Home რუბრიკები საზოგადოება ფიცი მწამს, ნანუკა მაკვირვებს

ფიცი მწამს, ნანუკა მაკვირვებს

2115
ნანუკა ჟორჟოლიანი

გარწმუნებთ, თუ ჩემ შვილს თმის ერთი ღერი ჩამოუვარდება, ძალიან მძიმედ მოვთხოვ სახელმწიფოს და დარწმუნებული ვარ ყველა დედა ასე იზამსახლა, აქაც რომ მოვდიოდით, მარიამი ჩემთან ერთად არის და ვეუბნებოდი, რომ მოდი, შენ იქ არ გამოჩნდე მაინც, იმიტომ, რომ, შვილს როცა ეხება, გაცილებით რთულია

ყველას შვილზე ძალიან მძიმე მოსასმენია ის აღვირახსნილი კომენტარი, რითაც გია კორკოტაშვილმა ჩემს შვილს მიმართა”, _ განაცხადა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემაგანსხვავებულ აქცენტებშიდა სრულიად უტიფრად, ურცხვად, ისე, რომ ახლო წარსულს წამითაც არ გადაავლო თვალი, ისაუბრა იმაზე, რა მძიმეა დედისთვის შვილზე სიტყვიერი ძალადობაც კი.

დედისთვის შვილის კარგად ყოფნაზე მნიშვნელოვანი რომ არაფერია, ეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, მაგრამ წამით ის შვილმოკლული დედებიც გაიხსენეთ, რომელთა შვილებიც “ნაციონალური მოძრაობის” სასტიკმა რეჟიმმა ქუჩაში ჩახოცა.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, კორკოტაშვილმა ვრცელი სტატუსი მას შემდეგ მიუძღვნა, როცა “ჟურნალისტიკის მეტრმა” კოლეგებს მოუწოდა, საერთოდ არ დაეთმოთ ეთერი “ქართული მარშისთვის”. კორკოტაშვილის ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე, რომელსაც კორკოტაშვილმა უხამსად მიმართა. დასაგმობია “ქართული მარშის” წარმომადგენელის, გია კორკოტაშვილის, მიერ ნანუკას შვილის მიმართ სოციალურ ქსელში მიწერილი უცენზურო კომენტარი; ყოვლად დაუშვებელია შვილებზე ფსიქოლოგირი თუ მორალური ძალადობა და ეს საკამათო არ არის. საკამათოა ნანუკასნაირი ადამიანების დამოკიდებულება საკითხისადმი. სანდრო გირგვლიანს თმის ღერიც ჩამოუვარდა და სასტიკადაც აწამეს ოქროყანაში. დედამისი კი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ყველა დედას მხარში ამოდგომას სთხოვდა და იმხანად ან ახლა მაინც თუ გიფიქრიათ რეჟიმის მსხვერპლი დედაშვილის ტრაგედიაზე?! მაშინ რატომ ერთხელაც არ წამოგცდათ, როცა შვილს ეხება საქმე, რომ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი?! თქვენ არ გეხებოდათ ირინა ენუქიძის ტრაგედია და არც გადარდებდათ შვილმოკლული დედის სატკივარი?! სხვათა შორის, არც ახლაა გვიან. როდესაც ემოციით საუბრობთ იმაზე, რომ კორკოტაშვილმა თქვენს შვილს უცენზუროდ მიმართა, ახლო წარსულშიც გაიხედეთ, ახლა მაინც გამოხატეთ სინანული, რომ თავის დროზე, როდესაც ირინა ენუქიძეს სტკიოდა შვილი, მის გვერდით არ დადექით! ახლა მაინც სთხოვეთ პატიება ია მეტრეველს, რომ გულთან ახლოს არასდროს მიიტანეთ ქუჩაში დახვრეტილი მისი 19 წლის შვილის შემზარავი ტრაგედია! სხვათა შორის, დედები იმ სვან ბიჭებსაც ჰყავდათ, ქალბატონო ნანუკა, თქვენთან დარეკვის გამო ერეკლე კოდუას დავალებით რომ გაიტაცეს, სასტიკად სცემეს, მერე ციხეში გამოკეტა და ბოლოს საპროცესო შეთანხმებით გაუშვეს! მათ დედებსაც ჰკითხეთ, როგორ სტკიოდათ შვილების მდგომარეობა?! მათი დედების სატკივარზეც იფიქრეთ, ვისაც თქვენმა ყოფილმა მეუღლემ რამდენიმე ათეული ათასი დოლარის ღირებულების მანქანები რომ “შეაწერა”. არა მგონია, მათი დედები გახარებული ყოფილიყვნენ შვილებზე ძალადობით. არც გამცემლიძისა და ვაზაგაშვილის დედები დაივიწყოთ. ნურც იმ დედებს დაივიწყებთ, რომელთა შვილებიც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას ჩახოცეს. იმ დედების ჩამოთვლა, რომლებიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაამწარა, შორს წაგვიყვანს და ეს რომ გაწუხებდეთ, “ობიექტურო ჟურნალისტო”, თავის დროზე ამოიღებდით ხმას, თავის დროზე გამოუცხადებდით სოლიდარობას შვილმოკლულ დედებს და იტყოდით, რომ ძალადობა დასაგმობია და, “შვილს როცა ეხება, გაცილებით რთულია!” თქვენ უხერხულობა არც მაშინ გიგრძვნიათ, როდესაც გავრცლდა ჯარის .. ბუნტის ფარული ჩანაწერი, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, თქვენი ყოფილი ქმარი, სხვა პირებთან ერთად, მითითებებს იღებს შს მინისტრისგან და პრემიის მოლოდინით გულანთებულებიეძებენ ორ გვამს”… “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მსხვერპლი დედა-შვილების გახსენება ნანუკა ჟორჟოლიანის უტიფარმა მიმართვამ გვაიძულა, რომელმაც “რუსთავი 2”-ის ეთერში დაგმო ძალადობა და სიძულვილის ენა, დაგმო იმ ტელევიზიის ეთერში, რომლის დირექტორი ძალადობის ერთ-ერთი შემოქმედი იყო ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნისას.

ძალადობა, მით უმეტეს, როდესაც ეს შვილებს ეხება, ყოვლად მიუღებელია, მაგრამ, ვიდრე საჯაროდ დაიხოკავთ სახეს, ჟორჟოლიანებო, კვესიტაძეებო და გვარამიებო, დაფიქრდით: თუ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს (რომლის მსახურებასაც დღემდე განაგრძობთ) არ დაგმობთ, გაქვთ კი ძალადობის დაგმობის მორალური უფლება?!

2 COMMENTS

  1. ამიტომ მძულს გნაცები-თავიანთ დირეს ვერ ხედავენ და სხვის თვალში ბეწვი ედიდებათ!
    ამაზე უკეთ მე ვერაფერს ვიტყვი,რაც ამ წერილის ავტორმა გვითხრა!
    ერთადერთი რამ მიკვირს მარტო- რატომ აძლევენ მავანნი ამდენის უფლებას კისრამდე ქართველების სისხლში გასვრილ გნაცპარაზიტებს!

  2. ძალადობა შობს უფრო დიდ ძალადობას, უკეთესი იქნება ყველასთვის ვაღიაროთ შეცდომები, მოვინანიოთ და ურთიერთისპატივისცემაში გავაგრძელოთ ცხოვრება. სხვაგვარად მოძალებულ ძალადობას დაღუპვის პირას ჰყავს ჩვენი ერი და სამშობლო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here