Home რუბრიკები ეკონომიკა ქართული ღვინის ექსპორტმა მოიმატა. ყველაზე მეტი ღვინო რუსეთმა იყიდა

ქართული ღვინის ექსპორტმა მოიმატა. ყველაზე მეტი ღვინო რუსეთმა იყიდა

ღვინის ექსპორტშია ჭეშმარიტება

ღვინო

2018 წლის იანვარაპრილში საქართველომ მსოფლიოს 43 ქვეყანაში 59,2 მილიონი დოლარის ღირებულების 25 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა გასაყიდად.

ქართული ღვინის მომხმარებელთა შორის კვლავ ლიდერობს რუსეთი _ 2018 წლის ოთხ თვეში ქართული ღვინის ექსპორტმა რუსეთში 47%-ით მოიმატა და 16,2 მილიონი ბოთლი შეადგინა”, _ ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

წლის დასაწყისიდან საქართველომ მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიტანა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ქართული ღვინის შემსყიდველ ქვეყნებს შორის მეორე ადგილი დაიკავა უკრაინამ, სადაც 2,4 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. უკრაინაში ექსპორტის ზრდამ 27% შეადგინა. მესამე ადგილზეა ჩინეთი _ 1,8 მლნ ბოთლზე მეტი, ამასთანავე, ღვინის ექსპორტი ჩინეთში 24,6%-ით შემცირდა. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორთა ხუთეულში შევიდა ყაზახეთი (1,1 მილიონ ბოთლზე მეტი) და პოლონეთი (1 მლნ ბოთლზე მეტი). პირველ კვარტალში ექსპორტმა ყაზახეთში 84%-ით მოიმატა, პოლონეთში _ 24%-ით. ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება როგორც ტრადიციულ, ისე ევროპის, აშშ-ისა და აზიის ბაზრებზე: ღვინის ექსპორტმა იაპონიაში 139%-ით მოიმატა, ჩეხეთში _ 90%-ით, დიდ ბრიტანეთში _ 89%-ით, ნიდერლანდებში _ 83%-ით, სამხრეთ კორეაში _ 76%-ით, ბელარუსში _ 75%-ით, გერმანიაში _ 66%-ით, ლიტვაში _ 51%. იანვარ-აპრილის პერიოდში, აგრეთვე, ექსპორტირებულია 5 მილიონი ბოთლი ბრენდი (0,5 ლ) და 84 000 ბოთლი (0,5ლ) ჭაჭა.

ლუკა მაისურაძე

P.S. როგორც ხედავთ, ქართული ღვინის ძირითადი მომხმარებელია უზარმაზარი ბაზრის მქონე რუსეთი, რომელთან ურთიერთობაც ვერა და ვერ მოაგვარა საქართველოს ხელისუფლებამ. მოაგვარა კი არა, გარე ძალების წაქეზებითცხელი თავებიამ ურთიერთობას სულ უფრო ამწვავებენ, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, რომ შესაძლოა, რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები გადადგას და ქართული ღვინის, საერთოდ, ქართული პროდუქტების შეძენაზე უარი თქვას. და რას მოუტანს ეს საქართველოს ეკონომიკას, სულაც არ ანაღვლებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here