Home რუბრიკები სამართალი ჰააგის ცრუ და მომაკვდინებელი მართლმსაჯულება

ჰააგის ცრუ და მომაკვდინებელი მართლმსაჯულება

1675
ბოსნია

ბოსნიელ მუსლიმთა მეთაური ნასერ ორიჩა, რომელიც ტრაბახობდა, რომ პირადად სჭრიდა ყელს სერბ სამხედრო ტყვეებს, ჰააგის ტრიბუნალმა ჯერ კიდევ 2008 წელს გაამართლა. ახლა მას ბოსნიაში ასამართლებენ, ოქტომბრამდე საშინაო პატიმრობაში ჰყავთ.

სერბი გენერალი რადკო მლადიჩი, რომელმაც სრებრენიცას მუსლიმი მოქალაქეების ევაკუირება მოახდინა, ხუთი წელიწადია, ჰააგის ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული მოგონილი ბრალდებით და, მიუხედავად მესამე ინსულტისა, სამკურნალოდ არ უშვებენ.

რადკო მლადიჩის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მეტყველება დაერღვა, გახდა საშინლად, ჰააგის ციხის პერსონალი მას რაღაც გაუგებარი ფხვნილებით მკურნალობს, რომელთა დანიშნულებას გენერალს არ აგებინებენ, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რადგან ამ ციხის კედლებში, იუგოსლავიის უკანასკნელი ლიდერი სლობოდან მილოშევიჩის ჩათვლით, 16 სერბი პატიმარი გარდაიცვალა. მათგან ზოგმა, მაგალითად, სერბსკა კრაინას რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილან ბაბიჩმა, თავი მოიკლა. სუიციდე განხორციელდა ისეთ კამერებში, რომლებშიც სადღეღამისო თვალთვალია მოწყობილი.

სურთ, გენერალ მლადიჩს დააბრალონ მეშახტეთა ქალაქ სრებრენიცას მუსლიმი მოსახლეობის უაღრესად უცნაური გენოციდი: ბრალდების ვერსიით, სერბები, ვითომდა რაღაც საკრალური მოსაზრებით ხოცავდნენ მხოლოდ მამაკაცებს. ასეთი საკრალური ბუნების ახსნას ბრალმდებლები ვერ ახერხებენ, მათ განკარგულებაში არ არის გენერლის არც ერთი ბრძანება მასობრივი დახვრეტების შესახებ გაცემული, არც ერთი მოწმე, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მლადიჩი ამას უბრძანებდა თავის ჯარისკაცებს. არის მხოლოდ ვიდეო, რომელიც ასახავს, თუ როგორ ხელმძღვანელობს სამხედრო მეთაური ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის პროცესს. ქალაქში მაშინ გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობდა _ ბოსნიისა და ჰერცოგოვინის არმიის 28-ე დივიზიის ნაწილები, რომლებსაც იგივე ნასერ ორიჩა სარდლობდა, შეტევაზე გადმოვიდა, მაგრამ თვით ორიჩა იმ მომენტში ქალაქში არ იმყოფებოდა, მან და სარდლობის სხვა წარმომადგენლებმა სრულიად გაუგებარი მოტივით დატოვეს იქაურობა ზუსტად სერბების შეტევის დაწყების წინ.

მლადიჩსა და სერბებს მიაწერენ რვა ათასი მუსლიმიბიჭისა და კაცისრიტუალურ დახვრეტას, მიუხედავად იმისა, რომ მიუკერძოებელი სტატისტიკით, სრებრენიცაში არ ცხოვრობდა მამრობითი სქესის ამდენი ადამიანი.

იყო აშკარა ჩავარდნებიც: მსხვერპლთაგან ზოგიერთი სასწაულებრივ “ცოცხლდებოდა”, თანაც არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მის საზღვრებს მიღმა, მაგალითად, შვეიცარიაში.

სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტის ანტისერბული მითის აბსოლუტური ბლეფის მიუხედავად, ჰააგის მოსამართლეები სრულად უგულებელყოფენ ფაქტს, რომლითაც დასტურდება, რომ ორიჩას მოთარეშეებმა 1992 წლიდან 1993 წლამდე ცეცხლში ამობუგეს სრებრენიცას ახლომდებარე 153 სერბული სოფელი, მოკლეს მინიმუმ 3262 ადამიანი, რომელთა შორის სამხედრო მხოლოდ 880 იყო. ამასთან, მკვლელები მხოლოდბიჭებსა და კაცებსარ უსწრაფებდნენ სიცოცხლეს, კლავდნენ ქალებსაც, მოხუცებსაც, ბავშვებსაც. ადამიანებს გასვამდნენ ძელზე, შამფურებზე, აუპატიურებდნენ, ყელსა სჭრიდნენ, ცოცხლად წვავდნენ, თავს სჭრიდნენ, გულს ამოკვეთავდნენ. ნიშანდობლივია, რომ მსხვერპლზე მასობრივ თავდასხმებს ქრისტიანულ ზეიმებს უსადაგებდნენ. ორიჩას ყასბების ამგვარი დანაშაულის ფაქტები დაფიქსირებულია, მაგრამ ჰააგას ჯიუტად არ სურს, ყურად იღოს ეს დოკუმენტურად დამტკიცებული დანაშაულობანი. ეგებ იმიტომ, რომ 20 წლის განმავლობაში ბრალმდებელთა არსენალში აღმოჩნდა მხოლოდ ერთი დოკუმენტური მამხილებელი _ საეჭვო ხარისხის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ხვრეტს სერბული ქვედანაყოფი ოთხ ადამიანს: გაუგებარია სად და გაუგებარია რისთვის.

მაგრამ ნასერ ორიჩას მიმართ სწორედაც გასაგებია _ ვინ, როდის და რისთვის. “1993 წლის იანვარში, ვნების ღამეს, ორიჩი მეთაურობდა სერბულ სოფლებზე თავდასხმებს, _ ამ ფაქტს აღიარებს ფრანგი გენერალი ფილიპ მორიიონი, რომელსაც ვერავინ დასწამებდა სერბების მიმართ სიმპათიურობას, _ იქ იყო მოჭრილი თავები, მუსლიმთა ქვედანაყოფებმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს”.

ორიჩას წინააღმდეგ ჩვენება მისცა სრებრენიცას ცნობილმა მუსლიმმა პოლიტიკურმა მოღვაწემ იბრან მუსტაფიჩმა, რომელმაც თავის წიგნში “დაგეგმილი ქაოსი” გადმოგვცა მუსლიმი მეთაურის სპეციფიკური მოგონებანი:

“ტყვეების დახოცვა ციხის შესასვლელში დავიწყეთ. მე მერგო სლობოდან ილიჩი, წვერიანი და ცხოველივით ბანჯგვლიანი კაცი. იგი მე მიცქერდა და სიტყვას არ ამბობდა. ავიღე და თვალში ჩავარტყი ხიშტი. ხმა არ ამოუღია. მაშინ მეორე თვალში ჩავარტყი, მაგრამ არც განძრეულა. პირველად ამ ომში მაშინ შემეშინდა და ყელი გამოვჭერი”.

ამ წიგნის გამო მუსტაფიჩს რამდენჯერმე თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მონაწილეობს ორიჩას სასამართლო პროცესში, როგორც ბრალდების მოწმე. მასთან ერთად კიდევ 12 მოწმეა…

გენერალი მლადიჩი ჰააგის ციხეში სიკვდილს ებრძვის, “ბრიგადის გენერალინასერ ორიჩა თავისუფლების ჰაერით სუნთქავს, მაგრამ ერთიცა და მეორეც მხოლოდ პაიკებია დასავლეთის ბინძურ გეოპოლიტიკურ ომში. სერბი მხედართმთავრის სიკვდილი აშშ-სა და ევროკავშირს იმისთვის სჭირდება, რათა საუკუნოდ დააკანონოს იუგოსლავიის დანაწევრება და მთელი მისი ტერიტორიის ახალი მსოფლიო წესრიგის დაქვემდებარებაში გადასვლა. ორიჩა კი ხურდა ფულია, ძვლის ნატეხია, რომელიც შეიძლება გადაუგდონ კიდეც სერბეთის ახლანდელ ხელმძღვანელობას, რათა მისგან უფრო მეტი ლოიალობა მიიღონ და მოსთხოვონ, თავი დაანებოს რუსეთისკენ თვალის გაპარებას.

ალექსე ტოპოროვი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here