Home რუბრიკები საზოგადოება ჩინური კომპანიების 70%-ზე მეტი ეკოლოგიურ სტანდარტებს არღვევს

ჩინური კომპანიების 70%-ზე მეტი ეკოლოგიურ სტანდარტებს არღვევს

727

ჩინეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს, 2017 წლისთვის ჰაერის დაბინძურების დონე 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით შეამციროს და “დაუბრუნოს ჩინეთს ლურჯი ცა”.


ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია ქვეყნის 28 ქალაქის საწარმოებში ორი თვის განმავლობაში ატარებდა ინსპექციას ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის შესამოწმებლად, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მათი 70,6% ამ სტანდარტებს არღვევს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სამინისტროზე დაყრდნობით. ინსპექტირება ჩატარდა პეკინში, ტაინცზინსა და ახლომდებარე ქალაქებში, აგრეთვე ჰებეის პროვინციაში.

ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტრო: გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 785 საწარმოში ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო უხარისხო მოწყობილობები იყო დამონტაჟებული და შესაბამისად მავნე გამონაბოლქვი ბევრად აჭარბებდა დასაშვენ ნორმას.

სპეციალურმა კომისიამ მუნიციპალურ ხელისუფლებას მიმართა მოთხოვნით, გამოიძიოს აღნიშნულ საწარმოებში ვითარება და აღმოფხვრას დარღვევები.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის პროგრამა ერთი წლის განმავლობაში იმუშავებდა და ინსპექტირებაში ჩართული იქნებოდა დაახლოებით 5,6 ათასი თანამშრომელი. შესაბამისად, ეს ყველაზე მასშტაბური კამპანიაა გარემოს დაცვის სფეროში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here