მთავარი ყველაზე ყველაზე 10 გამორჩეული ქალი-კოსმონავტი

10 გამორჩეული ქალი-კოსმონავტი

278
გააზიარეთ
ვალენტინა ტერეშკოვა

ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შეიტყოს სამყაროს შესახებ. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა კაცობრიობის ისტორიაში პირველი დედამიწის თანამგზავრისპუტნიკ 1” გაუშვა კოსმოსში. 1961 წლის 12 აპრილს კი იური გაგარინმა ხომალდვოსტოკ 1”-ით პირველად შემოუფრინა დედამიწას და მშვიდობიანად დაეშვა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. 1963 წლიდან ამ უმნიშვნელოვანეს კოსმოსურ მისიას ქალებიც შეუერთდნენ. ამჟამად მსოფლიოში სულ 64 ქალიკოსმონავტია.

  1. ვალენტინა ტერეშკოვა. საბჭოთა კავშირი

პირველი ქალი-კოსმონავტი, რომელიც კოსმოსში 1963 წლის 16 ივნისს გაფრინდა ხომალდ “ვოსტოკ 6”-ით. ვალენტინა ერთადერთი ქალია, რომელმაც კოსმოსში მარტო იფრინა და არა ეკიპაჟთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ტერეშკოვათი დაიწყო ქალთა კოსმონავტიკის ერა.

სვეტლანა სავიცკაია
სვეტლანა სავიცკაია
  1. სვეტლანა სავიცკაია. საბჭოთა კავშირი

სვეტლანა სავიცკაია მსოფლიოში პირველი ქალია, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, და მეორე ქალი-კოსმონავტი ტერეშკოვას შემდეგ. მან ორჯერ იფრინა კოსმოსში _ 1982 და 1984 წლებში. სავიცკაიამ კოსმოსში სულ 19 დღე-ღამე და 17 საათი დაჰყო.

სალი რაიდი
სალი რაიდი
  1. სალი რაიდი. აშშ

პირველი ამერიკელი ასტრონავტი ქალი, რომელიც კოსმოსში პირველად 1983 წლის 18 ივნისს გაფრინდა “ჩელენჯერ STS-7”-ით, მეორედ _ 1984 წლის 5 ოქტომბერს. სალი რაიდმა კოსმოსში 18 დღე-ღამე და 7 საათი დაჰყო.

ანუშე ანსარი
ანუშე ანსარი
  1. ანუშე ანსარი. ირანი

ეს ირანელი წარმოშობის ამერიკელი ქალი პირველი კოსმოსური ტურისტი ქალია. 2006 წლის 18 სექტემბერს რუსულ (საბჭოთა) კოსმოდრომ ბაიკონურიდან სტარტი აიღო “სოიუზ TMA-9”-მ, რომლის ეკიპაჟშიც იყვნენ ამერიკელი მაიკლ ლოპეს ალეგრია, რუსი მიხეილ ტიურინი და ირანელი ანუშე ანსარი, რომელიც 8 დღის განმავლობაში მიკროორგანიზმებსა და ეკიპაჟის წევრებზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში. ანუშეს, აგრეთვე, პირველ კოსმოსურ ბლოგერს უწოდებენ.

ნენსი ჯენ დეივისი
ნენსი ჯენ დეივისი
  1. ნენსი ჯენ დეივისი. აშშ

ამ ქალმა კოსმოსში 3-ჯერ იფრინა _ 1992, 1994 და 1997 წლებში. 1992 წელს ნენსიმ კოსმოსურ ხომალდ STS-47-ით ქმართან, მაიკ ლისთან, ერთად იმოგზაურა. ეს იყო პირველი “ოჯახური” კოსმოსური ფრენა.

ჰელენ შარმენი
ჰელენ შარმენი
  1. ჰელენ შარმენი. დიდი ბრიტანეთი

პირველი ქალი-კოსმონავტი დიდი ბრიტანეთიდან. ის იყო “სოიუზ TM-12”-ის ეკიპაჟის წევრი, რომელიც კოსმოსში 1991 წლის 18 მაისს გაფრინდა.

ჰელენ შარმენი პროფესიით ქიმიკოსია და საკონდიტრო ფაბრიკაში ტექნოლოგად მუშაობდა, მაგრამ ბედნიერი გარემოებების წყალობით, 13 ათას მონაწილეთა შორის ამოარჩიეს კოსმოსური ექსპედიციიისთვის.

პეგი უიტსონი
პეგი უიტსონი
  1. პეგი უიტსონი. აშშ

კოსმოსური ორბიტული სადგურის პირველი ქალი-მეთაური პეგი უიტსონი, რომელმაც სამჯერ იფრინა კოსმოსში, გამორჩეულია იმით, რომ 10-ჯერ გავიდა ღია კოსმოსში. ამ გასვლებს კი, ჯამში, 60 საათი და 19 წუთი მოანდომა. ამას გარდა, მას ეკუთვნის დედამიწის ორბიტაზე ყველაზე ხანგრძლივად ყოფნის რეკორდი _ 665 დღე-ღამე.

აილინ მარი კოლინზი
აილინ მარი კოლინზი
  1. აილინ მარი კოლინზი. აშშ

გარდა იმისა, რომ აილინმა თავის კარიერაში 4-ჯერ იფრინა (1995, 1997, 1999 და 2005 წლებში) კოსმოსში, ის პირველი ქალია, რომელიც კოსმოსურ ხომალდს მეთაურობდა.

მეი კეროლ ჯეიმსონი
მეი კეროლ ჯეიმსონი
  1. მეი კეროლ ჯეიმსონი. აშშ

აფროამერიკელი მეი კეროლ ჯეიმსონი პირველი შავკანიანი ქალი-ასტრონავტია. აღსანიშნავია, რომ ის ეპიზოდურ როლს ასრულებს ფანტასტიკურ სერიალ “ვარსკვლავურ გზაში”.

სამანტა კრისტოფორეტი
სამანტა კრისტოფორეტი
  1. სამანტა კრისტოფორეტი. იტალია

სამანტა კრისტოფორეტი იტალიის კოსმოსურ სააგენტოში პირველი ქალი-კოსმონავტია, ხოლო ევროპის კოსმოსურ სააგენტოში _ მესამე. სამანტა 2014 წლის 24 ნოემბერს გაფრინდა კოსმოსში და 199 დღე-ღამის განმავლობასი მოგზაურობდა.

სამანტა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში თავისი ცხოვრების შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერდა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here