Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 რისკფაქტორი, რის წინაშეც დგას მსოფლიოს გეოპოლიტიკა 2017 წელს

10 რისკფაქტორი, რის წინაშეც დგას მსოფლიოს გეოპოლიტიკა 2017 წელს

2177
დონალდ ტრამპი, ხი ჯინპინგი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მსოფლიოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა სწრაფად იცვლება, რაც წარმოშობს ახალ რისკებს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „ამერიკა უპირველესად“ ხედვა და ჩრდილოეთ კორეის აგრესიული გეგმები, შესაძლოა ახალი გლობალური კონფლიქტების მაპროვოცირებელი, მთავარი მიზეზი გახდეს საერთაშორისო ურთიერთობებში.


ევრაზიის ახალ ანგარიშში ნათქვამია: “2017 წელს ჩვენ შევედით გეოპოლიტიკური რეცესიის პერიოდში. ეს წელი აღინიშნება ყველაზე არასტაბილური პოლიტიკური  გარემოთი. ახლაც ბოლომდე ვერ ხერხდება მსოფლიო ბაზრებზე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. მაგრამ ასეთი მოცემულობა გვაძლევს საშუალებას  გავიაზროთ და გავაანალიზოთ ჩვენს წინაშე არსებული რისკები, შევსუსტოთ ისინი და  საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური არქიტექტურის შენება დავიწყოთ ახალი ძალებით“. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ ახალმა რეალობამ არ უნდა გაზარდოს “გეოპოლიტიკური დეპრესია”, რომელიც იწვევს შემდგომში ახალ კონფლიქტებს ქვეყნებს შორის და  მთავრობების დაქცევას.

“საქართველო და მსოფლიო” წარმოგიდგენთ, 10 რისკობრივ გარემოებას, რის წინაშეც დგას მსოფლიოს გეოპოლიტიკა 2017 წელს:

  1. აშშ-ის ბრაძოლა ჰეგემონიისათვის – ახალი ძალები და ტაქტიკა

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ თეთრი სახლის ადმინისტრაცია შეუდგა ახალი პრეზიდენტის დაპირებაზე “ამერიკა პირველყოვლისა” მუშაობას. ამ პოსტულატის მიხედვით აშშ-მ ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის, სამოქალაქო უფლებებისა და კანონის უზენაესობის გამტკიცებას მთელს მსოფლიოში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ  დამთავრდა 70 წლის ის გეოპოლიტიკური ეპოქა, რომელსაც „პაქს ამერიკანას“ უწოდებდნენ (Pax Americana – ამერიკული სამყარო: პერიოდი მსოფლიო პოლიტიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ), რომელშიც გლობალიზაცია და ამერიკანიზაცია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამერიკის ჰეგემონიასთან, მის როლთან გლობალურ ეკონომიკაში.

ახალი რისკები გულისხმობს თავის თავში იმას, რომ შესაძლოა მსოფლიო პოლიტიკაში აშშ-ის ალტერნატივა გახდეს რუსეთი და ჩინეთი. ხოლო რუსეთ ჩინეთის კავშირის შემთხვევაში ეს იქნება ძლევამოსილი, დაუძლეველი ძალა, რომელსაც ანალოგი არ ეყოლება. ამას ამერიკა არ დაუშვებს, ამიტომ ტრამპი შეეცდება შეინარჩუნოს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა და მეტიც მის პროგრესისათვის შესაძლოა ბევრ დათმობებზეც წავიდეს.

  1. ჩინეთის გააქტიურება – რისკები

ევრაზიის განცხადებით, ორი მთავარი რისკი იკვეთება  ახალი ძალების კონსოლიდაციის შემთხვევაში  ჩინეთის პრეზიდენტის ხი ჯინპინგის წინაშე, რათა ლიდერობა შეინარჩუნოს. მათი თქმით, პირველყოვლისა ჩინეთის პრეზიდენტი ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს და პრიორიტეტად უნდა დააყენოს ის გამოწვევები, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიო პოლიტიკის სარბიელზე იმოქმედოს როგორც დაოუკიდებელმა, სტაბილურმა ძალამ, რომ ვერავითარმა გარემოებამ, გარე ძალამ ვერ მოახდინოს ჩინეთის იძულებით ჩართვა იმ დაპირისპირებებში, რომელიც მას არ ეხება. ნეიტრალიტეტის შენარჩუნება მის ინტერესებშია, თუ რა თქმა უნდა შესძლებს ბალანსის შენარჩუნებას. იმოქმედოს მხოლოდ საჭიროების და საკუთარი ინტერესების  შესაბამისად.

პირველი რისკის ფაქტორი: ჩინეთს კვლავ მოუწევს არჩევანის გაკეთება, მალე გახდება ცნობილი მოიხსნება თუ არა ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა.  რა პოზიციას დაიკავებს კრემლი? მეორე,  შენარჩუნდება თუ არა სტაბილურობის განცდა რთული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების ფონზე თვითონ ჩინეთში და რა მოხდება პარტიის ყრილობაზე, გაიზრდება თუ არა პრეზიდენტის შანსები, რომელ პოლიტიკური კურსი გახდება ჩინეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისათვის პრიორიტეტული.

  1. ანგელა მერკელის დასუსტება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარგავს თავის “გეოპოლიტიკურ გავლენას” დასავლეთში. მალე მერკელი ჩაერთვება გერმანიის ფედერალურ არჩევნებში და კანცლერობისთვის კვლავ იბრძოლებს. მისი ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო მცირდება, ბოლო სერიოზული დარტყმა მას საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა მიაყენა, როდესაც მან მერკელი უმოქმედობაში საჯაროდ დაადანაშაულა. ტრამპთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმაც მერკელს ხელი არ ჩამოართვა შეხვედრაზე, რითაც კანცლერი უხეხულ სიტუაციაში ჩააყენა. თურქეთის პრეზიდენტმაც უშვერი ბრალდებებით შეამკო მერკელი და მისი პოლიტიკა.  ერდოღანმა მერკელი ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა.  ანგარიშში ნათქვამია, რომ მერკელი გავლენას კარგავს ორივე ფრონტზე: სახლშიც და ევროკავშირშიც. ევროპას ახალი მერკელი სჭირდება, ძლიერი და გავლენიანი. 2017 წელი არ იქნება მისთვის იდეალური, რომ მოირგოს ეს როლი.

  1. არანაირი ეკონომიკური რეფორმა

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამომდინარე მსოფლიოში მიმდინარე მულტიპოლიტიკური ცვლილებებიდან, 2017 წელს ვერ განხორციელდება  გლობალური ხასიათის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები, რადგან მსოფლიოს ამ ეტაპზე ამისთვის არ სცალია. პოლიტიკოსები გაურბიან ეკონომიკურ,  სტუქტურალური ხასიათის ცვლილებებს.

  1. ტექნოლოგია და ახლო აღმოსავლეთი

ტექნოოლოგია, უმეტესად  ამცირებს მშვიდობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის შანსებს, კლავს პოლიტიკურ სტაბილურობას  ახლო აღმოსავლეთში, სადაც მთავრობები მეტ-ნაკლებად უძლურები არიან ტექნოლოგიურად დაწინაურებული ქვეყნებს წინააღმდეგ იბრძოლონ მათი მსგავსი რესურსებით, შესაბამისად ბრძოლის მეთოდებიც  განსხავებულია.

ტექნოლოგიური პრივილეგიების ქონა ზრდის კიბერთავდასხმების შანსებს და საფრთხეს უქმნის მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები აქტიურად ცდილობენ დაეწიონ დასავლეთის ტექნოლოგიურ მიღწევებს და ამისათვის ძალღონეს არ იშურებენ.

  1. ცენტრალური ბანკების როლი პოლიტიკაში

ანგარიშში ნათქვამია, რომ პირველად ათწლეულის განმავლობაში, ცენტრალური ბანკების წინაშე დგას დილემა, ხდება თავდასხმა არა მარტო განვითარებად ბაზრებზე, ასევე აშშ-ში, ევროზონის და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე. ეს ყოველივე აკნინებს მათ იმიჯს.

  1. თეთრი სახლი პოლიტიკა მიგრაციის შესახებ

დონალდ ტრამპი დაუპირისპირდა სასამართლოს,  მათ ვინც მიგრაციის კანონის მიღებას ხელი შეუშალა, ვინც ახალი პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ გამოვიდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრამპის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ნაკარნახებია მხოლოდ ნაციონალური უსაფრთხოების დაცვის მოტივით, ეს კი მისმა მოწინააღმდეგებმა სხვა ფორმულირებით მიაწოდეს საზოგადოებას, რათა შექმნილიყო ქაოსი.

ამერიკის შემდეგ მიგრაციის პრობლემის აქტუალობა სულ უფრო გამოიკვეთა დასავლეთში. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში დაზარალებული ლტოლვილების შეფარებაზე ევროპელი სახელმწიფოები უარს აცხადებენ, ევროკავშირი კი თავის მხრივ პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს ლტოლვილთა ბანაკების შექმნას მათ ტერიტორიაზე.

  1. ქაოსი თურქეთში

ბოლო 2 წლის განმავლობაში თურქეთი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, კოლოსალური რაოდენობის ტერაქტებით, მასობრივი დაპატიმრებების, ჩაშლილი სახელმწიფო-სამხედრო გადატრიალების და ერდორანის უშვერი განცხადებებით დასავლეთის მისამართით. თურქეთის პრეზიდენტი ევროპას მუდმივად თითის ქნევით ელაპარაკება.

ექსპერტთა ვარაუდით, ერდოღანი მალე ერთპიროვნულ დიქტატორად მოევლინება ახლო აღმოსავლეთს და ევროპას ახალი თავის სატკივარი გაუჩნდება. „ძაღლი“, რომელიც მალე ყეფას შეეშვება და კბენაზეც გადავა.

  1. საფრთხე ჩრდილოეთ კორეიდან

გეოპოლიტიკური რისკფაქტორის მთავარ ასპექტად ექსპერტები ჩრდილოეთ კორეასაც ასახელებენ და ამბობენ, რომ 2017 წელი დიდი წელი იქნება ჩრდილოეთ კორეისთვის, მაგრამ ეს სულაც არ იქნება სასიხარულო სიახლე დანარჩენი მსოფლიოსათვის.

  1. სამხრეთ აფრიკის პოლიტიკური კრიზისი

პოლიტიკურ კრიზისის ვერ გაექცევა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა, რადგან 2017 წლის ბოლოსთვის მას გავლენა შეუსუსტდება მმართველი პარტიის  ეროვნულ კონგრესში, რომლის ხელმძღვანელიცაა 2007 წლიდან. ეს ძლიერ დარტყმას მიაყენებს რესპუბლიკის ეკონომიკას და შეარყებს რეგიონის სტაბილურობას.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here