Home რუბრიკები პოლიტიკა 16 ივლისის მოლოდინში: რაზე შეიძლება შეთანხმდნენ პუტინი და ტრამპი და რატომ ახლა...

16 ივლისის მოლოდინში: რაზე შეიძლება შეთანხმდნენ პუტინი და ტრამპი და რატომ ახლა და არა აქამდე?

1282
პუტინი ტრამპი

ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი ტრამპის პრეზიდენტად არჩევისთანავე დაიწყო, მაგრამ შეხვედრა ორი წელი გაჭიანურდა. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები.

დღეს შეიძლება ითქვას, ტრამპი იმდენად მოძლიერდა, რომ უკვე შეუძლია მართოს შიდა პროცესები და ამდენად, შეასრულოს დადებული საერთაშორისო შეთანხმებები, რასაც აქამდე ვერ ვიტყოდით დარწმუნებით. ამის გარეშე მასთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა, რადგან ცალსახა არ იყო მისი შესაძლებლობები.

არჩევის შემდეგ ტრამპი მოსალოდნელ და ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელებაში. მის მთავარ მტერს წარმოადგენდა და ჯერ ისევ წარმოადგენს “სიღრმისეული სახელმწიფო”, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატი გახლდათ ჰილარი კლინტონი და რომელსაც ტრამპმა არჩევნები მოუგო. “სიღრმისეულ სახელმწიფო”-ს აშშ-ში უწოდებენ სახელმწიფოს საშუალო და ქვედა რგოლის ბიუროკრატულ აპარატს და სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდნენ კლინტონის და მამა-შვილი ბუშების პრეზიდენტობის პერიოდში და მანამდეც, და რომლებიც ფინანსურად, იდეოლოგიურად და მენტალიტეტით შეზრდილნი არიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, უპირველეს ყოვლისა, ტრანსნაციონალური ბანკების ლიბერალურ გლობალისტურ სისტემასთან. ეს სისტემა მიდიოდა გლობალისტური ტრანსნაციონალური ინსტიტუტების (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლებიც თავისი არსით, საერთაშორისო თანამშრომლობის კი არა, საერთაშორისო დაკაბალების ინსტრუმენტებს წარმოადგენენ) გაძლიერების გზით ეროვნული სახელმწიფოების და მათ შორის _ ამერიკის დაკნინება-გაჩანაგების ხარჯზე. ტრამპმა თავისი გამარჯვებით ამ სისტემას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და სისტემაც გააფთრებული შეეწინააღმდეგა მას. ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გამოვლინებები იყო ე.წ. “რუსული კვალი” ტრამპის არჩევნებში, სპეცპროკურორ მიულერის დანიშვნა ტრამპის რუსეთთან “კავშირის” გამოსაძიებლად და ა.შ.

მაგრამ სულ ცოტა ხნის წინათ ტრამპმა შეძლო, ბოლოს და ბოლოს, მოწინააღმდეგეები წელში გაეტეხა. გასულ კვირას აშშ-ის კონგრესში კენჭისყრაზე დადგა რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტროს ზედა ეშელონის მიერ დანიშნულიყო სპეცპროკურორი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოსაძიებლად და ჰილარი კლინტონის დაუყოვნებლივ დასაპატიმრებლად, როგორც “სიღრმისეული სახელმწიფოს” საბოტაჟის მოთავის. რეზოლუციას კენჭი ეყარა და ის გავიდა (აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და ქართულ მედიას ამ მართლაც რევოლუციურ რეზოლუციაზე კრინტი არ დაუძრავთ, განსხვავებით რამდენიმე მარგინალი და მოსყიდული კონგრესმენის მყვირალა და არაფრისმომცემი რეზოლუციებისგან). მსოფლიო მედიამ, რომელიც ძირითადად ლიბერალური გლობალისტური ძალების ხელშია, ეს რეზოლუცია სანახევროდ და ცალყბადაც კი მოიხსენია, მაგრამ ჰ. კლინტონის დაპატიმრების მოთხოვნაზე მათაც არ დასცდენიათ კრინტი.

რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა კონგრესში გფბ-ს დირექტორისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე როდ როზენშტეინის (რომელიც ზედამხედველობას უწევდა სპეცპროკურორ მიულერის გამოძიებას) გამოძახება. ორივე მათგანს გამოწვლილვითი დაკითხვა მოუწყვეს, რა დროსაც ამხილეს კომის (გფბ-ს დირექტორი ტრამპი-კლინტონის არჩევნებისას) და პროკურორ მიულერის თაღლითური და შეთქმულებითი საქმიანობის მფარველობაში, მათი მამხილებელი დოკუმენტების გადამალვაში, კონგრესის შეურაცხყოფასა და ცრუმოწმეობაში.

კონგრესმა ხსენებული რეზოლუციით დაადასტურა ყველა აღნიშნული ბრალდება და დაადგინა გამოძიების გაგრძელება კლინტონი-კომი-მიულერისა და სხვათა მიმართ.

ამ რეზოლუციით ტრამპმა ჰ. კლინტონი და მის უკან მდგომი დაჯგუფება კუთხეში მიიმწყვდია, კლინტონი და მისი ამფსონები ნებისმიერ წამს შეიძლება დააპატიმრონ. ყოველივე აღნიშნული მოწმობს, რომ ტრამპი შინაურ მტრებთან ბრძოლაში გამარჯვების გზაზე დადგა, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც.

თუ რატომ ხვდებიან ტრამპი და პუტინი ახლა და არა აქამდე, შეძლებისდაგვარად ავხსენით.

ახლა ვნახოთ, რაზე შეიძლება ილაპარაკონ და რაზე შეთანხმდნენ.

რა თქმა უნდა, ილაპარაკებენ უკრაინაზეც, სირიაზეც და ჩრდილოეთ კორეაზეც. უნდა გვესმოდეს, რომ სამივე ამ ქვეყანაში კონფლიქტი შექმნეს იმ მსოფლიო ძალებმა, რომლებიც მტრობენ როგორც რუსეთს, ისე ტრამპის ამერიკას. უკრაინაში კონფლიქტის გაჩაღებით შეეცადნენ, რუსეთის დასავლეთ საზღვარზე შეექმნათ რუსეთისადმი მტრული პლაცდარმი, ე.წ. “არაბული გაზაფხულით” და სირიაში სამოქალაქო ომის გაჩაღებით შეეცადნენ ყოველივე ტრადიციულის და პირველ რიგში მართლმადიდებლობის მტერი ისლამური ხალიფატის კონტროლქვეშ (თურქეთის პატრონაჟით) მოექციათ მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის და ახლო აღმოსავლეთის ისლამური სახელმწიფოები (ხალიფატის ქვეშ ისლამური სამყაროს გაერთიანების შემდეგ მთელი ეს შავი ურდო უნდა წამოსულიყო შეტევაზე სამხრეთ კავკასიის მიმართულებით და თუ რა ბედი გველოდა ქართველებს, ამის ნათელი ილუსტრაციაა სირიის ქალაქი მაალულა, რომელშიც მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხოვრობდნენ, დაახლოებით 30 ათასი კაცი. ეს ქალაქი ხალიფატის ბოევიკებმა რომ დაიპყრეს, მისი ყველა მცხოვრები ქუჩებში ცხვრებივით დაკლეს, სისხლი დალიეს და რაც ვერ დალიეს, ბოთლებში ჩაასხეს და ბაზრებში გაყიდეს); ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის ინსპირირებით ქმნიდნენ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში და ჩინეთში ინტერვენციის საფუძველს. რუსეთის კონფლიქტებით გარშემორტყმის მცდელობა იყო 2008 წელს სააკაშვილის წაქეზებაც აგვისტოს ომზე. ტრამპამდელი კოლექტიური დასავლეთის მთელი ძალისხმევა მიმართული იყო რუსეთის და შემდეგ ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური იზოლაციისკენ, რომლის დასკვნით ეტაპზე მზადდებოდა სრულმასშტაბიანი ომი რუსეთსა და ჩინეთთან. ეს ომი უნდა ეწარმოებინა ამერიკას და ისიც განწირული ჰყავდათ ომის მოსურნეებს, ვინაიდან, როგორც არ უნდა განვითარებულიყო საბრძოლო მოქმედებები, საპასუხო დარტყმები ამერიკისგან ბევრს არაფერს არ დატოვებდა.

დღეს ტრამპის ამოცანაა, დახუროს მისი წინამორბედების შექმნილი ეს კონფლიქტური ზონები და ამაში პუტინი მას, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს.

მაგრამ, როგორც ზემოთნათქვამიდან ჩანს, ტრამპისა და პუტინის და საერთოდ, მსოფლიოს მთავარი პრობლემა ის სტრუქტურაა, რომელმაც ეს კონფლიქტები შექმნა და რომელსაც “სიღრმისეულ სახელმწიფოს” უწოდებენ, ეს “სიღრმისეული სახელმწიფო” და მისი კაცთმოძულე გლობალური მსოფლიო პროექტი. ამ კაცთმოძულე პროექტის ფარგლებში ცდილობენ სწორედ მავანნი ადამიანის გადაქცევას უსახურ ბიოლოგიურ არსებად, რისი მაგალითებიც უკვე მრავლად გვაქვს.

ამის საპირისპიროდ ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგიპროექტიკვლავ ვაქციოთ ამერიკა დიდებულ ქვეყნადსწორედ თავისუფალი და განვითარებული ადამიანის არსებობას გულისხმობს, რადგან უსახურ მონას დიდებული ქვეყნის შექმნა არ შეუძლია. იმავეს ცდილობს რუსეთში ვლადიმერ პუტინი, იმავეს აკეთებს ჩინეთში სი ძინპინი. ამ გაგებით სამივე ერთმანეთის ორგანული მოკავშირეა და ისინი ყველაფერზე შეთანხმდებიან და მოილაპარაკებენ.

ამიტომ ტრამპისა და პუტინის მთავარი შეთანხმება ამ არაადამიანური, სატანისტური გლობალისტური ლიბერალური პროექტის საბოლოო ლიკვიდაციის გეგმა იქნება.

კიდევ და კიდევ და მერამდენედ, ჩვენს, ქართულ რეალობას დავუბრუნდეთ და ჯერ საკუთარ თავს და მერე მთავრობას ვკითხოთ: თქვენ რომელ მხარეს, ვის მხარეს ხართ, ბატონებო?

მომზადებულია სააგენტო iarex.ru მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here