Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 12 ყველაზე ლამაზი საცალფეხო ხიდი მსოფლიოში

12 ყველაზე ლამაზი საცალფეხო ხიდი მსოფლიოში

3085
ხიდი რიალტო

ამ საოცარ ხიდებზე გავლისას შეგიძლიათ დატკბეთ თვალწინ გადაშლილი ულამაზესი ხედებითა და პეიზაჟებით.

პიკ უოლკი, შვეიცარია
პიკ უოლკი, შვეიცარია

პიკ უოლკი, შვეიცარია

ეს საოცარი დაკიდებული ხიდი, რომლის სიგრძე 107 მ-ია, 3000 მ-ის სიმაღლეზე ერთმანეთთან აერთებს შვეიცარიის ალპების ორ მწვერვალს _ Scex Rouge-ს და Clacier-ს.

სპირალი, სინგაპური
სპირალი, სინგაპური

სპირალი, სინგაპური

ადამიანის დნკ-ს მსგავსი 280 მ სიგრძის ხიდის ნახვა სინგაპურში შეიძლება. დაბინდების შემდეგ ხიდ-სპირალზე არაჩვეულებრივ ატმოსფეროს ქმნის კომპიუტერით მართული ფერადი ნათურების ნათება.

ბაგირის ხიდი კარიკ-ა-რიდი, ირლანდია
ბაგირის ხიდი კარიკ-ა-რიდი, ირლანდია

ბაგირის ხიდი კარიკრიდი, ირლანდია

ეს ხიდი, რომელიც ირლანდიელმა მეთევზეებმა ააგეს, 30 მ სიმაღლის უფსკრულის თავზე მდებარეობს.

ბესონის ხიდი, აშშ
ბესონის ხიდი, აშშ

ბესონის ხიდი, აშშ

14 მ სიგრძის ხიდი აგებულია ჩანჩქერ მალტნომაქსის თავზე ორეგონის შტატში.

ხიდი მილენიუმი, ინგლისი
ხიდი მილენიუმი, ინგლისი

ხიდი მილენიუმი, ინგლისი

ეს ხიდი, რომელიც მდინარე ტაინზეა აგებული, ქალაქ გეიტსჰედში მდებარეობს და მსოფლიოში პირველი დახრილი ხიდია. ადგილობრივები ამ ხიდს დიდი სიამოვნებით იყენებენ ფეხით ან ველოსიპედით გასასაირნებლად გეიტსჰედიდან ნიუკასლში და პირიქით.

ციური ხიდი ლანგვავი, მალაიზია
ციური ხიდი ლანგვავი, მალაიზია

ციური ხიდი ლანგვავი, მალაიზია

ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე აგებული მოხრილი ხიდი მწვერვალ გუნუნგ მატ ჩენჩაგამდე მიდის. ხიდიდან, რომლის სიგრძეც 125 მეტრია, ანდამანის ზღვის ულამაზესი ხედები იშლება.

დაკიდებული ხიდი კოკონოე, იუმე, იაპონია
დაკიდებული ხიდი კოკონოე, იუმე, იაპონია

დაკიდებული ხიდი კოკონოე, იუმე, იაპონია

დიდი დაკიდებული ხიდი კოკონოე ამჟამად ყველაზე გრძელ დაკიდებულ ხიდად ითვლება მსოფლიოში. მისი სიგრძე 390 მეტრია, სიმაღლე _ 173. ხიდიდან შეგიძლიათ დაათვალიეროთ თვალწარმტაცი ჩანჩქერები და ტყეები.

ქალის ხიდი, არგენტინა
ქალის ხიდი, არგენტინა

ქალის ხიდი, არგენტინა

ტანგოს მოცეკვავე წყვილის მოძრაობამ უბიძგა არქიტექტორ სანტიაგო კალატრავას ხიდის ასეთი ფორმის ხიდის შექმნისკენ. 160 მ სიგრძის ხიდი ბუენოს-აირესში რიო-დე-პლატაზეა აგებული.

ხიდი რიალტო, ვენეცია
ხიდი რიალტო, ვენეცია

ხიდი რიალტო, ვენეცია

ეს მსოფლიოში ცნობილი ხიდი და ძალიან პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ხიდი რიალტო, რომელიც აგებულია დიდი არხის თავზე, თავდაპირველად ხის იყო, ქვის კონსტრუქცია კი 1588-1591 წლებში ააგეს არქიტექტორ ანტონიო და პონტეს ხელმძღვანელობით.

პონ-დიუ-გარი, საფრანგეთი
პონ-დიუ-გარი, საფრანგეთი

პონდიუგარი, საფრანგეთი

რომაელების მიერ აშენებული ეს ხიდი-აკვედუკი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია. მდინარე გარდონის ნაპირზე აგებული ხიდის სიგრძე 275 მ-ია, სიმაღლე _ 47 მ.

ხიდი ჩენიანი, ჩინეთი
ხიდი ჩენიანი, ჩინეთი

ხიდი ჩენიანი, ჩინეთი

ხიდი ჩენიანი, იგივე წვიმის ხიდი, 1916 წელს ააგეს მდინარე ლინსინზე სანძიანის რეგიონში. აშენებულია ხისა და ქვისგან. ხიდის სიმაღლე 65 მეტრია.

ძველი ხიდი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში
ძველი ხიდი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში

ძველი ხიდი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში

ეს თაღოვანი ხიდი 1566 წელს ააგეს. ბოსნიასა და ხორვატიას შორის ომის პერიოდში, 1993 წელს, ხიდი დაინგრა, აღადგინეს 2004 წელს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here