Home სხვადასხვა დაიჯესტი 124-მა გენერალმა ბაიდენის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი შეიტანა

124-მა გენერალმა ბაიდენის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი შეიტანა

187
ბაიდენი ნიღაბს ეძებს

აშშ თავის გადასარჩენად იბრძვის”, _ ამტკიცებენ ამერიკელი გენერლები. და ამაში დამნაშავე ბაიდენიაამერიკელი სამხედროები თავიანთ პრეზიდენტს აღარ ენდობიან: აშშის შეიარაღებული ძალების 124-მა გადამდგარმა გენერალმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ბევრი საწინააღმდეგო რამ თქვეს ახლახან არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, და დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ.

აშშ-ში, ლოკალური არმაგედონია.

აშშ-ში ეპისტოლური, მაგრამ ბუნტია პრეზიდენტის წინააღმდეგ, სამხედროების ბუნტი. ყოფილების, მაგრამ მაინც სამხედროების.

ეს ამბოხია. და ეს ამბოხი არის ლოზუნგებით: “ერი საფრთხეშიადაჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის”.

წერილში გამოთქმულია ბრალდებები დემოკრატიული პარტიის მიმართ _ ის დადანაშაულებულია ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციაში; მასში ნათქვამია თეთრი სახლის ადმინისტრაციის მხრიდან “ამერიკის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევაზე,” ეროვნული გვარდიის დემოკრატების პირად მცველად გამოყენებაზე, ცენზურის გაძლიერებაზე. გამოძიების ფედერალური ბიურო და აშშ-ის უზენაესი სასამართლო კი, გენერლების აზრით, თვალს ხუჭავენ დარღვევებზე. მოკლედ, წერილში ჩამოთვლილია ის დარღვევები, რომლებშიც ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ოპოზიცია ადანაშაულებს ხელისუფლებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა ამბოხებულ ინტელიგენციაზე, რომელსაც შამპანურით შეზარხოშების შემდეგ მოუნდა ხელისუფლების შეცვლა, არამედ ხელისუფლების საწინააღმდეგო წერილს ხელს აწერენ გენერლები, რომლებიც თავს უწოდებენ „Flag Ofticers L America“. რაც უნდა თქვათ ამერიკელ გენერლებზე, მათი უმრავლესობა პრაქტიკული, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ბრძოლებში (დამპყრობლურ, იმპერიალისტურ) გამობრძმედილი პირია.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე აშშ-ში, მისი ფალსიფიცირებული არჩევნების, ამბოხებული შავკანიანების, მათი პოლიტკორექტულობის ბუფონადითა და გარე სამყაროსთან კავშირდაკარგული პრეზიდენტის ფონზე, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, სახელდობრ, არმიას გამოარჩევენ, როგორც ყველაზე მეტად სანდოს. და როგორ და რატომ მოხდა, რომ ამერიკის არმიის გენერლები, თუნდაც გადამდგარნი, ასეთი მწვავე კრიტიკული წერილით გამოვიდნენ?

124-მა გენერალმა ბაიდენის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი შეიტანა

გენერლები, რომლებსაც რცხვენიათ თავიანთი მთავარსარდლის გამო

ღია წერილზე ერთ-ერთმა ხელმომწერმა, გენერალ-მაიორმა ჯო არბაკლმა, რომელიც ვიეტნამში იბრძოდა 50 წლის წინათ, გამოცემა Politico-ს განუცხადა: გადამდგარი გენერლები და ადმირალები, ჩვეულებრივ, არ მონაწილეობენ პოლიტიკურ აქციებში, მაგრამ ვითარება, რომელშიც დღეს აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, საშინელია. ჩვენ შევეჯახეთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეებს, რომლებიც კი ჰქონია ქვეყანას დაფუძნების დღიდან. გაჩუმება დანაშაული იქნებოდა”.

ასე რომ, 124-მა გადამდგარმა გენერალმა თავი მოვალედ ჩათვალა, თვალსაზრისი გამოეთქვა ჯო ბაიდენის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ახლახან შეუსრულდა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 100 დღე. ეს ყველაფერი ამერიკის გარედან კარგად ჩანდა, მაგრამ რიგით ამერიკელებს დღემდე ილუზიებით კვებავდნენ. დღეს კი, გენერლების აზრით, გაჩუმება დამღუპველი იქნება. რატომ? ამ კითხვაზე ისინი თვითონ სცემენ პასუხს:

124-მა გენერალმა ბაიდენის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი შეიტანა

“არ შეიძლება მთავარსარდლის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის იგნორირება. მას უნდა შეეძლოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც ეხება სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ნებისმიერ ადგილას დღისით თუ ღამით. დემოკრატების ცოტა ხნისწინანდელი მოთხოვნები ბირთვული იარაღის კოდების გადაცემის შესახებ ჩვენი უსაფრთხოებისთვის საშიშ სიგნალებს უგზავნის ბირთვული იარაღის მფლობელ ჩვენს მოწინააღმდეგეებს და წინა პლანზე წამოწევს საკითხს _ ვინ არის აქ მთავარი (who is in change). ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს უპირობო დაქვემდებარების წესრიგი”.

ეს ფრაზა, სამმაგი თუ არა, ორმაგი აზრის შემცველია.

პირველი და აშკარა: ბაბუა ბაიდენი ისეთი არაადეკვატურია, რომ სასაცილოა იმ ამერიკელებისთვისაც კი, რომლებსაც ცოტა ხნის წინათ რაღაცის იმედი ჰქონდათ. მაგალითად, რამდენიმე წლის წინათ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტს ნიღაბი დაეკარგა და ეძებდა ყველგან _ ფურცლებში, საქაღალდეებში, დასახმარებლად მოიხმო ცოლი და გარშემო მყოფნი. საბოლოოდ ნიღაბი იპოვეს… ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტის ჯიბეში.

და ეს ხდებოდა საჯაროდ.

მთავარია არა გენერლები წერილით; მთავარია, რა წერია წერილში

გენერლების წერილის ციტატებიდან მეორე აზრი გამომდინარეობს მართლაც პოტენციურად სახიფათო ვითარებიდან, როცა არჩევნებში გამარჯვებულმა, მაგრამ ჯერ კიდევ კანონიერი უფლებების არმქონე დემოკრატების ადმინისტრაციამ (უფრო ზუსტად, მან, ვინც ამ ადმინისტრაციის უკან დგას, რადგან იმ მომენტში აშშის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული) სასწრაფოდ მოითხოვა პროცედურის დაწყება ბირთვული იარაღის კოდების გადაცემის შესახებ. და ეს მოხდა მოქმედი მთავარსარდლის (დონალდ ტრამპის) დროს, რომელიც თეთრი სახლის ახალი უფროსის ინაუგურაციის დღეს ჯერ კიდევ ხელისუფლების სათავეში იყო.

ჩნდება კითხვა: ვის სურდა ბირთვული იარაღის კოდების ხელში ჩაგდება? ვის აქვს ეს კოდები დღეს, თუ მოქმედი უმაღლესი მთავარსარდალი სასტიკად არაადეკვატურია _ არც თავი ახსოვს და არც ის, რომ პრეზიდენტია?

და მესამე აზრი, რომელიც უფრო ღრმა და საშინელია: ვინ მართავს სახელმწიფოს სახელწოდებით ამერიკის შეერთებული შტატები? ვის ემორჩილება სახელმწიფო სისტემა?

თუ ეს გაურკვეველია სხვა ბირთვული სახელმწიფოებისთვის, მაშინ რას უნდა ელოდონ მათგან?

ამ კითხვაზე გენერლებს პასუხი არ აქვთ. სამაგიეროდ, მათ აქვთ ორი კონსტატაცია, რომლებიც მიუთითებს მთავარზე წერილში:

* “ჩვენი ერი საფრთხეშია. ჩვენ, როგორც არასდროს, 1776 წელს დაფუძნებიდან, ვიბრძვით გადარჩენისთვის კონსტიტუციური რესპუბლიკის რანგში”.

* “ჩვენ ვიბრძვით გადასარჩენად კონსტიტუციური რესპუბლიკის რანგში ისე მწვავედ, როგორც არასდროს, 1776 წელს ჩვენი დაარსების მომენტიდან დღემდე; პატიოსანი და სამართლიანი არჩევნების გარეშე, რომელიც ზუსტად ასახავს ხალხის ნებას, ჩვენს კონსტიტუციურ რესპუბლიკას გამოვეთხოვებით”.

ამრიგად: აშშ, გადამდგარი გენერლების აზრით, დღეს გადარჩენის სტადიაზეა, არჩევნები პატიოსანი და სამართლიანი იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ის, რომ დადგა ამერიკის სახელმწიფოსთან დამშვიდობების მომენტი.

თუ, რა თქმა უნდა, მის გადარჩენას არ დაიწყებენ, მაგრამ შეიძლება კი მისი გადარჩენა? ან კიდევ _ გადაარჩენენ მას სამხედროები?

tsangrad.tvზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here