შვედეთის ქალაქ მალმეში ასობით ადამიანი მონაწილეობდა გაუპატიურების წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციაში. ნოემბერ-დეკემბერში ამ ქალაქში არასრულწლოვანთა სამი ჯგუფური გაუპატიურება მოხდა. ამის თაობაზე Daily Mail -ი იუწყება.
ნოემბრის დასაწყისში თავს დაესხნენ უმწეო გოგონას, მაგრამ ყველაზე საშინელი შემთხვევა დეკემბრის შუა რიცხვებში მოხდა.
ახალგაზრდების ჯგუფმა ქალაქის ცენტრში, ბავშვების სათამაშო მოედანზე, 17 წლის მოსწავლე გოგონა გააუპატიურეს, შემდეგ სასქესო ორგანოებზე ნავთი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიციამ ქალები და გოგონები გააფრთხილა, მზის ჩასვლის შემდეგ ქუჩაში მარტონი არ გამოვიდნენ. Daily Mail სამართალდამცავი ორგანოების მიერ სხვა განხორციელებულ ღონისძიებებზე არაფერს იუწყება.