Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 დიადი “ოროსანი”

10 დიადი “ოროსანი”

5486
ალბერტ აინშტაინი

ბავშვი ცუდად სწავლობს სკოლაში? _ ეს სულაც არ არის საბაბი იმისა, რომ ის წარუმატებელ, უპერსპექტივო ადამიანად მივიჩნიოთ და შევშფოდეთ მისი მომავლის გამო. ბევრი გენიოსი ვერ დაიკვეხნიდა კარგი სწავლით.

ვოლტერი
ვოლტერი

ვოლტერი (1694-1778)

სახელგანთქმული ფრანგი ფილოსოფოსისა და განმანათლებლის, ვოლტერის (ნამდვილი სახელი ფრანსუა-მარი არუე) მამას სურდა, შვილი იურისტი გამოსულიყო და რატომღაც იეზუიტების კოლეჯში შეიყვანა, სადაც ასწავლიდნენ “ლათინურსა და სხვადასხვა სისულელეს”. მოზარდი ვოლტერი არც ისე კარგად სწავლობდა, არც იურისტის კარიერა ხიბლავდა. იმეგაცრუებულმა მამამ ერთხელ თქვა ვოლტერსა და მის ძმაზე: “მე ორი ბრიყვი გავზარდე. ერთი პროზაშია, მეორე _ ლექსებში”.\

ისააკ ნიუტონი
ისააკ ნიუტონი

ისააკ ნიუტონი (1642-1727)

ისააკ ნიუტონი სკოლაში საკმაო ხნის განმავლობაში ცუდად სწავლობდა. კარგად სწავლა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა კლასელმა გალახა. სუსტმა ბიჭმა, რომელიც ხშირად ავადმყოფობდა, გადაწყვიტა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ჯაბანი არ იყო და ჯერ კლასელებსა და მასწავლებლებს, შემდეგ კი მსოფლიოს დაუმტკიცა თავისი ნიჭიერება.

ოტო ფონ ბისმარკი
ოტო ფონ ბისმარკი

ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898)

ოტო ფონ ბისმარკი სკოლაში საშუალო დონეზე სწავლობდა. გეტინგენის უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ გერმანიის მომავალი კანცლერი სწავლას გართობას ამჯობინებდა და 27 დუელის მონაწილე იყო.

ნაპოლეონ ბონაპარტე
ნაპოლეონ ბონაპარტე

ნაპოლეონ ბონაპარტე (1769-1821)

საფრანგეთის მომავალი იმპერატორი სასკოლო საგნებიდან მხოლოდ მათემატიკას სწავლობდა დამაკმაყოფილებლად.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827)

გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი მთელი ცხოვრება შეცდომებით წერდა, არითმეტიკა კი სკოლაში ძლივს შეისწავლა.

ანტონ ჩეხოვი
ანტონ ჩეხოვი

ანტონ ჩეხოვი (1860-1904)

რუსი მწერალი, პროზაიკოსი და დრამატურგი ანტონ ჩეხოვი გიმნაზიაში ცუდი სწავლის გამო კლასში ჩარჩა. სამაგიეროდ, უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტი იყო, როცა ჟურნალ “სტრეკოზაში” თავისი მოთხრობა “წერილი მეცნიერ მეზობელს” გამოაქვეყნა.

ვლადიმერ მაიაკოვსკი
ვლადიმერ მაიაკოვსკი

ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930)

საქართველოში დაბადებული რუსი პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლისას ლიტერატურით დიდად არ იყო დაინტერესებული, “ანა კარენინაც” კი ბოლომდე არ ჰქონდა წაკითხული.

სერგეი კოროლიოვი
სერგეი კოროლიოვი

სერგეი კოროლიოვი (1906-1966)

საბჭოთა მეცნიერი, სარაკეტო-კოსმოსური სისტემების კონსტრუქტორი, აკადემიკოსი სერგეი კოროლიოვი სკოლაში სამიანზე მაღალ ნიშანს იშვიათად იღებდა.

ალექსანდრე პუშკინი
ალექსანდრე პუშკინი

ალექსანდრე პუშკინი (1799-1837)

სახელგანთქმული რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი არითმეტიკის გაკვეთილებზე ტიროდა ხოლმე, ლიცეუმში სწავლის შედეგების მიხედვით კი მეორე იყო… ბოლოდან.

ალბერტ აინშტაინი (1879-1955)

ფარდობითობის თეორიის შემქმნელი ალბერტ აინშტაინიც არ ბრწყინავდა სკოლაში. პატარა ალბერტის მშობლები ნაცნობებს ეუბნებოდნენ, რომ შვილის კარიერაზე ილუზიები არ ჰქონდათ და იმედოვნებდნენ, ისეთ სამუშაოს მაინც იშოვიდა, რომ ოჯახის გამოკვებას შეძლებდა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. kargia,roca skolashic warmatebuli moswavle xar,magram yvela ver swavlobs,an sheudzlia,magram sxvadasxva mizezebis gamo ar swavlobs.mtavari mainc srulwlovanebis shemdgom aris vin risi gamketebelia,vis ra sheudzlia da vin ras qmnis sakutari nichierebidan.yvela gamochenili adamiani sulis asakshi zarmacobda,an sumac.ar swavlobda,magram mainc daimkvidres sakutari nateli adgili kacobriobis istoriashi.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here