მთავარი ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი

10 ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი

294
გააზიარეთ

ფუფუნებას ბევრი წახნაგი აქვს: ზოგი ყიდულობს ძვირად ღირებულ სახლებს, ზოგი თავს ძვირფასი ავტომობილებითა და ტანსაცმლით ინებივრებს, სხვები კი თავს უფლებას აძლევენ, რამდენიმე ათას დოლარად ღირებული პროდუქტებით იკვებონ. ამჯერად  მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ რამდენიმე პროდუქტზე.

 

სოკო

ყველაზე ძვირად ღირებული სოკო არის ტრიუფელი. ამ დელიკატესის ერთი კგ-ის ფასი 2000 ევროს და მეტს აღწევს. ყველაზე გემრიელად მიიჩნევენ იტალიურ თეთრ ტრიუფელს.

ჩაი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ჩაის უწოდებენ დახუნპაოს, რაც ჩინურად “დიდ მოწითალო ხალათს” ნიშნავს. დახუნპაოს იღებენ სულ 6 ბუჩქისგან, რომლებიც იზრდება ცნობილ მონასტერ ტიან სინთან ახლოს. ეს უნიკალური ბუჩქები 350 წლისაა. ყოველ წელს კრეფენ 500 გრამზე ნაკლებ ჩაის, რომლის ფასი 68 ათასი დოლარია (1 კგ-ის).

ხორცი

ყველაზე ძვირად ღირებულ ხორცად ითვლება ძროხის მარმარილოსებრი ხორცი, თანაც _ აუცილებლად იაპონური ძროხა ვაგიუსგან. ამ ძროხას ასი წლის განმავლობაში ამრავლებდნენ მხოლოდ იაპონიაში. აჭმევდნენ საუკეთესო ბალახს და ასმევდნენ ლუდს. ამ ხორცის 1 კგ 1000 დოლარამდე ღირს.

თხილი

ეს არის მაკადამია. ოდესღაც მაკადამია იყო ძირითადი საკვები ავსტრალიელი აბორიგენებისთვის, ამჟამად კი გამორჩეული და ძვირად ღირებული პროდუქტია. 1 კგ მაკადამია 30 დოლარზე მეტი ღირს.

ხიზილალა

ყველაზე ძვირად ღირებული სულაც არ არის შავი ხიზილალალა. ყველაზე ძვირია “ალმასი” _ თართი-ალბინოსის ხიზილალა, რომლის ექსპორტსაც ირანი ეწევა. ამ ხიზილალის 100 გრ, რომელიც ოქროს ქილაშია მოთავსებული, დაახლოებით 2000 დოლარი ღირს.

პური

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პურია Roquefort and Almond Sourdough bread-ი. ეს პური, რომელიც საუკეთესო ხარისხის ფქვილით, ფრანგული ყველით, “როკფარითა” და ნუშით არის დამზადებული, 25 დოლარი ღირს. ამ პურის შეძენა მხოლოდ ლონდონის ბუტიკებში შეიძლება.

რძე

ყველაზე ძვირფას რძედ თაგვის რძე ითვლება. 1 ლ თაგვის რძე 22 ათასი დოლარი ღირს და ამ ოდენობის რძის მისაღებად 4 ათასი თაგვის მოწველაა საჭირო. თაგვის რძეს ფარმაკოლოგიაში იყენებენ.

ყველი

ყველი ფულე, რომელიც დამზადებულია ვირის რძისგან, 1280 დოლარად არის შეფასებული. ეს ყველაზე ძვირად ღირებული ყველია მსოფლიოში.

წყალი

პირველ ადგილს იკავებს წყაროს წყალი Acqua di Cristallo Tributo a modigliani, რომელსაც ეს სახელი ცნობილი იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის, პატივსაცემად უწოდეს. ეს არის ნარევი ფრანგული წყაროს წყლისა კუნძულ ფიჯიდან და ისლანდიის ყინულებიდან აღებულ წყალთან. ოქროს ბოთლში ჩამოსხმული ეს უნიკალური წყალი 60 ათასი დოლარი ღირს (1,25 ლიტრი).

შოკოლადი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული შოკოლადის სახელწოდებაა Chocopologie by Knipschildt-ი, რომელსაც ამერიკული ფირმა Knipschildt Chocolatier-ი ამზადებს. ამ შავი შოკოლადის 450 გრამი 2 600 დოლარი ღირს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here