქმიანობა სამოქალაქო ომის წლებში ესპანეთში.

ისტორიის შექმნა მხოლოდ და მხოლოდ ხალხს ძალუძს, მისი «დაწერა», უფრო სწორად, «გადაწერა» კი – ნებისმიერს. ისტორიული ფაქტების გადაწერა და გადაკეთება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია საინფორმაციო ომში. ხალხის დასახლეჩად და დასამარცხებლად, მისი ტერიტორიისა და რესურსების ხელში ჩასაგდებად, უპირველესად, მისი ისტორიული მეხსიერების დანგრევაა საჭირო. აუცილებელია, მასში (ისტორიაში) აგრესორისთვის მომგებიანი ფაქტებისა და ამ ფაქტების შეფასების «იმპლანტირება». სადავო უნდა გავხადოთ ამ ნაციის უნიკალურობა, მოვსპოთ მისი საზოგადოებრიობა, წავართვათ მიღწევები და დამსახურებები, გავუჩინოთ დანაშაულის გრძნობა. და თუ ამას მოვახერხებთ, ისტორიული კომპლექსებით შეპყრობილმა ერმა შეიძლება, თვითონ გაუღოს თავისი ციხესიმაგრის კარიბჭე «ისტორიულ მოძმეებს» ან პირიქით, მითიური ისტორიული პრეტენზიებით მოტივირებული ერთი მოძმე ხალხი შეიძლება მეორეს სამუდამოდ გადაეკიდოს.

მიზეზებს, რის გამოც ეს ხდება, და ისტორიის მნიშვნელობას, თვალსაჩინოდ ხსნის სერგეი კარა-მურზა თავის წიგნში «ცნობიერებით მანიპულაცია»: «ადამიანი, რომელსაც არაფერი ახსოვს თავისი კოლექტივის (ხალხის, ქვეყნის, ოჯახის) ისტორიიდან, ავტომატურად ვარდება ამ კოლექტივიდან და სრულიად დაუცველი ხდება მანიპულაციის წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანი პირობაა დარწმუნების საშუალებების შეცვლისა და შეჩეჩების შესაძლებლობისთვის. თუ ხალხი იოლად ივიწყებს რეალობას, მაშინ იოლად შეიძლება ნებისმიერი პრობლემის რეალური კონტექსტის გარეშე წარმოდგენა. ასეთ დროს, პრობლემის მართლა არსებობის შემთხვევაშიც კი, მისი განხილვა ან შეფასება რაციონალურობის ჩარჩოებს სცდება – შედეგი მხოლოდ ემოციებზე იქნება დამყარებული.

ხალხი ინტუიციით გრძნობს, რომ მათი კავშირი ისტორიასთან დიადი და უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ამის ლოგიკურად ახსნას იშვიათად თუ ახერხებს. რატომ იწვევს ასეთ მღელვარებას რომელიმე ძველი, ყველასთვის ხელისშემშლელი სახლის დანგრევის გადაწყვეტილება? – იმიტომ, რომ ის ძველი მოვლენების რეალური მოწმეა და გვეჩვენება, რომ ჩვენს ისტორიასთან დაკავშირებით მასზე დაყრდნობა შეიძლება. ერთი შეხედვით, კიდევ უფრო გაუგებარი შეიძლება მოგვეჩვენოს ის წმინდა აზრი, რომელიც არქივებს უკავშირდება. რაში გვჭირდება ისინი? დოკუმენტების გამოქვეყნება არაფერს შეცვლის ჩვენს ცხოვრებაში. თანაც, უკვე მიკროფილმებიცაა გაკეთებული და ოპტიკურ დისკებზეცაა ჩაწერილი. თუ ქარიშხალი ამ დოკუმენტების დედნებს გაანადგურებს, პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება. მაგრამ თავისთავად ეს საფრთხე მაინც გვაშინებს. ნამდვილი დოკუმენტები ისტორიის მოწმეა. როგორც ამბობენ, «მათი წმინდა ხასიათი მათ დიაქრონიკულ ფუნქციაში გამოიხატება», ქრონოსის ანუ დროის გადალახვაში, რომელიც ჩვენს წინაპრებთან გვაშორებს. თანამედროვეთა ცნობიერების მანიპულირებისთვის ამ კავშირის გაწყვეტაა საჭირო».

«მეოცე საუკუნეში ისტორია სიცრუის იარაღად იქცა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. არც ერთ ძველ აღმოსავლურ დესპოტიზმს თავისი «დამოწმებებითურთ» ასეთი მანიპულაციისთვის არ მიუღწევია», – წერს ნიდერლანდელი კულტუროლოგი იოჰან ჰეიზინგი.

დასავლეთის საქმიანობის ისტორია რუსეთის წინააღმდეგ ომში

საინფორმაციო ომში, რომელსაც დღეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ცივილიზაცია აწარმოებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ისტორიის გადაწერა. ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ხელოვნურად იქმნება არამეგობრული სახელმწიფოების რგოლი. მათი ანტიხალხური რეჟიმების ერთადერთ ამოცანას წარმოადგენს ანტირუსული პოლიტიკის გატარება. იმისთვის კი, რომ ამ ქვეყნების ხალხებმა აიტანონ და ხელახლა აირჩიონ თავიანთი ბელადები, მათ მიზანმიმართულად უჭედავენ თავში რუსოფობიური შინაარსის ისტორიულ მითებს.

მსგავსი გამოვლინებები განსაკუთრებით გავრცელებულია (მათი სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველსაც კი წარმოადგენს) თანამედროვე უკრაინაში, საქართველოში, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და პოლონეთში.

ამ ქვეყნებიდან თითოეულმა სსრ კავშირის დაშლისა და ვარშავის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში დასავლეთის პოლიტიკური და ფინანსური სპონსორების სასარგებლოდ საკუთარი ისტორია გადაწერა.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა მოიგონეს მითი დიდი სამამულო ომის დაწყების წინ საბჭოთა კავშირის მიერ მათი ოკუპაციის შესახებ და ამ სიცრუეს წარმატებით იყენებენ რუსეთისთვის სრულიად რეალური, მატერიალური და ტერიტორიული პრეტენზიების წასაყენებლად. სწორედ ამ დღეებში ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიტანონ კომუნიზმის გამკიცხავი რეზოლუცია და მასში მოიხსენიონ სსრ კავშირის მიერ მათი ქვეყნების დაპყრობის ფაქტები. ამ საშუალებებით კომუნიზმი უთანაბრდება ფაშიზმს, ხოლო რუსი ხალხი გამოდის «დამნაშავე» და დიდი ხნის განმავლობაში დანაშაულებრივი იდეოლოგიის გამტარებელი. შემდეგ, ალბათ, კომპენსაციასა და საზღვრების შესახებ ხელშეკრულების გადახედვასაც მოითხოვენ.

მსგავსი გამონაგონი საქართველოს ანტირუსული რეჟიმის კარის ისტორიკოსებმაც შემოგვთავაზეს. 300 წლის განმავლობაში ქართველი მეფეები სთხოვდნენ რუს მმართველებს, დაეცვათ მათი ქვეყანა თურქი და სპარსი დამპყრობლებისგან. 1483 წლიდან 1800 წლის ჩათვლით რამდენიმე ათეული ასეთი წერილია შემონახული. თითოეული მათგანი ჩამოთვლილია, მაგალითად, ვადიმ კოჟინოვის წიგნში «რუსული სიმართლე. მეხუთე პუნქტი. საერთო წინააღმდეგობები რუსეთში» (მოსკოვი, გამომცემლობა «ეკსმო», 2005 წ. 433-453 გვ.). 1800 წლისთვის ქართველი ხალხი გადაშენების პირას იდგა, მათი რიცხვი სულ რაღაც 675 000-ს ითვლიდა, მაშინ, როცა იგივე ქართველები მონღოლებამდელ პერიოდში 5 000 000-ზე მეტნი იყვნენ. 1800 წლის ჩვიდმეტ ნოემბერს ქართლ-კახეთის უკანასკნელმა მეფემ გიორგი XII ბაგრატიონმა «მუხლზე ჩოქებით» მიმართა იმპერატორ პავლე პირველს, რომ მისი ხალხი «სამუდამო ქვეშევრდომობაში» მიეღო. საბოლოოდ ეს თხოვნა რამდენიმე თვის შემდეგ დაკმაყოფილდა.

მაგრამ ეს ქართველ «ისტორიკოსებს» ხელს არ უშლის, ამტკიცონ, რომ მათი ქვეყანა რუსეთმა დაიპყრო. ხოლო მათ პრეზიდენტს – სააკაშვილს, ეს მტკიცებები ეხმარება რუსების «მტრებად» წარმოჩენაში. იგი ცდილობს, დღევანდელი ანტირუსული პოლიტიკა ახსნას არა როგორც ვაშინგტონის მიერ მოსყიდული ხელისუფლების საქციელი, არამედ როგორც ისტორიული შურისძიება «დამპყრობლისა» და «ოკუპანტის» მიმართ. სხვათა შორის, ამ «ოკუპაციის» პირველ 100 წელიწადში მისი ქვეყნის მოსახლეობა 3-ჯერ გაიზარდა და 2.000.000-ს მიაღწია.

აქტიურად მიმდინარეობს ისტორიის ანტირუსულ მოტივებზე გადაწერა «ნარინჯისფერ» უკრაინაშიც. ვაშინგტონის მოთხოვნით, უკრაინელმა ნაციონალისტებმა გამოიგონეს ცალკეული უკრაინელი ეთნოსი და გადავიდნენ მთელ რიგ ისტორიულ მოვლენებში მისი მონაწილეობის დამტკიცებაზე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მეორე მსოფლიო ომის მაგალითზე და მასში სტეპან ბანდერასა და მის უკრაინელ აჯანყებულთა არმიის მონაწილეობაზე. მითოლოგები ამტკიცებენ, რომ მან და არა საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა ქვეყანა გერმანელი დამპყრობლებისგან. დღეისათვის ამის შედეგია უკრაინის აჯანყებულთა არმიის ვეტერანების გათანაბრება დიდი სამამაულო ომის ვეტერანებთან. სხვათა შორის, თვითონ გამოთქმა «დიდი სამამულო ომი» უკრაინის ახლანდელმა ხელისუფლებამ შეცვალა სიტყვებით «მეორე მსოფლიო». მსგავსი ისტორია გვხვდება ლატვიაში ავადსახსენებელი «ვაფენ-ეს-ეს»-ის ლეგიონთან დაკავშირებით, რომლის ვეტერანებიც რიგაში მეტი უფლებებით, პრივილეგიებითა და სოციალური გარანტიებით სარგებლობენ, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ფაშიზმს ებრძოდნენ.

მოლდოველი ისტორიკოსები საკუთარი ქვეყნის ისტორიის რუმინეთის ისტორიით შეცვლისა და მეხსიერებიდან საბჭოთა პერიოდის საერთოდ ამოშლისთვის ირჯებიან. მაგრამ ისტორიული მითების შექმნაში პირველობას არავის უთმობს პოლონეთი. მაგალითად, მისი ოფიციალური ისტორია გვამცნობს, რომ 1945 წელს სწორედ პოლონეთის არმიამ აიღო ბერლინი და საბჭოთა არმია მას მხოლოდ ეხმარებოდა. ხოლო 1945-1991 წლების პერიოდი მოხსენიებულია «სასტიკ საბჭოთა ოკუპაციად». პოლონელი ისტორიკოსების აზრით, სისასტიკე გამოიხატებოდა «ოქტომბრის რევოლუციის წლისთავების, წითელი არმიის, საბჭოთა ბელადებისა და გმირების დაბადების დღეებისა და სიკვდილის თარიღების, მეგობრობის თვეების დაუსრულებელ აღნიშვნაში და ასევე რუსული ენის იძულებით შესწავლის კურსებში.» რა თქმა უნდა, ასეთმა «სისასტიკემ» ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკებიც დაჩრდილა, რომელთაგანაც რუსი ჯარისკაცები პოლონელებს ათავისუფლებდნენ. ამ საყოველთაოდ აღიარებული და ოფიციალურ დონეზე დეკლარირებული «სისასტიკის» შედეგი კი არის რუსეთის მოქალაქეების რეგულარული ცემა და რუსეთის დროშების დაწვა ვარშავისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში.

ისტორიული მითების გავრცელების საშუალებები

რა თქმა უნდა, მსგავსი ისტორიული მითების გავრცელების ყველაზე მოსახერხებელი ტექნოლოგიაა რუსეთის მეგობარი ქვეყნების სათავეში მარიონეტული რეჟიმების მოყვანა და მათზე ამ ქვეყნების ახალი ისტორიის პასპორტივით გაცემა. იქ, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ეს შეძლეს, სხვა მოსაზრებები სრულიად უადგილოა. მითები სახელმწიფო იდეოლოგიასა და ისტორიაზე ოფიციალური შეხედულების სახეს იღებს.

სხვა შემთხვევებში აუცილებელ ისტორიულ სიცრუეთა დანერგვა უზუსტესი საშუალებებით ხდება. ცრუ თეორიები შეიძლება დანერგონ ამა თუ იმ კვლევაზე გამოყოფილი გრანტებით მოსყიდულმა მეცნიერებმა. ისინი გამოსცემენ სამეცნიერო ნაშრომებს, წიგნებს, მონოგრაფიებს. ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვთ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ხელს უწყობენ ფსევდომეცნიერული დასკვნების პოპულარიზაციას.

მაგრამ მითების შესაქმნელად ყველაზე მოსახერხებელი მაინც ორი საშუალებაა – ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების გამოშვება და მასობრივი კულტურა. პირველ შემთხვევაში დასავლეთელი პროპაგანდისტები სარგებლობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მრავალ სკოლაში არსებული უსახსრობით და მათ ასეთი საინფორმაციო ვირუსის შემცველი წიგნების მრავალათასიან ტირაჟებს «საჩუქრად» გადასცემენ.

მეორე შემთხვევაში კინოთეატრების ეკრანებზე სოლიდური სარეკლამო მხარდაჭერით გამოდის ყალბი ისტორიული მტკიცებულებებისადმი მიძღვნილი ფილმები. ასე, მაგალითად, ბევრ ახალგაზრდა რუსს ჰგონია, რომ ფაშისტური რეჟიმი კურსკთან და სტალინგრადთან ბრძოლებში კი არ გატეხილა წელში, არამედ – «რიგითი რაიანის გადასარჩენად» ოპერაციის მსვლელობისას. ჰოლივუდელი რეჟისორები საკუთარი ხალხის ისტორიასაც აყალბებენ. მაგალითად, ვიეტნამის კამპანიის სამარცხვინო ჩავარდნის ისტორია მათ მარტოხელა გმირის, პატიოსანი მებრძოლის, პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საკუთარი ვალდებულების პირნათლად შემსრულებლის, საყოველთაოდ ცნობილი რემბოს ხოტბა-დიდებით ჩაანაცვლეს. იაპონელების მხეცობასა და მათ წინააღმდეგ ამერიკელების მამაცური ბრძოლის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება ბლოკბასტერიდან «პერლ ჰარბორი», მაგრამ ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შესახებ ჰოლივუდში ფილმებს არავინ იღებს.

დასკვნა მოკლეა: აუცილებელია ისტორიის სწავლა და შესწავლა პატივცემული ავტორების ცნობილი წიგნების და არა სპეციალურად შემოგდებული ანონიმური ლეგენდების მიხედვით. მითებს ფაქტები უნდა დავუპირისპიროთ. რუსი ხალხის ისტორია მდიდარია და მისით უნდა ვიამაყოთ. სინამდვილეში იგი უმძლავრესი იარაღია რუსი ერის ხელში და არა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. მას შეუძლია რუსეთის გარშემო მთელი ევრაზიის ხალხების კონსოლიდაცია და არა მათი რუსებზე მიქსევა. ოღონდ იარაღი, რომელიც ჩვენს ხელთაა, კარგად უნდა შევისწავლოთ, რათა მისი გამოყენება ვისწავლოთ.

 

ალექსანდრე პუგაჩენკო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here