მთავარი ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე გამორჩეული და ლამაზი ჩანჩქერი მსოფლიოში

10 ყველაზე გამორჩეული და ლამაზი ჩანჩქერი მსოფლიოში

877
გააზიარეთ
იაგასუ, ბრაზილია არგენტინა

თუ ამ პლანეტაზე არსებობს მაგია, მაშინ ის არის წყალში”, _ წერდა ცნობილი ამერიკელი ესეისტი, ანთროპოლოგი და ნატურალისტი ლორენ აიზლი. და მართლაც _ საკმარისია, ამ აღმაფრთოვანებელი ჩანჩქერებიდან ერთერთი ნახოთ, რომ დარწმუნდეთ ამერიკელი ესეისტის ნათქვამის მართებულობაში.

საზერლენდი, ახალი ზელანდია
საზერლენდი, ახალი ზელანდია
  1. საზერლენდი, ახალი ზელანდია

საზერლენდი ოკეანეთში ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. მისი სიმაღლე 580 მ-ს შეადგენს. ჩანჩქერი მდებარეობს ახალი ზელანდიის ერთ-ერთ თვალწარმტაც ადგილას _ ფიორლენდის ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია.

ჩანჩქერი საზრდოობს მთის ტბიდან, რომლიდანც წყალი ჩაედინება მდინარე არტერში და სამხრეთი ალპების წვეროდან მძლავრი ნაკადით ეშვება ქვემოთ.

დეტიფოსი, ისლანდია
დეტიფოსი, ისლანდია
  1. დეტიფოსი, ისლანდია

ისლანდია განთქმულია მშვენიერი ჩანჩქერებით, ტბებით, გეიზერებითა და მყინვარებით. ისლანდიის ერთ-ერთი ლამაზი და ცნობილი ჩანჩქერია დეტიფოსი _ ევროპის ყველაზე მძლავრი ჩანჩქერი. მდებარეობს ნაციონალურ პარკ იიოკიულსაურგლიუვიურის ტერიტორიაზე და მდინარე იიოკიულსაურგლიუვიურის გაგრძელებაა.

დეტიფოსის სიგანე 100 მეტრია, სიმაღლე _ 44 მ (8 მ-ით დაბალია ნიაგარაზე).

გულფოსი, ისლანდია
გულფოსი, ისლანდია
  1. გულფოსი, ისლანდია

გულფოსი (ნიშნავს “ოქროს ჩანჩქერს”) მდებარეობს ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში, მდინარე ჰვიტას ხეობაში. ეს არის უზარმაზარი ჩანჩქერი, რომელსაც უნიკალური ფორმა აქვს. მას ქმნის სამი განცალკევებული დონე და ორი კასკადი. ზედა დონის სიმაღლე 11 მ-ია, ქვედასი _ 21 მ. ხეობის სიღრმე 70 მ-ს შეადგენს.

კაიეტური, გაიანა
კაიეტური, გაიანა
  1. კაიეტური, გაიანა

კაიეტური მსოფლიოში ერთ-ერთ მძლავრ და ლამაზ ჩანჩქერად ითვლება. მდებარეობს გაიანაში (სამხრეთი ამერიკა), მდინარე პოტაროზე.

სიმაღლე 226 მეტრია, დაახლოებით 5-ჯერ მეტი ნიაგარაზე და 2-ჯერ მეტი ვიქტორიზე.

იოსემიტი, კალიფორნია
იოსემიტი, კალიფორნია
  1. იოსემიტი, კალიფორნია

იოსემიტი კალიფორნიაშია (აშშ), ამავე სახელწოდების ნაციონალურ პარკში. ეს ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ჩრდილოეთ ამერიკაში და მეოცეა მსოფლიოში. იოსემიტის სიმაღლე 739 მ-ია.

ანხელი, ვენესუელა
ანხელი, ვენესუელა
  1. ანხელი, ვენესუელა

ანხელი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. მისი სიმაღლე 979 მ-ს შეადგენს, სიგანე _ 107 მ-ს. სახელი ეწოდა მფრინავ ჯეიმს ეინჯელის პატივსაცემად, რომელმაც ჩანჩქერს 1944 წელს გადაუფრინა. ანხელი მდებარეობს ვენესუელის ტროპიკულ ტყეებში, კანაიამას ნაციონალურ პარკში. ჩანჩქერი გადმოდის მთა აუიანტეპუის მწვერვალიდან. წყლის დაცემის სიმაღლე ისეთი დიდია, რომ მიწამდე მხოლოდ ღრუბელი აღწევს.

სასტავცი, ხორვატია
სასტავცი, ხორვატია
  1. სასტავცი, ხორვატია

სასტავცი ყველაზე დიდი და ლამაზი ჩანჩქერია ხორვატიის “პლიტვიცკის ტბების” ეროვნულ პარკში.

ფირუზისფერი გამჭვირვალე წყალი 72 მ სიმაღლიდან ეცემა.

ნიაგარა, აშშ-კანადა
ნიაგარა, აშშ-კანადა
  1. ნიაგარა, აშშკანადა

ეს ჩანჩქერი მდებარეობს მდინარე ნიაგარაზე, რომელიც აშშ-ის 5 დიდი ტბიდან 4-ის წყლით საზრდოობს. ნიაგარას, მის მიერ გატარებული დიდი მოცულობის წყლის გამო, ყველაზე მძლავრ ჩანჩქერად მიიჩნევენ ჩრდილოეთ ამერიკაში.

ნიაგარა _ ეს არის სამი ჩანჩქერი: ამერიკული ჩანჩქერი (ამერიკის მხრიდან), 20-მეტრიანი ჩანჩქერი ფატა და ჩანჩქერი-ნალი, ანუ კანადის ჩანჩქერი. ნიაგარას სიმაღლე 52 მ-ს შეადგენს, საერთო სიგრძე 1150 მ-ია, მათგან 323 მ ამერიკული ჩანჩქერის სიგრძეა, 792 მ _ კანადური ჩანჩქერის.

ვიქტორია, ზამბია, ზიმბაბვე
ვიქტორია, ზამბია, ზიმბაბვე
  1. ვიქტორია, ზამბია, ზიმბაბვე

ვიქტორია მსოფლიოს ულამაზესი ჩანჩქერია. ის შოტლანდიელმა მოგზაურმა, აფრიკის მკვლევარმა დევიდ ლივინგსტონმა აღმოაჩინა 1855 წელს. ჩანჩქერი ვიქტორია მდინარე ზამბეზიზე მდებარეობს, სიგანე 1800 მეტრია, სიმაღლე 107 მ. ხეობის ფსკერზე წუთში ასობით მილიონი ლიტრი წყალი ხმაურით ეხეთქება. ჩანჩქერის ხმაური 20-30 კმ-ის მანძილზე ისმის. ჩანჩქერი ვიქტორია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია.

  1. იგუასუ, ბრაზილიაარგენტინა

იგუასუ 275 ჩანჩქერისგან შედგება, საერთო სიგანე 3 კმ-ზე მეტია. იგუასუ, რომელსაც ქმნის ორი მდინარე _ იგუასუ და პარანა, მდებარეობს ბრაზილიასა და არგენტინის საზღვარზე.

ეს არის უნიკალური ადგილი, რომელსაც ადგილობრივმა ინდიელებმა თავიანთ ენაზე “დიდი წყალი” (“იგუასუ”) უწოდეს. ევროპელთაგან კი 1541 წელს პირველმა აღმოაჩინა კონკისტადორმა დონ ალვარო ნუნიეს კასერომ.

ჩანჩქერ იგუასუს ბევრი მიიჩნევს მსოფლიოს მერვე საოცრებად, მის სანახავად ყოველწლიურად არგენტინასა და ბრაზილიაში ასიათასობით ტურისტი ჩადის.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here