საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 11,3%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 23,742 ტონა ღვინო გავიდა, ჯამში 73,249 მლნ დოლარის ღირებულების. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ უცხოეთში 82,613 მლნ დოლარის ღირებულების 26 189 ტონა ღვინო გაყიდა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველომ წელს ღვინო 50 ქვეყანაში გაყიდა. ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გავიდა. წელს რუსულ ბაზარზე ღვინის მთლიანი ექსპორტის 61,5% მოვიდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება:
- რუსეთი – 43,413 მლნ დოლარი (14 620 ტონა)
- უკრაინა – 7,991 მლნ დოლარი (2 923 ტონა)
- ჩინეთი – 5,014 მლნ დოლარი (1 294 ტონა)
- პოლონეთი – 4,040 მლნ დოლარი (1 462 ტონა)
- ბელორუსი – 2,192 მლნ დოლარი (693 ტონა)
- ყაზახეთი – 1,770 მლნ დოლარი (572 ტონა)
- ლატვია – 1,471 მლნ დოლარი (476 ტონა)
- ამერიკა – 1,267 მლნ დოლარი (237,4 ტონა)
- გერმანია – 1,087 მლნ დოლარი ( 239 ტონა)
- იაპონია – 528,5 ათასი დოლარი (74,5 ტონა)