Home სხვადასხვა დაიჯესტი შოტლანდიაში ჩატარებულმა არჩევნებმა გაერთიანებული სამეფოს დაშლა მოაახლოვა

შოტლანდიაში ჩატარებულმა არჩევნებმა გაერთიანებული სამეფოს დაშლა მოაახლოვა

შოტლანდიის დამოუკიდებლობა ბრიტანეთის იმპერიის კრახს გამოიწვევს

167
შოტლანდიაში ჩატარებულმა არჩევნებმა გაერთიანებული სამეფოს დაშლა მოაახლოვა

შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს” _ ასეთი სათაურით დაიბეჭდა გაზეთები დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ რეგიონში. ლონდონში გამოცემულმა პრესამ კი სხვა ტონალობა აირჩია და იუწყებოდა, რომ შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ (შნპ), რომელიც გაერთიანებული სამეფოდან გასვლის იდეას უჭერს მხარს, ვერ შეძლო რეგიონულ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება. არჩევნების შედეგების როგორი განსხვავებული შეფასებებია! ამასთანავე, არცერთი მხარის პრესას არ უთქვამს ტყუილი.

შოტლანდიაში არჩევნები 6 მაისს ჩატარდა, მაგრამ პანდემიის საბაბით ბიულეტენების დათვლა მეორე დღეს დაიწყო, წინასწარი შედეგები კი 8 მაისს გამოცხადდა. ამასთანავე, არანაირი ეგზიტპოლი გათვალისწინებული არ ყოფილა.

შოტლანდიის ნაციონალური პარტია დამაჯერებლად რომ გაიმარჯვებდა, ეჭვი არავის ეპარებოდა. საკითხავი იყო, შეძლებდა თუ არა ეს ძალა აბსოლუტური ერთპარტიული უმრავლესობის მოპოვებას.

ერთხელ (2011 წელს) ეს უკვე შეძლო. სამი წლის შემდეგ ჩატარდა დამოუკიდებლობის პირველი რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვით ბრიტანეთის ერთიანობის შენარჩუნებას მხარი დაუჭირა რეფერენდუმის მონაწილეთა 55-მა პროცენტმა. უკვე იმხანად განაცხადეს სეპარატისტებმა, რომ იტოვებენ რეფერენდუმის განმეორებით ჩატარების უფლებას იმშემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა პოლიტიკური ვითარებადა ასეთი ვითარება, როგორც შნპის ლიდერები მიიჩნევენ, გასულ წელს შეიქმნა, როცა ბრიტანეთი საბოლოოდ გავიდა ევროკავშირიდან (შოტლანდიელთა უმრავლესობამ ხმა ბრექსიტის წინააღმდეგ მისცა). ამიტომ ამ არჩევნებზე სეპარატისტები ამომრჩევლებს დაჰპირდნენ, რომ გამარჯვების შემდეგ ახალ რეფერენდუმს ჩაატარებდნენ 2023 წლამდე.

საბოლოოდ შნპ-მ მიიღო 61 ადგილი ჰოლირუდში (ასე ეძახიან შოტლანდიელები თავიანთ პარლამენტს არაოფიციალურად), აბსოლუტურ უმრავლესობამდე კი ერთი სადეპუტატო მანდატი დააკლდათ. რეგიონულმა პრესამ მყისვე დაადანაშაულა ლონდონური გამოცემები მანიპულაციაში, რომ ისინი სეპარატისტების მნიშვნელოვანი გამარჯვების დაკნინებას ცდილობენ. და აქ ისინი სრულიად მართლალი არიან. საქმე ის არის, რომ რეგიონულ პარლამენტში, აგრეთვე, შევიდა 8 დეპუტატი მწვანეების პარტიიდან, რომელიც შნპის მსგავსად მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოდან გასვლას. ამრიგად, სეპარატისტებმა მოიპოვეს დიდი უმრავლესობა: 72 მანდატი 129-დან. შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეებს მხარი დაუჭირა ამომრჩევლების 50%-ზე მეტმა, მოწინააღმდეგეებს კი _ 48%-მა. ამ შედეგების გათვალისწინებით, რეფერენდუმის განმეორებით ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებას სეპარატისტები მოიპოვებენ. და ეს ემთხვევა ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს. მაგრამ საკითხავია, შეძლებენ თუ არა შნპ-ის ლიდერები დამოუკიდებლობის შესახებ კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები იყომთელი თაობის არჩევანიდა ყველას დაჰპირდა, რომ ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ყველანაირად შეუშლიდა ხელს. შოტლანდიაში საარჩევნო უბნების დახურვიდან მეორე დღეს ჯონსონმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ THE DAILY TELEGRAPH და რეფერენდუმის ჩატარების იდეასუპასუხისმგებლო და უაზროუწოდა.

შოტლანდიაში ჩატარებულმა არჩევნებმა გაერთიანებული სამეფოს დაშლა მოაახლოვა

შნპ-ის ლიდერისა და შოტლანდიის პირველი მინისტრიეს, ნიკოლა სტარჯენის, პასუხი იყო მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი: რეფერენდუმი ჩატარდება ნებისმიერ ამინდში”. თავისი პარტიის გამარჯვების კომენტირებისას სტარჯენმა გააფრთხილა ჯონსონი, რომ საყოველთაო გამოკითხვის ორგანიზების ბლოკირების შემთხვევაში ის (ჯონსონი) გამოვა არა მისი პარტიის, არამედ “შოტლანდიელი ხალხის ნების წინააღმდეგ”.

პოლიტიკურმა ექსპერტმა ოლაფ სტანდომ კონსერვატორებს შეახსენა, რომ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა დევიდ კემერონს, როცა ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა, 37%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. ამჟამინდელმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა კი ჩათვალა, რომ ევროკავშირიდან გასვლის მანდატის მისაღებად ხმების 43 პროცენტიც საკმარისია. შესაბამისად, ექსპერტის აზრით, შოტლანდიელ სეპარატისტებს ახლა რეფერენდუმის ჩატარების გაცილებით მეტი უფლება აქვთ. შემთხვევითი არ არის, რომ შოტლანდიელები ალაპარაკდნენ ისეთ რეფერენდუმზე, როგორიც 2017 წელს კატალონიაში ჩაატარეს, ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი აკრძალვის მიუხედავად.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბორის ჯონსონმა გადაწყვიტა, მშვიდობისმყოფელის როლი ეთამაშა და ოპონენტებისთვის ზეთისხილის რტო გაეწოდებინა. მან დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს სამი სუბიექტის _ შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის _ ლიდერებს შესთავაზა, შეკრებილიყვნენ “ერთობის სამიტზე”, რომელსაც უკვე უწოდა გაერთიანებული სამეფოს გუნდი (Team UR).  ბრიტანეთის პრემიერმა მისთვის დამახასიათებელი პათოსით მოუწოდა სტარჯენს, ერთობლივი ძალებით ებრძოლონ “ისტორიაში უპრეცედენტო გამოწვევებს”. და არც ერთი სიტყვა იმაზე, რომ ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა არის შოტლანდიელთა სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, დადასტურებული ახალი რეფერენდუმით. ჯონსონმა, რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობის კატეგორიულად მიუღებლობის მიუხედავად, ბოლო ქმედებებიდან გამომდინარე, უკვე დაიწყო არჩევნებისთვის აქტიური მზადება. ბოლოს და ბოლოს, ინგლისის (ლაპარაკი აღარ არის გაერთიანებული სამეფოს სხვა სუბიექტებზე) მცხოვრებთა უმრავლესობამ რეგიონულ არჩევნებზე უკვე აღიარა შოტლანდიელთა უფლება რეფერენდუმის განმეორებით ჩატარებაზე სეპარატისტების გამარჯვების შემთხვევაში.

რამდენიმე ბრიტანული გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი მოეთათბირა მთავრობის წევრებს შოტლანდიაში ავტოსტრადებისა და სარკინიგზო ხაზების შესაკეთებლად და მშენებლობისთვის რამდენიმე მილიარდი გირვანქა სტერლინგის დაბანდების შესახებ, რათა დაარწმუნოს შოტლანდიელები ერთიანი სახელმწიფოს უპირატესობაში.

მთავარი წინაღობა ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მომხრეებისთვის არის ის, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ძირითადად, გამოდიან ხანში შესული ადამიანები. სეპარატისტების ელექტორატის დიდი ნაწილი კი ახალგაზრდობაა. სწორედ ეს არის შნპ-ის რეიტინგის მატების ძირითადი მიზეზი. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი რეფერენდუმის შემდეგ მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა, რომელიც კარგად ერკვევა ბრიტანეთის მოწყობის დეტალებში, განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში “შოტლანდიის თვითმმართველობა გარდაუვალი იქნება”.

ბოლო გამოკითხვამ, რომელიც 16-დან 35 წლამდე შოტლანდიელ ახალგაზრდებს შორის ჩატარდა, აჩვენა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ბრიტანეთისგან გამოყოფის მხარდაჭერის დონე 62%-ია; მაგრამ, ერთიანი სახელმწიფოს მომხრეების სასიხარულოდ, ეს მაჩვენებელი 31%-ამდე დავა, თუ ახალგაზრდობას დაარწმუნებენ, რომ გაერთიანებული სამეფოს დატოვებით შოტლანდიაში ცხოვრების დონე გაუარესდება. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ტაქტიკას აირჩევს ლონდონი მისთვის საგანგაშო ტენდენციის შესაცვლელად _ ახალგაზრდებს დააშინებენ, რომ გაერთიანებული სამეფოდან გასვლის შემთხვევაში გაღარიბდებიან.

შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე დღის წინათ ჩატარებული არჩევნები შოტლანდიისთვის ახალი ეტაპია დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. პოლიტიკოსების რიტორიკიდან გამომდინარე, ბრძოლა უშეღავათო იქნება და, ფინალური შედეგებისგან დამოუკიდებლად, გაერთიანებულ სამეფოში ხანგრძლივი კონსტიტუციური კრიზისი გარანტირებულია.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here