Home სხვადასხვა დაიჯესტი ჰომოსექსუალებმა საბავშვო ლიტერატურას შეუტიეს

ჰომოსექსუალებმა საბავშვო ლიტერატურას შეუტიეს

343
ჰომოსექსუალებმა საბავშვო ლიტერატურას შეუტიეს

ასეთ ტახტს ეუფლება ვითომ მემკვიდრე?!

“და მაშინ მეფისწულმა აკოცა მზეთუნახავ ვაჟკაცს და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად”. ჭირი იქა და ლხინი აქა თუ პირიქით? მზეთუნახავი, ეგებ, ქალიშვილი იყო და არა ვაჟკაცი, როგორც ორი “პროგრესული უნგრელი მწერალი” წერს წიგნში “ზღაპრები ყველასთვის”?

არა, არავითარ შემთხვევაში! რადგან ის ორი მწერალი პროგრესულ მოღვაწედ არ ჩაითვლებოდა, მზეთუნახავი ვაჟკაცი კი არა, ქალიშვილი რომ ყოფილიყო. იმ “ზღაპრებში ყველასთვის” კონკია გეია, თოვლის დედოფალი _ ლესბოსელი, სექსორიენტაციაარეული ნაკაცარები და ქალყოფილები. ნორმალურ ადამიანებად რომ წარმოედგინათ, წიგნს არავინ გამოუცემდათ და პროგრესულ მწერლებადაც არ გამოაცხადებდნენ დოროთეა რეიდაისა და ბოლდისარ ნადს, რომლებმაც დარახტეს ლგბტ-ის მოდური ლურჯა და ისე გაჰქროლეს და გასწიეს, რომ ცხრა ხარ-კამეჩიც ვერ შეაჩერებს.

ჰომოსექსუალებმა საბავშვო ლიტერატურას შეუტიეს

ფიფქია შავკანიანი გოგონაა, შვიდ ჯუჯას რაღაც საეჭვო ქცევას ატყობენ.

_ დღეს უნგრეთში ბევრი სიძულვილი და გულაცრუებაა. ბავშვები ამ ატმოსფეროში ცხოვრობენ, _ მიაჩნია რეიდაის, _ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტოლერანტობის შესახებ დავუსვათ შეკითხვები ბავშვებს.

ამ ლიტერატურულ სიახლეზე მწვავე რეაქცია ჰქონდა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც რაღაც სასწაულად ინარჩუნებს საღ აზრს და ნორმალურად მსჯელობს.

_ ჩვენ მომთმენი ქვეყანა ვართ, მაგრამ არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება, _ განაცხადა მან.

მაგრამ სწორედ მისი მარჯვენა ხელი, დეპუტატი იოჟეფ საიერი დააკავეს ახლახან ბრიუსელში გამართულ გეიორგიაზე. ეს იმაზე მეტი და სამარცხვინო გაუგებრობაა, როცა მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა.

ან _ პირიქით.

“ზღაპრებმა ყველასთვის” გამოიწვია საპროტესტო აქციები ვიტრინების მსხვრევითა და წიგნის მაღაზიების დაწვით დამშვენებულ-გაძლიერებული.

კითხულობ და არ გინდა, დაიჯერო, რომ გოგონა ფიფქია მულატი გახდა, ხოლო ზღვის ღმერთ პოსეიდონს შეერკინა ყმაწვილი ქალის სული, ანუ  ტრანსგენდერი. კონკია ბოშა ბიჭად გადაიქცა. გოგონები ისეთივე ძლიერი და გამბედავი არიან, როგორც ჭეშმარიტი რაინდი ბიჭები. ავტორებმა განსაკუთებით გამოკვეთილად წარმოაჩინეს ინვალიდობის, სიღატაკისა და ქსენოფობიის პრობლემები.

მშობლების ნაწილმა მიიჩნია, რომ წიგნი არქიმნიშვნელოვანია…

_ ასეთი ზღაპრები ვერ შეცვლიან ძველ, კეთილ მოთხრობებს, _ ამბობს ფსიქოლოგი ანასტასია სინიცინა, _ ბევრი ადამიანი აღაშფოთა სიუჟეტების საგანგებოდ უხეშმა გადაკეთებამ, რომლებიც ბავშვობიდანვე უყვართ, მაგრამ აღელვებად არ ღირს იმის გამო, რომ ზღაპრებს ბავშვის გადაპროგრამირება შეუძლია. მშობლების მიერი აღზრდა მაინც უპირველესი მნიშვნელობის იყო და რჩება.

დისნეის მულტფილმშიწინ!” ლესბოსელი ციკლოპი გამოჩნდა

ყველა დასაშვები საზღვარი გადალახულია! დასავლეთის ოჯახური სიწმინდეების საფუძველი _ “დისნეის” საძირკველი შეირყა. შარშან, ზაფხულში ეკრანებზე ეპიზოდური პერსონაჟი ლესბოსელი ციკლოპი იყო. მისი ორიენტაციის გასარკვევად ფილმს ორიგინალში უნდა უცქიროთ და ერთი წინადადება არ გამოგრჩეთ. ფხიზელმა დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა “დაიჭირა” ეს წინადადება:

“_ მხოლოდ ჩვენი ხალხის მტრებმა შეიძლება დაუშვან და მოიწონონ კინოთეატრების ეკრანებზე იდეოლოგიური დივერსიის დემონსტრირება. სურთ, რომ ბავშვები იმთავითვე შეიჩვიონ პოზიტიურად აღიქვან სექსუალურ-დევიაციური აზროვნება. თუ ეს არ არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ბავშვებს შორის, მაშ, რა უნდა იყოს იგი?! _ ასეთი იყო მისი კომენტარი და ვერც შეეკამათები.

ახალ ყაიდაზე

კონკიამ არ მოიზომა ფეხსაცმელი, რადგან ეს არის ობიექტივიზაცია და ფეტიში. და, საერთოდ, იგი ძლიერია და დამოუკიდებელი. მას არ სჭირდება მამაკაცი საიმისოდ, რომ ცხოვრება მოიწყოს.

დაელოდა დედინაცვლის გარდაცვალებას და ბერდება მიტოვებულ და მოუვლელ კარ-მიდამოში ჭკუაშეთხელებულ მამასთან ერთად. ამბობენ, რომ არც ისე დალაგებული ტვინის პატრონი  ელაპარაკება თაგვებს. მეფისწული კი სხვა ქალიშვილზე დაქორწინდა, რომელსაც ფეხსაცმელი მოერგო და შესაფერი მსოფლმხედველობა ჰქონდა.

თელ-ავიველმა მარკეტოლოგმა, ქალბატონმა ელინორ აისმანმა ხუმრობით გადააკეთა ძველი ზღაპრები და დაასრულა პროგრესულ-ტოლერანტული, რასობრივად სწორი და ფემინისტურ-მეგობრული ფინალით.

ჰერდა არ გაჰყვა კაის, რადგან იგი უჭკუოა და მას არ აფასებს. სამაგიეროდ მან გაიცნო და შეიყვარა ყაჩაღი ქალი. თოვლის დედოფალმა სამი წლის შემდეგ თვითონვე გააგდო კაი. კაი შინ დაბრუნდა და მეზობლის გოგო მოიყვანა ცოლად. იგი ზოგჯერ სთხოვს ცოლს, სექსის დროს ყინული დააყაროს. ცოლი გულის სიღრმეში განიცდის, მაგრამ უსრულებს ქმარს თხოვნას.

ამერიკელი მხატვარი ქალი კრისტალ უოლტერი, რომელსაც თავად აწუხებს ჭარბი წონა, საყვარელ პრინცესებს კილოგრამებს უშურველად უმატებს.

_ რაც უფრო ხშირად ვხატავ მსუქნებს, მით უფრო მეტი მსუქანი ადამიანი თავს გრძნობს თავისუფალ მოქალაქედ, _ აცხადებს იგი.

რომეო და ჯულიეტამ მოილაპარაკეს, არ გაეცოფებინათ მშობლები, დაეცადათ რამდენიმე წელიწადი, დაეგროვებინათ ფული და სადმე გაქცეულიყვნენ, მაგრამ რვა თვის შემდეგ რომეომ როზალნა შეირთო, ჯულიეტას კი უთხრა, რომ ეს არაფერს ცვლის. ჯულიეტამ რატომღაც არ დაიჯერა. მით უფრო, რომ ამასობაში იგიც გაათხოვეს. და ისინი ცხოვრობდნენ არცთუ ბედნიერად და არცთუ დიდი ხნის განმავლობაში.

აი, ლურჯწვერა კი ბოლო ცოლთან ერთად ცხოვრობდა დიდხანს და ბედნიერად, რადგან იგი (ცოლი) შეგნებული ადამიანი იყო და, თუ ეტყოდნენ, კარი არ გააღოო, იცოდა, რომ უნდა დაეცვა პარტნიორის საზღვრები და კარისთვის ხელი არ ეხლო.

რა არის კარგი

_ ზღაპრებში ასახულია კონფლიქტები, ყველასთვის საერთო რომ არის, ამიტომაც ვუყვებით პატარებს, არავითარი მეფისწულები ჩვენს საზოგადოებაში არ ბოგინობენ და არც ციხე-კოშკებისა და სასახლეების სიმრავლე ამახინჯებს პეიზაჟს, _ ამბობს ანასტასია სინიცინა, _ მაგრამ კლასიკური ზღაპრები თემების შერჩევით მდიდარი არ არის. ისინი უმთავრესს ეხება, მაგრამ ყოველთვის ვერ უპასუხებენ შეკითხვებს, რომლებიც ბავშვებს უჩნდებათ აქ და ამ დროს. ამიტომაა, რომ ფსიქოლოგები მეცადინეობებისთვის იგონებენ და წერენ თავიანთ ისტორიებს. მაგალითად, წლეულს მნიშვნელოვანია, ავუხსნათ ბავშვებს, რატომაა შეუძლებელი ბებია-ბაბუებთან შეხვედრა პანდემიის გამო, მაგრამ ახალი ზღაპრები მხოლოდ იარაღია და ვერასოდეს შეცვლის იმ ზღაპრებს, რომლებსაც ბავშვობაში გვიკითხავდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here