Home სხვადასხვა დაიჯესტი 13 ქვეყანას სურს, რუსული C-400 შეიძინოს და უარს ამბობს ამერიკული ანალოგის ყიდვაზე

13 ქვეყანას სურს, რუსული C-400 შეიძინოს და უარს ამბობს ამერიკული ანალოგის ყიდვაზე

971
C-400

სულ ცოტა, 13 ქვეყანას სურს რუსეთისგან საზენიტოსარაკეტო სისტემა C-400-ის შეძენა, _ იუწყება ტელეარხი CNBC სადაზვერვო სამსახურთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. ეს სახელმწიფოები მზად არიან, შეიძინონ რუსული საზენიტოსარაკეტო სისტემები ანალოგიური ამერიკული იარაღის ნაცვლად, აშშის მხრიდან სანქციების დაწესების მუქარის მიუხედავად.

ჩNBჩ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთმა, ყატარმა, ალჟირმა, მაროკომ, ეგვიპტემ, ვიეტნამმა და ერაყმა უკვე იმსჯელეს შესაძლო გარიგებაზე. პენტაგონმა ტელეარხს ურჩია, ამ საკითხზე მიემართა თეთრი სახლისთვის, მაგრამ იქ კომენტარისგან თავი შეიკავეს.

ზაფხულში ზოგიერთი დასავლური გამოცემა იუწყებოდა, რომ, თუ თურქეთი რუსეთისგან შეისყიდდა C-400-ებს, მაშინ მას უარს ეტყოდნენ 100 ერთეული F-35 გამანადგურებლის მიწოდებაზე 10 მლრდ დოლარად. ზაფხულშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა შეიძლება სანქციები დაუწესოს ინდოეთს, თუ ის შეიძენს C-400-ს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის _ რენდალ შრაივერის განცხადებით, თეთრმა სახლმა ინდოეთის მიმართ შეიძლება გამოიყენოს კანონი “აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here