Home რუბრიკები ეკონომიკა გამქრალი 4 მილიარდი და ქართული ეკონომიკის ნანგრევები

გამქრალი 4 მილიარდი და ქართული ეკონომიკის ნანგრევები

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება, ერთის მხრივ, გვიმტკიცებს, რომ კორუფცია დაამარცხა,  მეორეს მხრივ კი  – თვითონვე შიფრავს ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის ახალ  სქემებსგასულ კვირას ორგანიზაციამ “გლობალური ფინანსური ერთიანობა” (GFI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით საქართველოდან ბოლო 10 წლის განმავლობაში არალეგალურად ოთხი მილიარდი დოლარის გადინება მოხდა. ანგარიშში “განვითარებადი ქვეყნებიდან უკანონო ფინანსური ნაკადების გადინების შესახებ” ნათქვამია, რომ საქართველოდან ფინანსური რესურსების გადინება ყოველწიურად დაახლოებით 456-474 მილიონი დოლარის მოცულობით ხდებოდა. ეს თანხა კი ისეთი პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, დამანგრეველია და ნანაგრევებიც სახეზე გვაქვს.
GFI-ის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ, ოფიციალური სტატისტიკის გარდა, არსებობს თანხები, რომლებიც ქვეყნიდან ოფიციალური არხების გვერდის ავლით გაედინება. ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ქვეყნიდან ფულის გადინების არალეგალურ მაჩვენებელში ქართველი ჩინოსნების მიერ ქვეყნის გარეთ გატანილი თანხებიც აისახა. – ბატონო გია, 4 მილიარდი საქართველოსთვის საკმაოდ დიდი თანხაა, თქვენი, როგორც ექსპერტის, აზრით, რამ გამოიწვია ეს?-  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება გამუდმებით გვახსენებს, ქვეყანაში კორუფცია დავამარცხეთო, ამგვარი განცხადებები ნაადრევია. სწორედ ამას მოწმობს ეს კვლევებიც. ეს თანხა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, რომელთაც თავისი ქვენაწილები აქვს. პირველი – ეს არის წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მიერ მოპოვებული შემოსავლები, რაღაც გზებით რომ დატოვა ქვეყანა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად და მეორე – ეს არის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა კორუფციული გზებით მოპოვებული შემოსავლები. დღევანდელი ჩინოვნიკებიც ნაკლებად ენდობიან თავანთი მეცადინეობით “აყვავაებულ” ქვეყანას და ცდილობენ, გარკვეული ფინანსური გარანტიები შეიქმნან მის ფარგლებს გარეთ. ხელისუფლება, ერთის მხრივ, გვიმტკიცებს, რომ კორუფცია დაამარცხა, და, მეორეს მხრივ, ყოველდღე თვითონვე შიფრავს ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის ახალ-ახალ კორუფციულ სქემებს. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევები, კორუფციულია მთლიანად სისტემა. – რამდენად შესაძლებელია ქვეყნიდან თანხის უკვალოდ, ფარულად გატანა და რა საშუალებები არსებობს იმისა, რომ ეს თანხა ოფიციალურად არსად არ დაფიქსირდეს?- თანხის გატანა ისე, რომ არსად არ დაფიქსირდეს, ძალიან რთულია, მაგრამ ამის ერთადერთი და, ასე ვთქვათ, უებარი საშუალება არის ჩემოდნებით ფულის ტარება. თუმცა ესეც თავისთავად გარკვეულ რისკს უკავშირდება. ზოგადად  არალეგალური თანხების გატანის კომფორტული საშუალება არ არსებობს, თუმცა, როგორც ვხედავთ, ამან ხელი ვერ შეუშალა გარკვეულ პირებს, ასე გაეტანათ ქვეყნიდან 4 მილიარდი. ცივილიზებულ ქვეყნებში არადეკლარირებული თანხის გამოყენება პრობლემაა, მაგრამ ეს თანხა როგორღაც ხომ უნდა გამოიყენონ? ამიტომ სხვადასხვა გზებით ახერხებენ ამ ფულის გათეთრებას.- ხომ არ უკავშირდება ეს ფული ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს აფრიკულ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების აქტიურ მცდელობას?- გარკვეულწილად აფრიკულ და არაბულ ქვეყნებში გახშირებული ვიზიტები სწორედ ამ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს არის ბოლო 10 წლის განმავლობაში გადინებული თანხა, ანუ აქ შედის წინა ხელისუფლების მიერ გატანილი თანხაც, პროცენტულად როდის რამდენი იყო, სამწუხაროდ, კვლევებში ეს არ ჩანს.- მსოფლი პრაკტიკას თუ გავიხსენებთ, ხელისუფლების ცვლილების დროს პირველ პირებს ანგარიშებს უყინავენ ან სხვა ხერხით ცდილობენ არალეგალურად მიტაცებული თანხის ქვეყნისთვის დაბრუნებას.- ყველამ უნდა იცოდეს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არალეგალური თანხები მოძრაობს, სისტემური ცვლილების შემთხვევაში, საბედნიეროდ, ქვეყანას აქვს შანსი, ამ თანხების გარკვეული ნაწილი მაინც უკან დაიბრუნოს. ამის უამრავი საერთაშორისო სამართლებრივი და ლეგალური მექანიზმი არსებობს.
თეო ტაბატაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here