Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე საოცარი არქეოლოგიური აღმოჩენა

10 ყველაზე საოცარი არქეოლოგიური აღმოჩენა

4703
უძველესი ქიმიური იარაღი

არქეოლოგი ყველაზე აღმაფრთოვანებელი პროფესია შეიძლება არ არის, მაგრამ ამ პროფესიის ადამიანები ზოგჯერ შთამბეჭდავი მომენტების მომსწრენი არიან. რა თქმა უნდა, ისინი ყოველდღე ვერ პოულობენ ისტორიულ ნივთებს, აკლდამებსა თუ მუმიებს, მაგრამ პერიოდულად აღმოაჩენენ ხოლმე ხან მიწისქვეშა ქალაქს, ხან იდუმალ ჩონჩხს და .. გთავაზობთ ყველაზე განსაცვიფრებელ არქოლოგიურ აღმოჩენებს კაცობრიობის ისტორიაში.

უძველესი ქიმიური იარაღი

1933 წელს არქეოლოგი რობერ დუ მესნილ დუ ბიუსონი რომაელებსა და სპარსელებს შორის ბრძოლის ველზე გათხრებს აწარმოებდა და ქალაქის ქვეშ გვირაბები აღმოაჩინა. ამ გვირაბებში არქეოლოგმა იპოვა 19 რომაელი ჯარისკაცის ნეშტი, რომლებიც, ჩანდა, სიკვდილის მომენტში რაღაც საშინელისგან გაქცევას ცდილობდნენ; აგრეთვე, სპარსი ჯარისკაცის ნეშტი, რომელსაც ხელი მკერდზე ჰქონდა მიდებული. ექსპერტთა აზრით, რომაელებმა, როდესაც შეიტყვეს, რომ მათი ქალაქის ქვეშ სპარსელები გვირაბს თხრიდნენ, თვითონ დაიწყეს გვირაბის გათხრა კონტრდარტყმის მოსამზადებლად. სპრსელები მიხვდნენ რომაელების განზრახვას და მათ ხაფანგი დაუგეს. როგორც კი რომაელები ჩავიდნენ გვირაბში, იქ დახვდათ ცხელი გოგირდი და ბიტუმი, რომელთა ნაერთი, როგორც ცნობილია, ფილტვებში მოხვედრისას შხამად იქცევა.

ვოინიჩის მანუსკრიპტი
ვოინიჩის მანუსკრიპტი

ვოინიჩის მანუსკრიპტი

მას მსოფლიოში ყველაზე იდუმალ მანუსკრიპტს უწოდებენ. შექმნილია XV საუკუნის დასაწყისის იტალიაში. გვერდების დიდი ნაწილი ბალახების ნაყენების რეცეპტებს უკავია, მაგრამ წარმოდგენილი მცენარეებიდან არც ერთი არ შეესაბამება დღემდე ცნობილ მცენარეებს, ხოლო გაშიფრვა ენისა, რომლითაც დაწერილია მანუსკრიპტი, მეცნიერებმა დღემდე ვერ მოახერხეს. მანუსკრიპტს ვოინიჩის სახელი ეწოდა იმის გამო, რომ ის ცნობილმა ანტიკვარმა ვილფრედ ვოინიჩმა შეიძინა 1912 წელს.

დიკვისის ქვის ბურთები
დიკვისის ქვის ბურთები

დიკვისის ქვის ბურთები

მათ კოსტა-რიკის ქვის ბურთებსაც უწოდებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს პეტროსფეროები, რომლებიც თითქმის იდეალურ ბურთებს წარმოადგენს და წყნარ ოკეანესთან მდინარე დიკვისის შესართავთან იპოვეს, დაახლოებით ათასი წლის წინათ არის გამოკვეთილი, მაგრამ ვერავინ ამბობს, რისთვის შექმნეს ისინი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ქვის ბურთები პლანეტების სიმბოლოები იყო ან ტომები იყენებდნენ ტერიტორიების საზღვრის აღსანიშნავად. პარამეცნიერთა ვარაუდით კი, ეს სფეროები კოსმოსიდან მოსული უცხოპლანეტელების შექმნილია.

ტროა
ტროა

ტროა

ტროა _ ეს არის ქალაქი, რომელიც განთქმულია, როგორც თავისი ისტორიითა და ლეგენდებით, ისე არქეოლოგიური აღმოჩენებით. ტროა მდებარეობდა ანატოლიაში, თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. 1865 წელს ინგლისელმა არქეოლოგმა ფრენკ კალვერტმა ველზე, რომელიც მან გისარლიყში იყიდა, იპოვა ტრანშეა. 1868 წელს მდიდარმა ბიზნესმენმა და არქეოლოგმა ერიხ შლიმანმაც დაიწყო გათხრები ამ ადგილებში. შედეგად მათ იპოვეს ნანგრევები ამ უძველესი ქალაქისა, რომელმაც მრავალი საუკუნე იარსება და ლეგენდად ითვლებოდა.

ანდიკიტირას მექანიზმი
ანდიკიტირას მექანიზმი

ანდიკიტირას მექანიზმი

ეს მექანიზმი XX საუკუნის დასწყისში იპოვეს ბერძნულ კუნძულ ანდიკიტირასთან ჩაძირულ გემზე. მოწყობილობას, რომელიც 2000 წლისაა, მსოფლიოში პირველ კალკულატორად მიიჩნევენ. მონაცემების შეყვანის შემდეგ მას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს მზის, მთვარისა და მზის სისტემის პლანეტების მდებარეობა. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც კამათობენ ამ მექანიზმის გამოყენების საკითხზე, მისი არსებობა ამტკიცებს, რომ ადამიანები 2000 წლის წინათაც აღწევდნენ წარმატებებს მექანიკურ ინჟინერიაში.

ნასკას გეოგლიფები
ნასკას გეოგლიფები

ნასკას გეოგლიფები

ეს ხაზები რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში არქეოლოგებს, პრაქტიკულად, ფეხქვეშ ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ 1900-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს. მათი დანახვა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლიდან. ამ ხაზების შემქმნელებზე ბევრი ვერსია არსებობს _ უცხოპლანეტელით დაწყებული, ტექნიკურად განვითარებული ცივილიზაციით დასრულებული, მაგრამ მიზეზი, რატომ დახატეს ეს უზარმაზარი გეოგლიფები, ჯერჯერობით უცნობია.

როზეტის ქვა
როზეტის ქვა

როზეტის ქვა

როზეტის ქვა 1799 წელს ნაპოლეონის არმიის ფრანგმა ჯარისკაცმა იპოვა ეგვიპტის ქალაქ როზეტაში (ელ-რაშიდში). როზეტის ქვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენად და მთავარ წყაროდ ითვლება ეგვიპტური იეროგლიფების გაგების საქმეში. ის ფრაგმენტია დიდი ქვისა, რომელზეც დაწერილია მეფე პტოლომეუს V-ის (ჩვ. წ. აღ-მდე დაახლოებით 200 წელი) ბრძანებულება ეგვიპტური იეროგლიფების, დემოტური და ძველბერძნული დამწერლობების გამოყენებით.

პირი-რეისის რუკა
პირი-რეისის რუკა

პირირეისის რუკა

ეს რუკა შექმნილია 1500-იანი წლების დასაწყისში. მასზე განსაკუთრებული სიზუსტით არის გამოსახული სამხრეთი ამერიკა, ევროპა და აფრიკა. ვარაუდობენ, რომ ის სხვა რუკების ფრაგმენტებით შეადგინა გენერალმა და კარტოგრაფმა პირი რეისმა (აქედან მოდის რუკის სახელი).

გიობეკლი-თეფე
გიობეკლი-თეფე

გიობეკლითეფე

ეს არის ტაძრის კომპლექსი, რომელიც მდებარეოს ქალაქ ედესიდან (საბერძნეთი) 8, ხოლო ორენჯიკიდან (თურქეთი) 2,5 კმ-ში. თავდაპირველად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს მხოლოდ ქვებია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უძველესი დასახლება, რომელიც 1994 წელს აღმოაჩინეს. დასახლება შექმნილია 9000 ათასი წლის წინათ, პირამიდებზე გაცილებით ადრე.

საქსაიუამანი
საქსაიუამანი

საქსაიუამანი

ქალაქ კუსკოს კედლით შემოსაზღვრული ეს კომპლექსი ინკების იმპერიის დედაქალაქის ნაწილი იყო. კედლები საოცარი სიზუსტითაა აგებული _ ქვები ისე მჭიდროდ დევს ერთმანეთზე, რომ მათ შორის თმის ღერის გაძვრენაც კი შეუძლელია.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here