საქართველოში ფულადი გზავნილები ისევ იზრდება. 2021 წლის სექტემბერში უცხოეთიდან ქვეყანაში 209.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 8,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან სექტემბერში საქართველოში 192.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მთლიანად კი, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.707 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 28%-ით მეტია გასული წლის 9 თვესთან შედარებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 1.334 მლრდ დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება 2021 წლის სექტემბერს, გასულ თვეს ქვეყანაში უცხოეთიდან გადმოირიცხა 209.7 მლნ დოლარი, ყველაზე მეტი კი ისევ რუსეთიდან – 38.570 მლნ დოლარი.
Top-10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე დიდი მოცულობით ფულადი გზავნილები განხორციელდა:
- რუსეთის ფედერაცია – 38.570 მლნ დოლარი
- იტალია – 34.070 მლნ დოლარი
- აშშ – 24.514 მლნ დოლარი
- საბერძნეთი – 19.994 მლნ დოლარი
- ისრაელი – 15.428 მლნ დოლარი
- გერმანია – 10.864 მლნ დოლარი
- თურქეთი – 9.913 მლნ დოლარი
- უკრაინა – 7.962 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი – 7.814 მლნ დოლარი
- ყაზახეთი – 5.879 მლნ დოლარი
რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, 2021 წლის სექტემბერში ფულადმა გზავნილებმა 29.211 მლნ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 25.054 მლნ დოლარი.