Home ახალი ამბები საქართველო ღია მიმართვა „ქართულ ოცნებას“!

ღია მიმართვა „ქართულ ოცნებას“!

ე.წ. ოპოზიციის აქცია ჭავჭავაძის გამზირზე

მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვეთ, მაგრამ ქართველმა საზოგადოებამ მტერმოყვარეთათვის მოულოდნელად მაღალი ნდობა გამოგიცხადათ  იმ იმედით, რომ ძველ სიმღერას, რომელსაც პედერასტული დასავლეთის შიშით 12 ლის განმავლობაში მღეროდით, დღეს მაინც შეცვლიდით

“დღეს მაინც” იმიტომ, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკა 180 გრადუსით შეიცვალა _ დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში კონსერვატიულმა სიომ შეუქცევადად  დაუბერა და აშშ-ის პრეზიდენტად  დონალდ ტრამპის  არჩევამ ამ სიოს ქარიშხლად გადაქცევის პერსპექტივა გააჩინა. დიახ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ტრამპის მოსვლით ყველაფერი „ჰეფი ენდით“ დამთავრდა, ძალიან ცდება.

კი არ დამთავრდა ახლა იწყება მთავარი ბრძოლა, რადგან დონალდის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე უკვე დაუფარავად საუბრობენ ექსპერტთა  წრეებში. ტრამპის გახვრეტილი ყურიც რომ არა,  განა ერთი და ორი პრეზიდენტი გაუგორებიათ „დორჩარივით“ აშშ-ის ისტორიულ წარსულში.

ასე რომ, მისტერ ტრამპს დიდი სიფრთხილე მართებს, ძმები კენედების _ ჯონისა და რობერტის _  ბედი რომ არ გაიზიაროს,  ძმების, რომლებიც აშშ-ის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ტრილიონების მცველმა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შეუბრალებლად დახოცა.

სხვათა შორის, ტრამპიც კენედებივით კათოლიკე ქრისტიანია _ ეს ისე, ცნობისათვის, დასკვნების გამოსატანად.

ზემოთქმულს  თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ლგბტ-თა სახით გეოპოლიტიკაში გამოჩნდა ახალი ლიბერასტული ძალა, რომელიც პენტაგონზე არანაკლები რაოდენობის ტრილიონებს ატრიალებს, მტკიცებით ფორმაში შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ღმერთსა და სატანას შორის ომია, რომელშიც ქვა-ქვაზე აღარ არის დარჩენილი, ხოლო  მოკლე ხანში მართლმადიდებელი რუსეთი ბანდერულ-ფაშისტური უკრაინისგან მხოლოდ იმ პატარა ნაჭერს დატოვებს, რომელიც ტრამპის ინაუგურაციამდე შეუჭმელი დარჩება ვლადიმერ პუტინს.

ვატყობ, საკმაოდ შევტოპე მსოფლიო გეოპოლიტიკაში და,  საქართველოზე რისი თქმაც მინდოდა, ლამის მიმავიწყდა, მაგრამ,  მგონი, რაც “მიმავიწყდა”, არც ისე  უაზრო ბმაშია სათქმელთან…

„ოცნებავ“, რას სჩადთ, რას? კაცი ლამის დააბრმავეს, თქვენ კი –  “საქმეა აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს”-ო. იმ ნაძირალამ  ცესკოს თავმჯდომარეს მთელი საქართველოს თვალწინ რაღაც სიბინძურე შეასხა სახეში, ესენი კი შერლოკ ჰოლმსობენ, გამოძიება უნდაო…

ანდა აღარ უნდა დამთავრდეს, უკრაინა ჩვენი მეგობარია?  რატომ არის მეგობარი, მთელი ნაცბანდა რომ ჰყავს შეფარებული?

რამდენიმე კინკილა მიშარასტმა ცენტრალური გზა გადაკეტა და კარვები გაშალა,  თქვენ კი,  ვაი, სირცხვილო, რას იტყვის ევროპაო,_ უბატონოდ ხმას ვერ სცემთ.  საღამოს კი  ტელეეთერებიდან ცდილობთ მოსახლეობის დამშვიდებას: ნუ გეშინიათ, უვიზო რეჟიმს ვერ წაგვართმევენ, ღირსებით შევალთ ევროპაშიო… ზემოთ ვთქვი, არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება-მეთქი და აჰა, საფრანგეთში  მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერ მარი ლე პენს დაჭერას უპირებენ, გერმანიაში  კი არჩევნებში გამარჯვებული პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” გაუქმება უნდათ.

ნუთუ არ შეგიძლიათ, „ქართული ოცნების“ სახელით ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადოთ მარინ ლე პენს, პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის” და,  მათთან, აგრეთვე, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერმინისტრებთან,  რობერტ ფიცოსა და ვიქტორ  ორბანთან,  ერთად რაიმე სახის ბლოკი შექმნათ?

მაგრამ არა, თქვენ მაგის უკანალი ვინ მოგცათ?! თქვენ ისიც ვერ გაგიბედავთ, ნიკა გვარამიას ჰკითხოთ, ახლა რომ ჰალსტუხით გაჯგიმული დაეთრევა, ის პედერასტული კაბა თუ “ფოხანი” სადაა, რომლითაც პირდაპირ ეთერში დემონსტრაციულად გვათხლიშავდა ნერვებს, “ქათამი” ვარო…

ეეჰ, რამდენი რამ მრჩება უთქმელი მე შუნტირებულ, ორჯერ ინფარქტგადატანილ, ცალი ფეხით სამარეში მდგარ კაცს. აგერ, ახლა საათს გავხედე, დილის 4 გამხდარა უკვე,  ამიტომ, სანამ გულს არ “დაუსტუკებია”, ქოცების გასაგონად დავამთავრებ ვაჟა-ფშაველას  უკვდავ პოემა „სტუმარ-მასპინძლის“  გმირის – ზვიადაურის სიტყვებით, როდესაც ევროპაში ღირსებით შესვლაზე უარს გეტყვიან: “ტყუილად ცდილობთ, ღორებო, ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა”!

რაც შეეხება გადატვირთვას, აშშევროპა არ ვიცი, მაგრამ დროზე შეცვალეთ 12 წლის პატეფონი, თორემ ქართველმა კაცმა შეიძლება ქოცნაცები ერთად ჩაგტვირთოთ ისტორიის სანაგვეში!

ჯერჯერობით მაინც თქვენი ერთგული, ინტერნეტგამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” პოლიტიკური მიმომხილველი

დავით მხეიძე

                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here