Home სხვადასხვა დაიჯესტი ქაოსი ბრიტანეთის პოლიტიკაში

ქაოსი ბრიტანეთის პოლიტიკაში

594
ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი _ ეს არის თავისებური სიმბოლო ყველაფერი ცუდისა, რაც კი არის ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტაში: თავხედი, ყოყოჩი, არც ისე ჭკვიანი და კარიკატურულობამდე თავდაჯერებული თავის უპირატესობაში გარშემო მყოფებზე. ეს თვისებები სრულად გამოამჟღავნა ბრიტანეთის პრემიერმა, როცა ვლადიმერ პუტინის გამოწვევა გადაწყვიტა.

ბორის ჯონსონმა ბრძოლაში გამოიწვია პუტინი და დამარცხდა, თანაც სამარცხვინოდ. ის დაჰპირდა რუსეთის ლიდერს იმის დამტკიცებას, რომ ლიბერალიზმი ცოცხალია, ვლადიმერ პუტინი კი მართალი არ არის, როცა ამბობს, რომ დასავლურ ლიბერალიზმს ვარგისიანობის ვადა გაუვიდაო. თანაც, ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტის “უმართებულო” გამონათქვამის დასამტკიცებლად მოიყვანა Bრეხიტ-ის შესრულება _ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა, რომელიც დანიშნულია ამა წლის 31 ოქტომბერს.

ბორის ჯონსონის საპროგრამო სტატიის სათაური ეჭვს არ ტოვებს და არ იძლევა ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას”. 31 ოქტომბრამდე ევროკავშირიდან გასვლით ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ვლადიმერ პუტინი მართალი არ არის”, _ წერდა ჯონსონი 30 ივნისის THE TELEGRAPHში.

ქაოსი ბრიტანეთის პოლიტიკაში

პრობლემა არის ის, რომ Bრეხიტ-ი 31 ოქტომბრამდე, ყოველ შემთხვევაში ისე, როგორის იმედიც აქვს ჯონსონს და როგორზეც წერდა ზემოაღნიშნულ სტატიაში, არ მოხდება. თანაპარტიელთა ნაწილმა უღალატა მას და პარტიას (აგრეთვე იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს). შედეგად ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ ხმა მისცა ბრიტანეთის პრემიერისთვის 31 ოქტომბერს ხისტი Brexit-ის განხორციელების შესაძლებლობის ჩამორთმევას. ამას გარდა, “ამბოხებულებმა” ოპოზიციასთან ერთად დაბლოკეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რათა ამომრჩევლებმა ხელისუფლების სათავეში არ მოიყვანონ რომელიმე “უმართებულო” პარტია. უფრო ნათელი მაგალითი ცნობილი ლოზუნგისა, რომ “დემოკრატია ხალხის ძალაუფლება კი არ არის, არამედ დემოკრატების ძალაუფლებაა”, ძნელი წარმოსადგენია. ამას გარდა, თუ ბრიტანეთის პრემიერი მაინც მოინდომებს Brexit-ის განხორციელებას, მას მოუწევს ან ხელისუფლების უზურპაცია (ხელისუფლება უნდა წაართვას პარლამენტს და საკუთარ თავს მიანიჭოს დიქტატორის უფლებამოსილება), ან ხელი მოაწეროს Brexit-ის იმ “მოღალატეობრივ” შეთანხმებაზე, რომელიც ბრიტანეთს ევროკავშირის უუფლებო კოლონიად გადააქცევს და რომელზეც დათანხმდა ჯონსონის წინამორბედი ტერეზა მეი, მაგრამ ძალიან არ მოსწონს ბრიტანელ ამომრჩეველს და თვითონ ბორის ჯონსონსაც. ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი ვარიანტიდან _ Brexit-ის გადადება, დიქტატურა ან ამომრჩევლების ღალატი _ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სწორედ თვითონ ბორის ჯონსონი პრინციპულად არ არის მართალი და დასავლური ლიბერალიზმი არ მუშაობს, რადგან ბრიტანეთის პოლიტიკური კლასი კატეგორიულ უარს ამბობს თავისი ამომრჩევლების პოლიტიკური ნების ცხოვრებაში განხორციელებაზე.

ყველა ბრიტანულსიკეთესთანერთად, შოტლანდიელები ახალ რეფერენდუმს ამზადებენ ინგლისისგან გამოსაყოფად. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ცხადყოფს, რომ შოტლანდიელთა უმრავლესობა საამისოდაა განწყობილი.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here