თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიაშვილი ხვალ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის საქმეს განიხილავს.
პროცესი საქმეში არსებულ ექიმის ცემის ეპიზოდს ეხება, რის შედეგადაც შესაძლოა, ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდეს.
ბრალდების მხარე მოლაშვილს ექიმის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.
საქმე შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახი მოსამართლეს მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ ცნობას წარუდგენს.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ 2004 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და თანხების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს.
2005 წელს მოსამართლე ლევან მურუსიძემ მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ საპყრობილეში 4 წელი გაატარა და 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ პატრიარქის თხოვნის საფუძველზე შეიწყალა.
შეწყალებული 8-წლიანი მკურნალობის შემდეგ 2016 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.