Home სხვადასხვა დაიჯესტი წყალბადის ავტომობილი: კაცობრიობის მომავალი

წყალბადის ავტომობილი: კაცობრიობის მომავალი

ჩინეთმა დაიწყო ინვესტიციების ჩადება წყალბადზე მომუშავე მანქანებში

1158
წყალბადის ავტომობილი: კაცობრიობის მომავალი

10 წლის წინათ Top Carის (იმხანად ის მიჰყავდა კლარკსონს, ჰამონდსა და მეის) მე-12 სეზონის მეშვიდე ეპიზოდში ჯეიმს მეიმ გამოსცადა ელექტროავტომობილი Honda Clarity. შემდეგ ჯერემი კლარკსონმა დაწერა სტატია, რომელშიც ამბობდა, რომ ამ სიუჟეტს ისეთი რეაქცია არ გამოუწვევია, როგორის იმედიც ჰქონდათ. მაგრამ მანქანა, რომელზეც იყო საუბარი, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მათ შორის, რომლებიც შეიქმნა არა Ford Model Tის, Bugatti Veyronის ან Tesla, არამედ Honda Clarityის გამოშვების შემდეგ.

სიუჟეტი მთავარზე

ეს იყო არა უბრალოდ ავტომობილი ბატარეებზე ან ჰიბრიდი Toyota Prius-ის ტიპის, არამედ ავტომობილი მინიელექტროსადგურით, რომელიც წყალბადს გარდაქმნის ელექტრობად; ბაკი განთავსებულია იქ, სადაც აქვს ჩვეულებრივ მანქანებს. ოღონდ ბენზინის ან დიზელის ნაცვლად საწვავად იყენებენ შეკუმშულ წყალბადს. შემდეგ სპეციალურ ნაკვეთურში წყალბადი შედის რეაქციაში ჟანგბადთან და საკმაოდ რთული პროცესის შემდეგ მიიღება ელექტრობა, რომელიც შემდეგ მიემართება ელექტროძრავისკენ და აბრუნებს ბორბლებს, როგორც ჩვეულებრივ ელექტრომობილში.

რატომ არის Clarity მომავლის მანქანა? იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ელექტრომობილის დამუხტვას მთელი ღამე სჭირდება, თანაც, ყოველი 100 კმ-ის გავლის შემდეგ ხელახლა უნდა დაიმუხტოს. Clarity-ი კი, უბრალოდ, უნდა შეივსოს წყალბადით (ამას 2-3 წუთი დასჭირდება), როგორც ბენზინზე მომუშავე მანქანა, და შესაძლებელი იქნება 500 კმ-ზე მეტის გავლა. ნავთობისგან განსხვავებით წყალბადი არასოდეს გათავდება, რადგან ეს ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტია სამყაროში. და კიდევ _ წყალბადის მანქანებიდან, წყლის გარდა, სხვა არაფერი გამოიყოფა.

2009 წელს მსოფლიომ, სამწუხაროდ, ვერ შეამჩნია Clarity-ი და ჩაჯდა ჰიბრიდებში _ Prius-სა და Lexus PX 40h-ში. ჰიბრიდები სინამდვილეში არ აგვარებს პრობლემას, რადგან ამ მანქანებს არ შეუძლია უბენზინოდ მოძრაობა, უფრო მეტიც, როდესაც ჰიბრიდების ბატარეები საბოლოოდ კვდება, მათი უტილიზაცია, მეცნიერთა აზრით, ძალიან აზიანებს ეკოლოგიას, უფრო მეტად, ვიდრე ბენზინზე მომუშავე მანქანები.

დიდი პრობლემა

ასეთი პრობლემები, ჩვეულებრივ, ფულით გვარდება, მაგრამ ავტომრეწველობას ფული არ აქვს, რადგან უზარმაზარ თანხას ხარჯავს ეკონომიკური ნორმების დარღვევის საკომპენსაციოდ. სანავთობე კომპანიებსაც არ აქვთ ფული, რადგან დღეს ბარელი ნავთობი 65 დოლარი ღირს, ამასთანავე, რატომ უნდა აწარმოონ მენავთობეებმა წყალბადი, თუკი ნავთობის გაყიდვა უფრო იოლია? მთავრობები? აშშ-ის ფული არ აქვს, მას თვითონ აქვს მილიარდობით ვალი. იაპონიაში “ტოიოტამ” შექმნა წყალბადის ავტომობილი Toyota Mira, რომელმაც ყურადღება ვერ მიიპყრო, როგორც “ჰონდას” ავტომობილმა. მაგრამ არსებობს ჩინეთი, რომელიც მიხვდა, რომ მომავალი წყალბადის ავტომობილს ეკუთვნის. და ჩინეთის მთავრობამ ფულის ჩადება დაიწყო წყალბადზე მომუშავე მანქანებში. მიმდინარე წლის მარტში ჩინელებმა გამოუშვეს წყალბადის პირველი ავტომობილი _ Wuhan Grove Hydrogen Automobile Co.

ეს არ არის წყალბადზე მომუშავე მორიგი ავტომობილი Clarity-ს ან Mirai-ს ტიპის. ეს არის წყალბადის ავტომობილი, რომელსაც წყალბადის სავსე ბაკით შეუძლია 1000 კმ-ის გავლა.

ჩინელები გეგმავენ, 2020 წელს გაყიდონ 5000 ასეთი ავტომობილი, 2025 წელს _ 50 000, ხოლო 2030 წელს _ მილიონი, რა თქმა უნდა, ავტომობილების გარდა, ჩინელები ქმნიან ინფრასტრუქტურასაც, წყალბადით გასამართ სადგურებს, ქარხნებს და .. როგორც ჩანს, კაცობრიობა მალე გადავა წყალბადის ეპოქაში, ისევე, როგორც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გადავიდა ცხენიდან შიგაწვის ძრავაზე.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here