შოთა აფხაიძე: დემოგრაფიული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ გადავშენდებით, არაბულ ურდოს ვერ გადავურჩებით

    ,,ქართველი ახალგაზრდები ისე გამოთაყვანდნენ, რომ ნარკოტიკის გამო დედას, დას, ცოლს ორ კაპიკად მიჰყიდან არაბებს“

    საქართველოში უკვე თვალში საცემია უცხოტომელთა სიმრავლე. სწორედ ამიტომ ქსელებში აქტიურად დაიწყო კამპანია _ უარი უთხარი ,,ვოლტისტაქსის წარმომადგენელს, თუ ქართველი არ ზის საჭესთან. გარკვეული ჯგუფები უკვე გეგმავენ აქციებს, რათა ხელისუფლება აიძულონ, გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი და აქტიურად ამუშავდეს საემიგრაციო სამსახური

    სტატისტიკა შემაძრწუნებელია _ 2023 წლის მონაცემებით, საქართველო დატოვა 100 300 ქართველმა, ქვეყანაში კი ჩამოვიდა 170 000 მიგრანტი.

     2025 წელს საქართველოში მუსლიმური ქვეყნებიდან ჩამოსული 255 000  მიგრანტი აღირიცხაროგორც გაირკვა, პაკისტანის, ინდოეთის, არაბული, აფრიკული და შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეს 500-დან 1500 ევრომდე უჯდება საქართველოში ჩამოსასვლელი სამუშაო ვიზა, ხოლო ფიქტიური სასწავლო მოწვევა _ 2000-2500 ევრო.

    ,,ქართული კომპანიები და უნივერსიტეტები, რომლებიც მიგრანტების შემოყვანით არიან დაკავებულნი, ყოველწლიურად 100 000 მოწვევას გზავნიან, რომელიც ჯამში 100-150 მილიონი ევროა. ჰოდა, ასეთ ,,ბიზნესს“, დავიჯერო, პირველი პირების გარეშე აწარმოებენ?!“ _ წერს თავის ფეისბუქგვერდზე `კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრისდამფუძნებელი შოთა აფხაიძე, რომელიც საქართველოში შექმნილ შემაშფოთებელ დემოგრაფიულ ვითარებაზე გვესაუბრება:

    _ საქართველოში შემაშფოთებელი ვითარებაა და ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა, რადგან ცალკეული ჩინოსნები თავიანთ მდგომარეობას ვითომ ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით იყენებენ და საქართველოში შემოჰყავთ უცხო ქვეყნების ათასი ჯურის წარმომადგენლები. არადა, სპეციალისტებთან ერთად დავსხედით, ვიანგარიშეთ და გავარკვიეთ, რომ  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს ამდენი მიგრანტის შემოყვანას. მაგალითად, გეტყვით, რომ ტაილანდური მასაჟების ცენტრებიდან ბიუჯეტში თითქმის არაფერი შედის. ეს ცენტრები სინამდვილეში ბორდელებია. აღრიცხულია ამ ე.წ. მასაჟების ცენტრების შემოსავლები, მათი მოგება დღეში 1200-1300 ლარია. ეს არის შავი ფული ამ ცენტრებში საბანკო ბარათით არ იხდიან. ფული რჩებათ ორგანიზატორებს _ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ცენტრებს ლობირებენ. პროსტიტუციას ეწევიან უცხოელები, მეპატრონეები არიან უცხოელები, ფულს იღებს მათი ლობი და ის, ვისაც ფართობი აქვს გაქირავებული; ბიუჯეტში კი, ვიმეორებ, კაპიკები შედის.

    სახელმწიფო პასუხისმგებელია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ამ ბორდელებისა და ნარკოკარტელების ორგანიზებით არიან დაკავებულნი. ესენი არიან ძალოვან სტრუქტურებში ჩაბუდებული ადამიანები, ზოგიერთი რაიონის გამგებელი და ისინი, ვინც მათ მაღალი ეშელონებიდან მფარველობს. ისინი ერთეულები არიან, მაგრამ, თუ მათი გაჩერება ვერ მოვახერხეთ, დავიღუპებით.

    არსებობს ტურისტული სააგენტოები, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მფარველობენ. ამ სააგენტოების ფეისბუქჯგუფებში საჯაროდ განიხილავენ, მაგალითად, პაკისტანელები, რა ღირს სასწავლო ან სამუშაო ვიზები, რომლებიც ფიქტიური ვიზებია. ისინი აქ გასაჩერებლად მოდიან და ამას 2000 დოლარად ახერხებენ, ასე იქცევიან შუა აზიიდან ჩამომსვლელებიც. ეს რისკის ჯგუფებია.

    მინდოდა, თურქმენეთიდან ჩამომეყვანა ჩემი მეგობარი, რომელიც კარგი რესტორატორია, მაგრამ არ შემოუშვეს, _ თურქმენეთი რისკის ქვეშ არისო. არადა, ამ ქვეყნიდან უამრავი ადამიანია ჩამოსული და ვიზებიც აქვთ. საქართველოში თურქმენეთიდან  ჩამოსული 1800 ადამიანი მუშაობს ტაქსის მძღოლად. ხელისუფლების წარმომადგენლებს ექვემდებარებიან კომპანიები, რომლებიც მათ ამუშავებენ და ყოველწლიურად 100-150 მლნ დოლარს გამოიმუშავებენ. ეს ფული ჩამოყვანითა და მათთვის ვიზების გაცემით აქვთ, მერე კი სამუშაო ადგილებს აძლევენ. თურქმენი და პაკისტანელი ემიგრანტები კაპიკებზე მუშაობენ, ჩვენი მოქალაქეები კი  უფრო დიდ თანხას მოითხოვენ. კომპანიებს იაფი მუშახელი ურჩევნიათ და ქართველები უმუშევრად რჩებიან, რაც იმის მიზეზი ხდება, რომ ქვეყნიდან გადიან. ანალოგიური რამ ხდება მშენებლობებზეც და, საერთოდ, ყველა სფეროში.

    რამდენიმე დღის წინათ შევედი ერთ-ერთ რესტორანში, ,,მაი შეფი“ ჰქვია. ვიღაც მომიახლოვდა და დამტვრეული ქართულით მითხრა, აქ თქვენი ადგილი არ არისო. გამიკვირდა, ვკითხე, _ რატომ  არ არის ჩემი ადგილი-მეთქი; მიპასუხა, რომ წმინდა რამადანის დღეებია და იმიტომო. ვუთხარი, რომ ვიცი, რაც არის რამადანი, ხელს არ გიშლით, თანაც კონსტიტუციაში არ გვიწერია, რომ რესტორანი მხოლოდ მუსლიმანებისთვის უნდა იყოს. კანონი ყველასთვის კანონია, თუ ასე არ არის, მაშინ სახალიფო გვქონია და შარიათის კანონებით ვიცხოვროთ

     ამ პროცესს ვიღაც ძალიან დიდი ადამიანი მფარველობს. ეს ადამიანი ვინ არის, ამაზე უნდა ვიფიქროთ. ფაქტია, რომ სახელმწიფო ამის მომხრე არ არის, ეს კონკრეტული ადამიანების ბიზნესია.

    ვინმემ მიკერძოებაში რომ არ ჩაგვითვალოს და არ თქვას, მხოლოდ თურქმენეთსა და პაკისტანზე ლაპარაკობთო, ვიტყვი, რომ, მაგალითად, რუსეთში ჩვენ 90 დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდებით, საქართველოში კი რუსებს შეუძლიათ 365 დღე დარჩნენ. ამ რუსებს ბიუჯეტში ფული არ შეაქვთ, დიდი ალბათობით, აქვთ ნარკობიზნესი, ტურისტული ბიზნესი და ამით დიდძალ ფულს შოულობენ. ამას უეჭველი ვიღაც მფარველობს. დიდ თანხაზეა საუბარი, წელიწადში დაახლოებით 100 მილიონზე, რომელსაც ადგილობრივი მაღალჩინოსანი იღებს. ის, ალბათ, იმ გვარის წარმომადგენელია, იმ ფეოდალების, რომლებიც თავის დროზე გლეხებს ჰყიდდნენ. მათთვის დიდძალი  თანხაა 100 მილიონი. ძალიან დიდი თანამდებობის ადამიანი უდგას ამ ყველაფერს სათავეში. ვიცი, რომ ხელისუფლებაში მყოფთაგან ბევრს არ მოსწონს ეს ამბავი და პირად საუბრებშიც აღნიშნავენ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ აქვთ, ამის შემჩერებელი არავინ არის. სწორედ ამიტომ ფორმდება უვიზო რეჟიმი საშიშ ქვეყნებთან, თანაც უვადოდ.

    მიგრაციის სამსახურში მივედი. იქ წამყვანი თანამდებობის პირმა მითხრა: რა ვქნათ, სახელმწიფომ გაგვაფრთხილა, ხელი არ ახლოთ ასეთ დაწესებულებებსო… რესტორან ,,მაი შეფში“ არც ერთი ქართველი არ მუშაობს, ერთი გოგო ჰყავთ _ აჭარელი მუსლიმი, რომელიც  აგრესიულია ქრისტიანების მიმართ. ასეთ რესტორნებში არ იციან სახელმწიფო ენა. არადა, კონსტიტუციით ევალებათ, სახელმწიფო ენაზე გვესაუბრონ. გარდა ამისა, არც ერთი მათგანი სამსახურში ოფიციალურად არ არის გაფორმებული. აი, ასეთი საშინელი რეალობის წინაშე ვდგავართ.

    _ სირიელი დევნილების საქართველოში შემოსვლაზე დიდი ამბები იყო ატეხილი, საპროტესტო მიტინგებზეც ვიდექით, მაგრამ დღეს სირიელებიც შემოდიან და არაბული ქვეყნებიდან დიდი ინვესტიციაც შემოდის. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? რამდენიმე ხნის წინათ სოციალურ ქსელში ვნახე, რომ საემიგრაციო სამსახური საბუთებს უმოწმებდა ემიგრანტებს

    _ ამას წინასაარჩევნოდ აკეთებენ, ფონს ქმნიან, რომ ვითომ ამოწმებენ და ქვეყნიდან გაუშვებენ იმ მიგრანტებს, რომელთა აქ ყოფნაც ქართველ საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს…

    _ ეს ასე იოლად არ გამოვა, რადგან საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აღიზიანებს მიგრანტების თარეში. რა უნდა გავაკეთოთ?

    _ სახელმწიფო უნდა ვაიძულოთ, გაამკაცროს სავიზო რეჟიმი.

    ერთმანეთის ქილიკი და ჭამა უნდა დაასრულონ კონსერვატორული ძალების წარმომადგენლებმა, უნდა გაერთიანდნენ და ქუჩაში გამოვიდნენ, რათა  სახელმწიფო ვაიძულოთ, გაამკაცროს სავიზო რეჟიმი და აქედან გავყაროთ ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის მომტანი ადამიანები. სასწრაფოდ უნდა გაიხსნას აღმაშენებლის გამზირის ის გადაკეტილი ნაწილი, რომელსაც არაბულ ქუჩას უწოდებენეს დასასრულებელია. უნდა გავარკვიოთ, ვინ ლობირებს ამ ბინძურ საქმეს. და, სანამ ტელევიზიებში დავიწყებთ ამაზე ლაპარაკს, ჯობია, ამ საქმეს დედაქალქის მერიამ მიხედოს.

    _ ტელევიზიები ამ საკითხზე სასაუბროდ არ მიგიწვევენ

    _ მიმიწვევენ, უკვე ვსაუბრობთ და ყველა შეწუხებულია. აუცილებლად გაიხსნება ეს თემა და ტელევიზიებიც ისაუბრებენ.

    საკმაოდ რთული ვითარებაა და, საბედნიეროდ, ყველა სულგაყიდული არ არის. ბევრ ადამიანს აშფოთებს მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ეს სერიოზული პრობლემაა, ქართველები შეიძლება ფიზიკურად გავქრეთ.

    _ ქვეყნიდან გადიან ახალგაზრდები და თითქმის ორჯერ მეტნი შემოდიან მუსლიმური ქვეყნებიდან

    _ ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია და კატასტროფაზე მიუთითებს. ამ კატასტროფას კი სულ ერთი და ორი ადამიანი ქმნის. უნდა ამოვიღოთ ხმა, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში…

    _ თქვენ დაბრუნდით საქართველოში და მიგრაციის საკითხებით აქტიურად  დაკავდით. რამეს ხომ არ გეგმავთ?

    _ დიდი ხანია, ვფიქრობ ამ საკითხზე. ჩამოვედი და საშინელებას ვუყურებ. უცხოეთშიც ბევრს ვფიქრობდი იქაური საემიგრაციო სამსახურების მუშაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობენ ორგანიზაციები ქვეყანაში მიგრანტების შესვლის კონტროლზე. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც უცხო ქვეყნებში ვნახე, ვფიქრობ, საქართველოში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გავაკეთო.

    აუცილებლად მოვიფიქრებთ ისეთ რამეს, რაც ყველას გამოიყვანს ქუჩაში, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც უნდა იყოს. აქ, პოლიტიკაზე კი არა, საქართველოს გადარჩენაზეა საუბარი. ჩვენი დემოგრაფიული მონაცემები აჩვენებს, რომ გადავშენდებით, არაბულ ურდოს ვერ გადავურჩებით, თანაც იმ ვითარებში, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა ნარკოტიკით არის გაჟღენთილი. ისე  გამოთაყვანდნენ, რომ ნარკოტიკის გამო დედას, დას, ცოლს ორ კაპიკად მიჰყიდან არაბებს. 

    _ ერთხელ ჩემს სახლთან ახლოს ხალხმრავლობა იყო, გაირკვა, რომ ადამიანები მეტადონის პროგრამისთვის იდგნენ. გავოცდი, ზღვა ხალხი იყო, ქალებიც, ასაკოვანი ადამიანებიც

    _ ნარკოტიკების პროგრამებისთვის პოულობს ჩვენი სახელმწიფო ფულს, მაგრამ ვერ გამონახა თანხა იმისთვის, რომ ნარკოდამოკიდებულებს უმკურნალოს და სპორტდარბაზებში ატაროს. ახალგაზრდა თაობა ისეთი მომსპარია, ისევ ჩვენ თუ ვიზრუნებთ მათზე და ქვეყნის გადარჩენაზე. სხვა გზა აღარ დაგვრჩა, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ნარკოკარტელების, ბორდელების, კაზინოებისა და ყველანაირი გათახსირებული ბიზნესის წინააღმდეგ. გარდა ამისა, საქართველოში ურდოები არ უნდა გავაჭაჭანოთ.                                   

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here