Home სხვადასხვა დაიჯესტი ცოლ-ქმარი თავის ვაჟზე ძალადობდა და მის მომსახურებას პედოფილებს სთავაზობდა

ცოლ-ქმარი თავის ვაჟზე ძალადობდა და მის მომსახურებას პედოფილებს სთავაზობდა

1014
ცოლ-ქმარი თავის ვაჟზე ძალადობდა და მის მომსახურებას პედოფილებს სთავაზობდა

48 წლის ბერინ ტახა და მისი 39 წლის ქმარი კრისტიან ლისი ორი წლის განმავლობაში საკუთარ ვაჟს აიძულებდნენ, სექსუალური კავშირი დაემყარებინა პედოფილებთან. 10 წლის ბიჭისთვის კლიენტებს სუტენიორი მშობლები დარკნეტში (დაფარული ინტერნეტი) პოულობდნენ, _ იუწყება Daily  Mail.

კრისტრიან ლისი, ბიჭის მამინაცვალი, რომელიც ყმაწვილს მამად მიაჩნდა, ნასამართლევი იყო ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით. ამას ხელი არ შეუშლია ბერინ ტახასთვის,  იგი საკუთარ სახლში მიეყვანა და შემდეგ ეძალადა შვილზე. სასამართლო სხდომაზე ქალმა განაცხადა, რომ თავდაპირველად ქმრის გულის მოგებას შეეცადა, შემდეგ კი ფულის საშოვნელად გამოიყენა ბიჭი.

ცოლ-ქმარს 60-მდე ბრალდება წაუყენეს, რომელთა შორის იყო მცირეწლოვანის გახრწნა, პროსტიტუციის იძულება, გაუპატიურება და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება. მათთან ერთად სასამართლოს წინაშე წარდგა რამდენიმე კლიენტი-პედოფილი. მაგალითად, ესპანეთის მოქალაქე ბავშვის გაუპატიურებისთვის 10 წლით ციხეში ჩასვეს. ბერინ ტახას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მის ქმარს _ 12 წლით. ამას გარდა, შვილს კომპენსაციის სახით 50 ათასი დოლარი უნდა გადაუხადონ. ბიჭი ერთმა ოჯახმა იშვილა და, ადვოკატის თქმით, თავს კარგად გრძნობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here