Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე საოცარი პლაჟი მსოფლიოში

10 ყველაზე საოცარი პლაჟი მსოფლიოში

1883
პლაჟი ბენაგილი, პორტუგალია

გაეცანით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე საოცარ პლაჟებს. მათგან ზოგიერთი ადამიანის მოღვაწეობის შედეგად შეიქმნა, ზოგს კი შეიძლება ბუნების სასწაულო ვუწოდოთ.

  1. პლაჟი ბენაგილი, პორტუგალია

პლაჟი ბენაგილი პორტუგალიის სამხრეთში, კურორტ ალგარვესთან ახლოს მდებარეობს. იქ ჩადიან მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფოტოგრაფები, რომანტიკოსები, შეყვარებულები, რათა დატკბნენ გამოქვაბულ ალგარვეს ფანტასტიკური სილამაზით. იქ მხოლოდ ზღვით შეიძლება მოხვედრა. გამოქვაბულს აქვს თაღოვანი შესასვლელი, რომლის გუმბათშიც არის დიდი ნახვრეტი. ამ ნახვრეტიდან შემოჭრილი მზის სხივები პლაჟს ანათებს და უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის.

დამალული პლაჟი, მექსიკა
დამალული პლაჟი, მექსიკა
  1. დამალული პლაჟი, მექსიკა

მექსიკის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული კუნძულ მარიეტას დამალულ პლაჟს დედამიწის ერთ-ერთ თვალწარმტაც ადგილად მიიჩნევენ.

1900-იანი წლების დასაწყისში მექსიკის მთავრობა კუნძულს სამხედრო ექსპერიმენტებისთვის იყენებდა. სულ რამდენიმე წელია, ამ კუნძულს არსებობა შეიტყვეს ტურისტებმა, რომლებმაც იქ აღმოაჩინეს შესანიშნავი პლაჟი, გარშემორტყმული კლდოვანი წარმონაქმნებით. იქ მოსახვედრად მოკლე გვირაბის გავლაა საჭირო.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების მეშვეობით ამ პლაჟის შესახებ მსოფლიომ შეიტყო, თაყვანისმცემლებმა კი მას ახალი რომანტიკული სახელი დაარქვეს _ Playa De Amor-ი, ანუ სიყვარულის პლაჟი.

ვარდისფერი პლაჟი, ბაჰამის კუნძულები
ვარდისფერი პლაჟი, ბაჰამის კუნძულები
  1. ვარდისფერი პლაჟი, ბაჰამის კუნძულები

ბაჰამის კუნძულები შესანიშნავი ადგილია ტურისტებისთვის. არქიპელაგიის ერთ-ერთ კუნძულზე კი ტურისტებს ელით დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ეს ადგილია პლაჟი ვარდისფერი ქვიშით. ვარდისფერი პლაჟი კუნძულ ჰარბორის სანაპიროს 5 კმ-ზეა გადაჭიმული. ამ უჩვეულო ფერს პლაჟს აძლევს მოლუსკების ნიჟარები და მარჯნის ნარჩენები, რომლებიც ქვიშაშია არეული. პლაჟის გასწვრივ გრანდიოზული შენობების აგება აკრძალულია, პეიზაჟს მხოლოდ მაღალი პალმები და დამსვენებელთა შეზლონგები ამშვენებს. ჟურნალმა “ფორბსმა” ამ ადგილს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პლაჟის ტიტული მიაკუთვნა.

მინის პლაჟი, კალიფორნია
მინის პლაჟი, კალიფორნია
  1. მინის პლაჟი, კალიფორნია

კალიფორნიის სანაპიროს ერთ-ერთ პლაჟზე, ფორტ-ბრეგის რაიონში დიდი ხნის წინათ იყო საყოფაცხოვრებო ნარჩენების, მინისა და დამტვრეული ავტომობილების ნაგავსაყრელი. დროთა განმავლობაში ნაგვის ნაწილი აიღეს, ნაწილი დაწვეს, ბოთლებისა და მინის ნამსხვრევები კი დარჩა. წყნარმა ოკეანემ წლების განმავლობაში მათი ბასრი კუთხეები დააბლაგვა და პლაჟზე მინის ნამსხვრევებმა, რომლებიც ძვირფას ქვებს დაემსგავსა, ნაირფერად დაიწყო ბზინვა.

ტაძრების პლაჟი, ესპანეთი
ტაძრების პლაჟი, ესპანეთი
  1. ტაძრების პლაჟი, ესპანეთი

პლაჟი Praia das Catedrais-ი ქალაქ რიბადეოსთან (ლუგოს პროვინცია, გალისია) მდებარეობს. მისი უჩვეულო დასახელება მომდინარეობს კლდოვანი წარმონაქმნებისგან, რომლებიც ძალიან ჰგავს გოთიკური ტაძრების გუმბათებს. ოკეანის უკუქცევის მომენტში შეძლებთ დიდებულ კლდოვან დერეფანში ხეტიალს და იმ გამოქვაბულების დათვალიერებას, რომლებსაც მოქცევისას წყალი ფარავს.

პლაჟი კოეკოჰე, ახალი ზელანდია
პლაჟი კოეკოჰე, ახალი ზელანდია
  1. პლაჟი კოეკოჰე, ახალი ზელანდია

კოეკოჰეს _ ახალზელანდიური პლაჟის მთავარი ღირსშესანიშნაობა უზარმაზარი მრგვალი ფორმის ლოდებია. მეცნიერთა აზრით, ეს ლოდები სანაპირო ზოლის დაახლოებით 60 მლნ წლის წინათ დაწყებული ეროზიის შედეგად წარმოიქმნა. ზოგიერთი ფანტაზიორი კი მიიჩნევს, რომ ეს დინოზავრების გაქვავებული კვერცხებია.

შავი პლაჟი პუნალუუ, ჰავაი
შავი პლაჟი პუნალუუ, ჰავაი
  1. შავი პლაჟი პუნალუუ, ჰავაი

ეს პლაჟი, რომელიც ჰავაის ეროვნულ პარკსა და პატარა ქალაქ ნაალეჰუს შორის მდებარეობს, მსოფლიოში ყველაზე შავ პლაჟად ითვლება. ვულკანური მასისგან, ბაზალტისგან შექმნილი ადგილი შემოსაზღვრულია ქოქოსის პალმებით. პუნალუუდან ქვიშის სუვენირად წაღება აკრძალულია.

ატოლი ვაადჰუ, მალდივის კუნძულები
ატოლი ვაადჰუ, მალდივის კუნძულები
  1. ატოლი ვაადჰუ, მალდივის კუნძულები

ამ პლაჟზე ყოფნისას ადამიანს ეჩვენება, რომ თითქოს არ არსებობს ზღვარი ცასა და ზღვას შორის. მზის ჩასვლის შემდეგ მირიადი პაწაწინა ვარსკვლავი ინთება სანაპირო ზოლის წყლის ზედაპირზე _ ეს არის ბიოლუმინესცენცია _ ძალიან ლამაზი მოვლენა, როცა ცოცხალი მიკროორგანიზმები (ფიტოპლანქტონები) რეაგირებენ ჟანგბადზე და თავიანთ ენერგიას მსუბუქ სინათლედ გარდაქმნიან.

ნიჟარების პლაჟი, ავსტრალია
ნიჟარების პლაჟი, ავსტრალია
  1. ნიჟარების პლაჟი, ავსტრალია

ნახევარკუნძულ პერონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ეს პლაჟი 60 კმ-ის სიგრძისაა. ის ქვიშის ნაცვლად ტრილიონობით თეთრი ნიჟარითაა დაფარული _ პაწაწინა მოლუსკების _ Fragum Erugatum-ების გარსით. ყურეში წყალი ძალიან მარილიანია და ამიტომ სხვა ორგანიზმებმა ვერ გაიხარეს, სამაგიეროდ მოლუსკები გამრავლდნენ.

პლაჟი მაჰო, სენ-მარტენი
პლაჟი მაჰო, სენ-მარტენი
  1. პლაჟი მაჰო, სენმარტენი

კარიბის ზღვის კუნძულ სენ-მარტენზე ჩასულ ტურისტებს საოცარი სანახაობა ელით: აქ თვითმფრინავები პირდაპირ დამსვენებლების თავზე ფრენენ. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ბოლო მაჰოსთან მთავრდება.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here