მთავარი ყველაზე ყველაზე 10 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი მსოფლიოში

10 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი მსოფლიოში

433
გააზიარეთ
ჰარვარდის უნივერსიტეტი

უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგების ცენტრის (The Center for World University Rankings) მიერ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებულ 2019-2020 წლების მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1073- ადგილი დაიკავა, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა _ 1549- (სიაში სულ 2000 უნივერსიტეტი მოხვდა).

CWUR-ის სარეიტინგო შეფასებები არ ეყრდნობა გამოკითხვის ანკეტების შედეგებს. ეს ორგანიზაცია დამოუკიდებლად ცდილობს, მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია. რეიტინგის შედგენისას გამოყენებული იყო შემდეგი მონაცემები: განათლების ხარისხი (შეჯიბრებებში გამარჯვებული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით); კურსდამთავრებულთა დასაქმება (კურსდამთავრებულთა მიერ დიდ კომპანიებში ხელმძღვანელი პოსტების დაკავების რაოდენობის მიხედვით); მასწავლებელთა ცოდნის დონე (საერთაშორისო ჯილდოების რაოდენობის მიხედვით); თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული წერილების საერთო რაოდენობა; წამყვან ჟურნალებში გამოქვეყნებული წერილების რაოდენობა; სამეცნიერო სფეროში გავლენა და ნაშრომების ციტირების რაოდენობა.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული კი ასეთია:

ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ)

ჰარვარდის უნივერსიტეტი ყველაზე ძველია ამერიკის შეერთებულ შტატებში _ დაარსებულია 1636 წელს. სახელი ეწოდა ცნობილი ინგლისელი მისიონერისა და ფილანტროპის _ ჯონ ჰარვარდის პატივსაცემად. აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი შემოწირულობების ფონდი. ჰარვარდის უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი). ამ უნივერსიტეტში სწავლობდა 40-ზე მეტი ნობელიანტი, აგრეთვე, ბევრი სახელგანთქმული პოლიტიკოსი და ბიზნესმენი; მაგალითად, თეოდორ რუზველტი, ბარაკ ობამა, ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტ
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ)

ეს უმაღლესი სასწავლებელი მსოფლიოს ლიდერია ზუსტი მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. სწორედ აქ მიმდინარეობს მოწინავე კვლევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. დაარსდა 1861 წელს კემბრიჯში (ბოსტონის გარეუბანი, მასაჩუსეტსის შტატი). მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა ნობელის პრემიის 81 ლაურეატი.

სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)

სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)

დაარსდა 1891 წელს განათლებული ადამიანების აღზრდისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. უნივერსიტეტის კორპუსები განლაგებულია ქალაქ პალო-ალტოსთან (სან ფრანცისკოს სამხრეთით) ახლოს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის ბევრია ნოვატორი და გამომგონებელი, რომელთა იდეებსაც კაცობრიობა იყენებს, აგრეთვე, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი: “მაიკროსოფტის” დირექტორი სტივ ბალმერი; გუგლის დამფუძნებლები სტივ მარინი და ლოურენს პეიჯი; აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი.

კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)

კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)

ეს უნივერსიტეტი 1209 წელს არის დაარსებული (დიდ ბრიტანეთში სიძველით მეორეა ოქსფორდის უნივერსიტეტის შემდეგ). ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ დაიკვეხნის მის კედლებში აღზრდილი იმდენი ნობელის ლაურეატით, რამდენიც კემბრიჯში აღიზარდა _ 88. აქ სწავლობდნენ ცნობილი მეცნიერები: ისააკ ნიუტონი და ფრენსის ბეკონი, აგრეთვე, ლიტერატორები: ალან მილნი, უილიამ თეკერეი, ჯონ პრისტლი და სხვ.

ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)

ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)

ერთ-ერთი ძველი უნივერსიტეტია მსოფლიოში. დაარსდა 1096 წელს, ეს უმაღლესი სასწავლებელი ბრიტანული განათლების სისტემის სიამაყეა.

ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდნენ მწერალი და მეცნიერი ლუის კეროლი, მწერალი ჯონ ტოლკინი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრები: მარგარეტ ტეტჩერი და ტონი ბლერი.

 

კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ)
კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ)

კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ)

ეს უნივერსიტეტი დაარსდა 1754 წელს. მდებარეობს მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. მრავალ სფეროში აღზარდა ნიჭიერი ადამიანები. მათ შორის არის 43 ნობელიანტი, 123 _ პულიტცერის პრემიის ლაურეატი, აშშ-ის 3 პრეზიდენტი: ფრანკლინ რუზველტი, დუაიტ ეიზენჰაუერი და ბარაკ ობამა, აგრეთვე, 20 მილიარდერი.

პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ)
პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ)

პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ)

ამერიკის ერთ-ერთი ძველი უნივერსიტეტი ბრწყინვალე რეპუტაციით. იზიდავს ნიჭიერ სტუდენტებსა და მასწავლებლებს მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან. დაარსებულია 1746 წელს ქალაქ პრინსტონში (ნიუ-ჯერსის შტატი). ამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდნენ: ვუდრო ვილსონი, მსახიობი ბრუკ შილდსი, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა.

კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ)
კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ)

კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ)

აშშ-ის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერკლიში. ითვლება საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტად მსოფლიოში. დაარსებულია 1868 წელს. აქ ამზადებენ საუკეთესო ით-ტექნოლოგიის სპეციალისტებს, აგრეთვე, ფიზიკოსებსა და ეკონომისტებს. ამ სასწავლებლის ქიმიკოსებმა აღმოაჩინეს პლუტონიუმი, ბერკლიუმი, სიბორგიუმი და კალიფფორნიუმი. ნობელიის პრემიის 104 ლაურეატი სხვადასხვა დროს დაკავშირებული იყო ამ უნივერსიტეტთან.

პენსილვანიის უნივერსიტეტი (აშშ)
პენსილვანიის უნივერსიტეტი (აშშ)

პენსილვანიის უნივერსიტეტი (აშშ)

პენსილვანიის უნივერსიტეტი დააარსა ბენჯამინ ფრანკლინმა 1740 წელს ქალაქ ფილადელფიაში.

პენსილვანიის უნივერსიტეტთან დაკავშირებული არიან ცნობილი ადამიანები: აშშ-ის პრეზიდენტები _ უილიამ ჰარისონი და დონალდ ტრამპი. ეს სასწავლებელი დაამთავრეს ცნობილმა მეწარმემ ილონ მასკმა და მილიარდერმა უორენ ბაფეტმა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ)
ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ)

ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ)

ეს არის ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც აღზარდა ნობელის პრემიის 87 ლაურეატი. მათ შორის 17-მა თავიანთი კვლევები ჩიკაგოს უნივერსიტეტის კედლებში ჩაატარეს. ჩიკაგოს უნივერსიტეტი დაარსდა 1890 წელს. მისი კორპუსები განლაგებულია ჩიკაგოს ჰაიდ-პარკში, ტბა მიჩიგანთან ახლოს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here