Home რუბრიკები საზოგადოება “ფილარეტის ტესტი” და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

“ფილარეტის ტესტი” და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

1773
ლევან ჩაჩუა

მსოფლიო პატრიარქად წოდებულმა ბართოლომეოსმა, რომელმაც სამარცხვინო ქმედებებით უკვე მოახერხა მართლმადიდებელ სამყაროში შფოთის შეტანა, ამჯერად თვითმარქვია ფილარეტს ანათემით დაწესებული გარკვეული შეზღუდვები მოუხსნა და ეკლესიიდან განკვეთილებთან და მათ მიმდევრებთან კანონიკური ურთიერთობა აღადგინა. ამით მან კიევში ერთპიროვნული მმართველობის განმტკიცება დაიწყო და უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური სივრცის ოკუპირებას ლამობსსაით მიჰყავს ბართოლომეოსის ამ ქმედებებს მართლმადიდებელი სამყარო და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მომავალში? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა უკრაინელ ფილარეტს ანათემა მოხსნა და განხეთქილების შემტანი მეთაურები ეკლესიის წიაღში დააბრუნა. რას ნიშნავს ეს მართლმადიდებელი სამყაროსთვის და რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

_ ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის, ეს არის ეკლესიის ერთობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ პატრიარქი ბართოლომეოსი არ არის რომის პაპი და მას არ აქვს უფლება ასეთი თვითნებობის, ისევე, როგორც სხვა არცერთი ადგილობრივი ეკლესიის იერარქს. თუმცა, სამწუხაროდ, უკრაინაში კანონიკური ნორმების უხეში დარღვევით უკვე მოახდინეს ისეთი რამ, რამაც შესაძლოა ძალიან ცუდი, მე ვიტყოდი, სახიფათო პრეცენდენტის ფორმა შეიძინოს მართლმადიდებელ სამყაროში.

ფილარეტს რაც შეეხება, სჯულის კანონის მიხედვით, ადგილობრივი ეკლესიის მიერ დადებული ანათემის მოხსნა შეუძლია მხოლოდ ამ ეკლესიას და სხვას ამაში ჩარევის უფლება არ აქვს. კიდევ ვიმეორებ: მართლმადიდებლობა არ არის პაპიზმი, რომ ვინმემ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ერთია, როცა საუბარია საეკლესიო კანონებზე და მეორე _ როცა საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ორი დიდი მართლმადიდებელი სამყაროს _ ბერძნულენოვანისა და რუსულენოვანის _ გადაკიდებისკენ, ანუ მათ უკვე მოახერხეს ორი მოძმე ერის, რუსებისა და უკრაინელების, გადაკიდება, დღეს კი შუღლს აღვივებენ ბერძნულენოვან და რუსულენოვან სამყაროს შორის, რაც თავისთავად დიდი დარტყმაა, როგორც ამ ქვეყნების ეკლესიებისთვის, ისე, საერთოდ, მართლმადიდებლობისთვის მსოფლიოში.

_ მიუხედავად იმისა, რომ ბართოლომეოსის ქმედებები კანონიკურ ნორმებს უხეშად არღვევს, ჯერჯერობით ვერც ერთი ადგილობრივი ეკლესია საჯაროდ ვერ ბედავს მისგან გამიჯვნას. რითი შეიძლება ეს აიხსნას?

_ ძალიან საფრთხილო თემაა. ერთია მოვლენის შეფასება, მაგრამ ნაადრევი დასკვნის გამოტანას, ბუნებრივია, ყველა ერიდება. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს უკან დგანან ის გავლენიანი დასავლური ძალები, რომლებსაც სერიოზული ზემოქმედება შეუძლიათ სახელმწიფოებრივ დონეზე. ვფიქრობ, საბოლოოდ მართლმადიდებელი სამყარო შეინარჩუნებს ერთობას და საეკლესიო სამართლის, სჯულის კანონების მიხედვით დაგმობს ამ თვითნებობას, ნაკლებად გაითვალისწინებს პოლიტიკურ კონიუნქტურას და პატრიარქ ბართოლომეოსის “მსოფლიო პატრიარქის ტიტულს, რომელსაც ასე უმართებულოდ იყენებს კონსტანტინოპოლის, რეალობაში სტამბოლის, პატრიარქი…

_ რას გულისხმობთ?

_ სტამბოლში საპატრიარქო წირვას მხოლოდ ორასიოდე კაცი თუ ესწრება (საქართველოში ყველაზე პატარა სოფლის მღვდელს ჰყავს მრევლში 200 მორწმუნე), რა მსოფლიო პატრიარქობაზეა პრეტენზია და სხვისი უფლებების დაცვაზე საუბარი, როცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპისკოპოსებსა და სასულიერო პირებს სამღვდელო სამოსელით ქუჩაში სიარულის უფლებასაც არ აძლევენ და ისინი კოსტიუმითა და ჯინსებით დადიან სტამბოლის ქუჩებში?! რატომ აძლევს ეს ადამიანი თავს ამდენის უფლებას, საოცარია პირდაპირ. საერთოდ, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამისთვის ე.წ. მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებიც კმარა, სადაც პატრიარქი ბართოლომეოსი მღვდლების მეორედ ქორწინებას და მთელი რიგი ეკუმენისტური სიახლეების შემოღებას ითხოვდა სხვა ადგილობრივი ეკლესიების იერარქებისგან. ყველაფერი, რაც დღეს ხდება რუსეთის ეკლესიის გარშემო, განპირობებულია პოლიტიკური სარჩულით, ვინაიდან ბართოლომეოსის პერსონას ჩვეულებრივ პოლიტიკურ ინსრუმენტად იყენებენ დასავლეთის გარკვეული ძალები. ეს ერთი და მეორე, რაც ყველაზე ცუდია, ასეთი ტიპის ქმედებები მსოფლიო პატრიარქისგან, რუსეთუკრაინას შორის ახალი სისხლისღვრის პროვოცირებას უწყობს ხელს. სხვათა შორის, ამას წინათ ვნახე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის პირდაპირი განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთს ექნება შესაბამისი რეაქცია, თუ რადიკალური ქმედებები განხორციელდება უკრაინაში მართლმადიდებელი კანონიკური ეკლესიის წარმომადგენლების მიმართ…

_ კონკრეტულად რა შეიძლება აღმოჩნდეს ამის მაპროვოცირებელი? რა იგულისხმება რადიკალურ ქმედებებში?

_ იქ უკვე მიდის შევარდნები, ტაძრების წართმევის მცდელობა, სასულიერო პირების ფიზიკური შეურაცხყოფა, დევნა, რამდენიმე მღვდელი მოკლეს კიდეც… აი, ეს ყველაფერი გამწვავდება იმის ფონზე, რომ მსოფლიო პატრიარქმა მათ, ფაქტობრივად, მწვანე აუნთო და გაჩაღდება ჩვეულებრივი რელიგიური კონფლიქტი. სხვათა შორის, იყო უკვე დონეცკსა და ლუგანსკში რამდენიმე ასეთი ფაქტი და, თუ ასე გაგრძელდა, ბუნებრივია, რუსეთს ექნება რეაქცია _ სისხლისღვრა, რომელიც ცოტა შენელდა, ახალ ფაზაში გადავა. თუმცა ამ ყველაფერში ვხედავ კიდევ უფრო დიდ საფრთხეს იმ თვალსაზრისით, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ახლა ვიღაცას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ რეალური ნიშნები იმის, რომ საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში კონფლიქტი გაცილებით ფართო მასშტაბებს შეიძენს, უკვე არის.

ახლა ვინ არის ფილარეტი?! სიცრუის თქმა რომ არ დამაბრალონ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფაქტს გაგახსენებთ: ყველამ ნახა და, ალბათ, თქვენც გექნებათ ინტერნეტში ნანახი კადრები, როცა სომეხი მონოფიზიტი ადებს მას თავზე ხელს, უკითხავს ლოცვას და ღმერთს შესთხოვს, მიანიჭოს კურნების მადლი. იქვეა ბერძენი კათოლიკე ე.წ. მღვდელი და ისიც ანალოგიურად იქცევა. ანუ კათოლიკე და მონოფიზიტი შესთხოვენ უფალს, რომ ფილარეტს კურნების ძალა მიანიჭოს და ბოლოს ფილარეტი ამბობს: რა მნიშვნელობა აქვს, სომხური იქნება, კათოლიკური თუ სხვა, ღმერთი ერთია და ჩვენ შორის განსხვავება არ არისო ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა და აქ უკვე პასუხიც აღარ არის საჭირო: კაცს, რომელიც მონოფიზიტობას, კათოლიციზმს, პროტესტანტიზმსა და სხვა ათასგვარ მწვალებლობას მართლმადიდებლობასთან აიგივებს, შეიძლება მართლმადიდებელი პატრიარქის ტიტული მიანიჭო? საერთოდ, ქრისტიანი შეიძლება უწოდო?

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და მათ შორის სინოდში ბართოლომეოსს ჰყავს არაერთი დამცველი. როგორ ფიქრობთ, ამან რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საპატრიარქოს პოზიციაზე?

_ სიახლე არავისთვის არის ის, რომ დღევანდელ სინოდში არიან სააკაშვილის მომხრე ეპისკოპოსები, რომლებიც წლების განმავლობაში გვერდით ედგნენ სისხლიან რეჟიმს, მაგრამ ისინი, საბედნიეროდ, არ სარგებლობენ დიდი ნდობით და არც მრევლის სიმრავლით გამოირჩევიან. პოლიტიკოსებს რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რას წერენ სოციალურ ქსელში ყოფილი თუ მოქმედი ნაციონალები და მათი მხარდამჭერი პირწავარდნილი “ლიბერალები”…

_ რას წერენ?

_ მათი გვერდები სავსეა ფილარეტის მხარდამჭერი პოსტებით. მეტსაც გეტყვით, ყველაზე პირწავარდნილი ნაციონალების სურათებს ნახავთ ფილარეტის გვერდზე, დაწყებული სააკაშვილით, დამთავრებული კობა სუბელიანით, რომელსაც კვერთხი ეჭირა პატრიარქის და შემდეგ, თანამდებობა რომ მიეღო, უგულავას მსგავსად, უღალატა მას. აი, ასეთი ხალხი დგას დღეს რეალურად იმ გაშმაგებული პროპაგანდის უკან, რომ თურმე უკრაინის ეკლესიის აღიარება-არაღიარება ტესტია საქართველოს საპატრიარქოსთვის. დიახ, ტესტია და, ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ ნაცზონდერები ასე ღიად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას; კარგია, რომ პატრიარქის მოღალატეები დაუფარავად უჭერენ მხარს თვითმარქვია ფილარეტს. არაფერს ვამბობ მის პატრონ ბართოლომეოსზე, რომელიც მომართულია იმისთვის, რომ არიოს და ყველაფერი თავდაყიდა დააყენოს მართლმადიდებელ სამყაროში.

_ ვთქვათ, საპატრიარქოში მყოფმა პროდასავლურმა ძალებმა თავიანთი გაიტანეს დატესტი”, რომელიც უკრაინის ეკლესიის აღიარებაარაღიარებით უნდა ჩავაბაროთ, “ლიბერალებისთვისსასურველი შედეგით დასრულდეს, რას მივიღებთ შედეგად?

_ ღმერთმა დაგვიფაროს! რას მივიღებთ და იმას, რომ სამუდამოდ დავკარგავთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, მაგრამ ხალხს, რომელიც მზადაა თანამდებობისთვის სამშობლო დათმოს, აფხაზეთი და სამაჩაბლო ადარდებს?! ისე, ფილარეტი თუ შეიძლება პატრიარქად იწოდებოდეს, იმავე ლოგიკით, აფხაზეთში მყოფ რომელიმე თვითმარქვიას რატომ არ შეიძლება აფხაზეთის უმაღლესი იერარქი უწოდონ, ფიქრობენ კი ამაზე ის უგუნურები, რომლებიც საკუთარი განცხადებებით რუსეთს ამ ნაბიჯისკენ უბიძგებენ?! ვიმეორებ: თუკი ბართოლომეოსს მხარი აუბეს სხვა ადგილობრივმა ეკლესიებმაც, წარმოუდგენელი მასშტაბის განხეთქილებას ვიხილავთ მართლმადიდებელ სამყაროში. აი, ამიტომაა საჭირო ჩვენს ეკლესიაში არსებული საღი ძალების დიდი სიფრთხილე და პრინციპულობა, თორემ, როგორც იტყვიან, ეშმაკს არ სძინავს. თუმცა, რომც მოხდეს უბედურება და მიიღონ კანონები, რომლებიც საეკლესიო სამართალს ეწინააღმდეგება, მორწმუნე მრევლი მაინც არ დაემორჩილება. მართლმადიდებელი ერი არასოდეს მიიღებს და შეეგუება ქრისტიანობის დამახინჯებას. ასე რომ, ბართოლომეოსი კი არა, ათი ბართლომეოსი რომ გაერთიანდეს, მორწმუნე მრევლი, სინდისი და ნამუსი ეკლესიისა, როგორც მას აღმოსავლეთის პატრიარქები მოიხსენიებენ 1848 წლის ეპისტოლეში, ყოველთვის იდგება საეკლესიო ერთობისა და ქრისტეს ეკლესიის სწავლების სიწმინდის დაცვის სადარაჯოზე.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. > ეს ყველაფერი, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ახლა ვიღაცას შეიძლება გაეცინოს

    მე-3 მსოფლიო ომისთვის ყველაფერი მზადაა, და ამის ნამდვილი მიზეზი დღევანდელი მსოფლიო სისტემის მოლპობაა, რომელიც სიძულვილის უკიდურეს გავრცელება იწვევს – “განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა”. თუ რამე აშკარა შემაკავებელი არ გამოჩნდა, სამეცნიერო დემონიზაციისა და მსოფლიო სოდომიზაციის პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იქნება დღევნდელი მეცნიერების და პოლიტიკის დასასრული მსოფლიო ომის ცეცხლში. მანამდე კი დუღილის ტემპერატურამდე მიყვანილი სამოქალაქო დაპირისპირება დღეს დასავლეთში, და უპირატესად ამერიკაში, შეუმჩნეველია ქართული “საინფორმაციო” საშუალებებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here