მთავარი ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყანა

10 ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყანა

1744
გააზიარეთ

სახელმწიფო ვალის ტვირთის სიდიდე განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი არის ვალი პროცენტულად ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მიმართ. რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, შეუძლია უფრო მეტ ვალს მოემსახუროს.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2017 წლის აპრილის მონაცემებით, 2016 წლის 31 დეკემბერს ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი იაპონიას ჰქონდა, მშპ-ის 239%, რაც დოლარებში 11 ტრილიონია. მეორეზეა საბერძნეთი, მშპ-ის მიმართ 181%-ით, დოლარებში კი მისი ვალი 335 მილიარდი დოლარია.

თუ ვნახავთ მხოლოდ ნომინალურ გამოსახულებაში (დოლარებში), მსოფლიოში ყველაზე მეტი სახელმწიფო ვალი აშშ-ს აქვს, მისი დავალიანება 20 ტრილიონ დოლარს უახლოვდება, თუმცა, მშპ-ს მიმართ 107%-ია.

სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო ვალი 2016 წლის ბოლოს მშპ-ის 45% იყო.

10 ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყნა:

  1. იაპონია (ვალი მშპ-ის მიმართ 239%)
  2. საბერძნეთი (ვალი მშპ-ის მიმართ 181%)
  3. ლიბანი (ვალი მშპ-ის მიმართ 143%)
  4. კაბო ვედრე (ვალი მშპ-ის მიმართ 134%)
  5. იტალია (ვალი მშპ-ის მიმართ 133% )
  6. პორტუგალია (ვალი მშპ-ის მიმართ 130%)
  7. ერიტრეა (ვალი მშპ-ის მიმართ 126% )
  8. გამბია (ვალი მშპ-ის მიმართ 116% )
  9. მოზამბიკი (ვალი მშპ-ის მიმართ 115% )
  10. იამაიკა (ვალი მშპ-ის მიმართ 115% )

 

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here