Home ახალი ამბები წიქარიშვილი: არ ვნანობ ჩადენილ საქციელს

წიქარიშვილი: არ ვნანობ ჩადენილ საქციელს

1134

 

მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის დასრულების შემდეგ განაცხადა,ის არ ნანობს ჩადენილ საქციელს.

წიქარიშვილის განცხადებით  ის “თეთრ ხმაურთან” ერთად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის ბრძოლას გააგრძელებს და კონკრეტულ შედეგებს საგაზაფხულო სესიაზე ელოდება.

რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც წიქარიშვილს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან, წიქარიშვილი ვარაუდობს, რომ ამ მუხლით გამოძიება სავარაუდოდ შეწყდება.

მოსამართლემ წიქარშვილს 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა 24 იანვარს მიუსაჯა. სასამართლომ განმარტა, რომ სხვა ადმინისტრაციული სასჯელი, კერძოდ, ჯარიმა ვერ უზრუნველყოფდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებს.

ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა სასამართლომ თეთრი ხმაურის ლიდერს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო, რა დროსაც რეჟისორი ბექა ბზიავა და მოძრაობა თეთრი ხმაურის“ ლიდერი, ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა, წიქარიშვილს კი პატიმრობა მიესაჯა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here