ლტოლვილთა 3 ბანაკში გაჩენილი ხანძრის გამო, შვედეთში დაახლოებით 300 დევნილის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი ქალაქ ვეკშიოს, ბორისა და მალილეს ლტოლვილთა ბანაკებში გაჩნდა.
არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა და დაღუპულთა, ასევე ბანაკების დაწვის ბრალდებით დაკავებულ პირთა შესახებ.
სააგენტოს ცნობით, 2015 წელს ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად შეტანილ განცხადებათა რეკორდული რაოდენობა (163 ათასი) დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში ანტიმიგრანრული განწყობა გაძლიერდა და ლტოლვილთა ბანაკის დაწვის ფაქტებიც გახშირდა.