მთავარი ყველაზე ყველაზე 10 გამოგონილი ღირსშესანიშნაობა, რომლებსაც, ყველაფრის მიუხედავად, უამრავი ტურისტი ათვალიერებს

10 გამოგონილი ღირსშესანიშნაობა, რომლებსაც, ყველაფრის მიუხედავად, უამრავი ტურისტი ათვალიერებს

408
გააზიარეთ
შერლოკ ჰოლმსის სახლი ლონდონში

ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოიძებნოს ადგილი, რომელზეც შექმნილია ლეგენდები და რომლის მოსანახულებლადაც უამრავი ტურისტი ჩადის, თუმცა ყველა ეს ადგილი არ არის ისტორიულად ფასეული, რადგან ზოგიერთი შექმნილია საყვარელი ფილმების მოტივების ან პოპულალური წიგნების სიუჟეტების მიხედვით, და ახლა ამ ყველაფერს წარმოაჩენენ, როგორც ღირსშესანიშნაობას და შეცდომაში შეჰყავთ მიამიტი ტურისტები. გაგაცნობთ ყველაზე პოპულარულ ასეთ ადგილებს.

  1. შერლოკ ჰოლმსის სახლი ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)

ამ შემთხვევაში მოქმედებს ორმაგი ტყუილი _ მსოფლიოში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი გენიალური გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი ხომ გამოგონილი გმირია (თანაც, ეს ყველამ იცის)?! მისი ბინის მისამართი კი ლონდონში არასოდეს არსებულა, მაგრამ ტურისტთა ჯგუფები ყოველდღიურად შესაშური მონდომებით ცდილობენ ბეიკერსტრიტის #239-ში მდებარე სახლში შესვლას. ამ სახლს კი მოხერხებულმა ადამიანებმა წინასწარ მიაკრეს აბრა #221B. რეჟისორები კი გენიალურ გამომძიებელზე ფილმს სულ სხვა ადგილას იღებენ.

ჯულიეტას აივანი ვერონაში
ჯულიეტას აივანი ვერონაში
  1. ჯულიეტას აივანი ვერონაში (იტალია)

ჯულიეტა კაპულეტიც არასოდეს არსებულა. რომანტიკული გმირის პროტოტიპი რომც არსებულიყო, სად ცხოვრობდა ის და, მით უმეტეს, როგორ ურთიერთობდა თავის შეყვარებულთან აივნიდან, არაფერია ნათქვამი გენიალური შექსპირის გენიალურ ნაწარმოებში, ორიგინალურ ტექსტში გოგონა თავის რომეოს ელაპარაკებოდა, როცა… ტერასაზე იდგა. მაგრამ შეყვარებული ჯულიეტას ეს ცნობილი მონოლოგი კინორეჟისორებმა “გადაიტანეს” აივანზე, სწორედ ამის კულტივირებას ცდილობენ მოხერხებული იტალიელები, რომლებმაც ჯულიეტას სახლიც გამოუძებნეს და აივანიც.

დრაკულას ციხე-დარბაზი
დრაკულას ციხე-დარბაზი
  1. დრაკულას ციხედარბაზი (რუმინეთი)

გრაფი დრაკულა ცნობილი ბრენდია არა მხოლოდ რუმინეთში, არამედ მსოფლიოში _ ცოტა მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არაფერი სმენია ყველა დროისა და ხალხის ყველაზე “სისხლისმსმელ” პერსონაჟზე. თუ თქვენ მოინახულებთ შუასაუკუნეების ბრანის ციხესიმაგრეს, რომელიც ქალაქ ბრაშოვიდნ 30 კმ-ში მდებარეობს, არაფერს დაკარგავთ, მაგრამ იცოდეთ _ ამ ნაგებობას ისევე, როგორც თვითონ გრაფ ვლად III ცეპეშს საერთო არაფერი აქვთ უკვდავი ვამპირის ბოროტების ბუნაგთან. მოხერხებულმა ადამიანებმა ტურისტების მისაზიდად ეს ძველი ციხე-დარბაზი ისე გადააკეთეს, როგორც ბრემ სტოკერის ცნობილ რომან “დრაკულაშია” აღწერილი. საინტერესოა, რომ ტურისტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ ყალბი ღირსშესანიშნაობის მონახულების შემდეგ _ მათთვის მთავარი ის არის, რაც ნახეს, ხოლო სიმართლეა თუ არა ეს ყველაფერი, მნიშვნელობა არ აქვს.

სტოუნჰენჯი უილტშირის საგრაფოში
სტოუნჰენჯი უილტშირის საგრაფოში
  1. სტოუნჰენჯი უილტშირის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი)

სტოუნჰენჯი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო ევროპის ერთ-ერთი საკრალური ადგილი, ის ხომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლით ადრე ააგეს დრუიდებმა მაგიური რიტუალების შესასრულებლად და ასტრონომიური დაკვირვებებისთვის, მაგრამ 1958 წელს ამ საკულტო ნაგებობას სერიოზული რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, შეიძლება ითქვას, ხელახლა ააგეს _ ზოგიერთი ქვა თანამედროვე ბეტონისგან დაამზადეს, სხვები კი ფოლადის არმატურით გაამაგრეს. ასე რომ, საკრალური ადგილი გადაიქცა ჩვეულებრივ ძეგლად, რომელსაც არ აქვს მაგიური ძალა.

ჩინეთის დიდი კედელი
ჩინეთის დიდი კედელი
  1. ჩინეთის დიდი კედელი

თვით ამ გრანდიოზულ ნაგებობასაც შეიძლება ვუწოდოთ ფსევდოღირსშესანიშნაობა, რადგან კედლის ის ფრაგმენტები, რომელთა ნახვასაც ცდილობს მილიონობით ტურისტი… ახალი აშენებულია. ჩინეთის დიდი კედელი მართლაც არსებობდა და მას საუკუნეების განმავლობაში აშენებდა რამდენიმე თაობა (III საუკუნიდან, შეიძლება ითქვას, XXI საუკუნემდე). მისი სიგრძე 8 ათას კმ-ს აღწევს, თანაც ეს არ არის მთლიანი თავდაცვითი ნაგებობა და არც არასდროს ყოფილა. ჩინეთის კედლის დიდი ნაწილი წვიმამ, ქარმა და მზემ დაანგრია, ხოლო ის, რასაც გიდები უჩვენებენ 40 მლნ ტურისტს ყოველწლიურად, ახლახან, გასული საუკუნის 80-იან წლებში, შეიქმნა.

კოლუმბის სამშობლო
კოლუმბის სამშობლო
  1. კოლუმბის სამშობლო

ადამიანებს დაბადების ადგილი ერთი აქვს, მაგრამ მოხერხებულმა მეწარმეებმა ქრისტეფორე კოლუმბისთვის მოიგონეს დაბადების 10 ადგილი, თუმცა აქამდე დადგენილი არ არის ყველაზე ცნობილი ზღვაოსნის, აღმომჩენისა და კარტოგრაფის დაბადების ადგილი. იტალიასა და ესპანეთში არის, სულ ცოტა, 6 სახლი ამერიკის აღმომჩენისა, მაგრამ პირველობის პალმის რტოს არავის უთმობს სახლი გენუში, იმის მიუხედავადაც კი, რომ ის აშენებულია კოლუმბის დაბადებიდან 200 წლის შემდეგ. ეს ფაქტი არ აშფოთებს არც ცრუ ღირსშესანიშნაობის შემქმნელებს და არც ათიათასობით ტურისტს, რომლებიც ყოველწლიურად მიდიან იმ ადგილის დასათვალიერებლად, სადაც “დაიბადა” კოლუმბი. კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც ტურისტები შეცდომაში შეჰყავს, არის სახლი ლას-პალმას-დე-გრან-კანარიაში (ესპანეთი). იქ მოწყობილია საკმაოდ დიდი მუზეუმი და სიამაყით მოგითხრობენ, დიდი ქრისტეფორე კოლუმბის ცხოვრებისა და მოგზაურობების ამბებს. სხვათა შორის, დამტკიცებულია, რომ 41 წლის კოლუმბი ცოტა ხნით ცხოვრობდა ამ სახლში. მეცნიერები კი აქამდე კამათობენ, სად დაიბადა ცნობილი მოგზაური და კარტოგრაფი, რადგან მისი დაბადების ადგილის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს.

ოსირისის საფლავი და ისიდას ტაძარი
ოსირისის საფლავი და ისიდას ტაძარი
  1. ოსირისის საფლავი და ისიდას ტაძარი (ეგვიპტე)

უკვე ბევრი საუკუნეა, არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად კუნძულ ფილეზე (Philae) მდებარეობს ძველეგვიპტური ღმერთის, ოსირისის, საფლავი და ტაძარი მთვარის ქალღმერთ იზიდასი, რომელიც განასახიერებს ქალურობას, დედობას, მაგიას, განკურნებასა და ძალას. კუნძული ფილე დღესაც არსებობს, მაგრამ იქ საკულტო ნაგებობები, დიდი ხანია, აღარ არის.

იდუმალი უძველესი ტაძრები, სამარხები და საკურთხევლები კარგა ხნის წინათ გადაიტანეს ახლომდებარე კუნძულ აგილკიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის საკმაო მიზეზი არსებობდა _ ასუანის კაშხლის მშენებლობა, საკრალურმა ადგილებმა მაგიური ძალა დაკარგეს და ახლა მხოლოდ არქიტექტურის ჩვეულებრივი ძეგლია.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here