Home რუბრიკები საზოგადოება “ფეხზე დადებული მალამო… მაშინ, როდესაც სატკივარი თავზეა”

“ფეხზე დადებული მალამო… მაშინ, როდესაც სატკივარი თავზეა”

325
“ფეხზე დადებული მალამო... მაშინ, როდესაც სატკივარი თავზეა”

დიდ მამულიშვილთა ნააზრევი, მათ მიერ მომავლის პერსპექტიული ხედვა ფასდაუდებელია ქვეყნისთვის, თუ ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ და ყურად ვიღებთ. ილიას გზით მივდივართო, ხშირად გვსმენია, თუმცა ჯერჯერობით ერთი დღეც არ გვიცხოვრია ილიას მაგალითით. კი ვამბობთ, ხმამაღლაც ვიქადნით, ვიმუქრებით კიდეც, მაგრამ მაინც ძველებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას. ილიამ კი _ “ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადიო”, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამოგვიყვანს მონობის უკუნეთიდანო

ილია ჭავჭავაძის მიერ დასახული გზა ეროვნული ცხოვრების აღორძინების პროგრამაა, “უკეთესი ქვეყნისშენებისა. ეს კი მხოლოდ ერის ერთიანობითა და თანხმობითაა შესაძლებელი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, რადგან დღეს ძალაუფლებისთვის ბრძოლა უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა, ვიდრე მამულის კეთილდღეობისთვის ზრუნვა. ჰოდა, სანამ ჩვენი პოზიცია და ოპოზიცია ურთიერთობებსდაალაგებენ”, ჩვენ ისევ ერის მამას მივუგდოთ ყური და ამჯერად ქართულ სოფელზე შევაჩეროთ ყურადღება.

სოფლის მეურნეობის დარგების სპეციფიკურ თავისებურებათა ცოდნა საშუალებას აძლევდა დიდ მწერალს ნათლად დაესაბუთებინა მევენახეობისა და მეღვინეობის, მეხილეობის, მებოსტნეობამებაღჩეობის, მეაბრეშუმეობის, მეფუტკრეობის, ჩაის, სუბტროპიკული და სხვა ძვირფასი კულტურების განვითარების აუცილებლობა საქართველოს ეკონომიკის აღმავლობისათვის. ილიამ იცოდა, რომ თითოეული ეს დარგი წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნისა და გლეხკაცის გაძლიერების წყაროს, არამედ ქართველი ერის სამეურნეო ცხოვრების წესისა და კულტურის ორგანულად განუყოფელ ნაწილსაც.

რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს, არც თუ იშვიათად, საუბარი გვიწევს არა თუ ტრადიციული დარგების შემდგომ განვითარებასა და რაციონალურ შეთანაწყობაზე, არამედ რიგი მათგანის (მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მეცხვარეობა და სხვ.) შენარჩუნებასა და გადარჩენაზე.

ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს სოფლის მეურნეობის საუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებას, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების გათვალისწინებით სახავდა მისი განვითარების გზებსა და საშუალებებს, იცავდა მიწათმოქმედთა ინტერესებს ყველა ჯურის უცხოელი ვაისპეციალისტებისაგან, იმ ხანად მრავლად რომ შემოდიოდნენ და მკვიდრდებოდნენ საქართველოში, ისევე, როგორც დღეს.

გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება, ჩვენის გაჭირვებისა, გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ”. მიაჩნდა, რომეკონომიკური გაძლიერებისათვის ჩვენს სოფელს ბუნებისაგან თითქმის არა აკლიარა, ზომიერი ნელთბილი ჰავა, ნაყოფიერი და თითქმის ყველაფრის უხვად მომცემი მიწა მომასწავებელნი არიან იმოდენა სიმდიდრისა, რამოდენიც საჭიროა, რომ ერმა უმტკივნეულოდ თავი ირჩინოს და ყოველ სფეროში ღონივრად გაიწივგამოიწიოს წარმატებისა და კეთილმდგომარეობისათვის”, _ მოუწოდებდა ილია თანამემამულეთ.

ილიას სწამდა, რომერთი უდიდესი წყარო სიმდიდრისა, უფრო მტკიცე და საიმედო ხვნათესვაა, მიწათმოქმედებაა ყოველგვარი, იმიტომ, რომ ამ მრეწველობის ნაამაგარი შეადგენს უპირველეს საჭიროებას ადამიანის ცხოვრებისას”. მას მიაჩნდა, რომ მიწათმოქმედებისსამუდამოდ და მკვიდრად განკარგებისათვისსაჭირო იყო ხანგრძლივი პერიოდი, “ამიტომაც ყოველი წარმატება, ყოველი წინ წადგმული ბიჯი მიწისა და გუთნის მიმართ ჩვენთვის დიდის ყურადღების ღირსი უნდა იყოსჩვენი ძალღონე, ჩვენი ცხოვრებისა და ვინაობის, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე _ მიწა და გუთანია”. მაგრამ სასოფლო სამეურნეო წარმოების რაციონალური გაძღოლა ილიას ვერ წარმოედგინა ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ათვისების გარეშე (“დროთა შესაფერი ცოდნა, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა”). ილიას არა ერთხელ შეუსყიდია გერმანიიდან თუ საფრანგეთიდან უახლესი მოდიფიკაციის მანქანაიარაღები საკუთარ მამულში დასანერგად, მაგრამ მან მათი გამოყენება კვალიფიციური მუშახელის არარსებობის გამო ვერ მოახერხა. მაშინ უცხო ხილი იყო ის მოწყობილობები და იმიტომ. ერის მამამ კი ისიც კარგად იცოდა, რომ მხოლოდ უცხოელ სპეციალისტებზე დაყრდნობა, რაგინდ მაღალკვალიფიციურიც უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვერ განაპირობებდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღდგენაგანვითარებას; ამიტომაც დიდი საზოგადო მოღვაწის მიზანი იყო, გლეხს შეეგნო ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების შეძენის გარდაუვალი აუცილებლობა, ზიარებოდა მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში, განმტკიცებოდა რწმენა, რომ მხოლოდ იგია ჭეშმარიტი პატრონი და გამგებელი ღვთისმშობლის წილხვედრი მიწისა.

ილია ბრძანებდა: “განათლება, სწავლა, ცოდნა _ აი ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენს ცხოვრებასმასწავლებელი, ექიმი, ტექნიკი, მიწის დამუშავების მცოდნე, _ ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია, ყველა საჭიროა ახლა, თუ ნამდვილად გული გვტკივა ხალხისათვისერთი უმთავრესი სახსარი ცოდნის შეძენისა _ სამეურნეო სკოლაა. ამგვარის სკოლების გამართვა ჩვენში აუცილებელი საჭიროებაა”. ამიტომ ილია ჭავჭავაძეს მცდელობა არ დაუკლია საქართველოში მიწათმფლობელობისა და მიწათმოქმედების აღორძინებისთვის. სწამდა, რომ: “ქვეყნის ეკონომიური სიმტკიცე და ძლიერება გლეხკაცობის მიწათმფლობელობაზეა დამოკიდებული. რამოდენადაც ეგ მიწათმფლობელობა ფართოა, სხვაზედ დამოუკიდებელი და თავისუფალი მიწათმოქმედებისათვის, იმოდენად ქონებითი ძალღონე ქვეყნისა, თუ სახელმწიფოსი მტკიცეა, ძლიერი და მუდმივი”.

ილიამ იცოდა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინებას ფინანსური რესურსები ესაჭიროებოდა. ასევე, უნდა გადაჭრილიყო ერისათვის უმნიშვნელოვანესი _ “მიწის ქართველთა ხელში დარჩომისამოცანა. მკვიდრი მიწათმოქმედი უნდა დამკვიდრებულიყო იმ მიწაზე, რომელსაც იგი ამუშავებდა და რომელიც საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა. სწამდა, რომ ეს მიწა ქართველთა ერთადერთი საცხოვრისია და ამ მიწაზე მთავარი შემოქმედი და პროდუქციის შემქმნელი ქართველი კაცი უნდა ყოფილიყო. მისი აზრით, “ვიდრე მთავრობა საქართველოს და ერთობ ამიერკავკასიას არ შეხედავს იმ თვალით, რომ აქ მიწათმოქმედებას სხვა გზა და მიმართულება უნდა მიეცეს მისი ჰავისა და მიწის შესაფერი, ვიდრე თავისს მეცადინეობას იმაზე არ მიაქცევს, რომ ახალი საჭირნახულო საგანი გაუჩინოს აქაურ მიწათმოქმედებას, იმ დრომდე ყველაფერი ფეხზე დადებული მალამო იქნება, მაშინ, როდესაც სატკივარი თავზეა”.

ჩვენი სარჩიელი სოფლის მეურნეობის ძვირფას დარგებზე

ბ-ნი მინისტრი სახელმწიფო ქონებათა და მიწათმოქმედებისა მოდის და ჩვენს საზოგადოებაში დიდი ლაპარაკია, რა ვუთხრათ და ვთხოვოთო. ამის მითქმა-მოთქმაში მრავალი სხვადასხვანაირი სათქმელი აღმოჩნდა და უფრო მრავალი სხვადასხვაგვარი სათხოვარი.

ჩვენა გვგონია, რომ ყველაზე უწინარეს თავდაპირველ საგნად უნდა წარუდგეს ბ-ნ მინისტრს ერთი ყველასაგან ადვილად დასანახი გარემოება და ყველასაგანვე თითქო დავიწყებული. ჩვენ ვამბობთ დავიწყებული, იმიტომ, რომ, როცა ლაპარაკია ჩვენში აქაურ მიწათმოქმედების ავკარგიანობაზე და უნუგეშობაზე, იგი გარემოება, რომელიც, ჩვენის ფიქრით, თავი და თავი მიზეზია ჩვენის მიწათმოქმედების უნუგეშობისა და უკან დარჩენისა, არავისაგან არ არის ხოლმე სახეში მიღებული და ამიტომაც გაჭირვების და სატკივარის წამალს იქ ვადებთ, საცა სატკივარის ბოლოა და არა სათავე, საცა შედეგია და არა მიზეზი. ეს იმასა ჰგავს, რომ კაცმა მღვრიედ მდინარე ნაკადული წყალისა ბოლოდამ ეცალოს დასწმინდოს ხოლმე და არა სათავიდამვე, თუ მაინცდამაინც დაწმენდა უნდა.

ხსენებული გარემოება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენის მიწათმოქმედების გარს ყველაფერი გამოიცვალა და ამ ცვლილებას თავისდაგვარად უნდა შეეცვალა თვითონ მიწათმოქმედების გზა და მიმართულება ჩვენში. ეს არ მოხდა. მიწათმოქმედების სვლა ჩვენში ისევ ძველს საჭიროებას და მოთხოვნილებასა აქვს შეწონილი და შეფერებული და თუ ამას უწინ თავის პატივსადები საბუთი ჰქონდა, ეხლა ცარიელის ზარალის მეტი არა მოაქვს რა და მიწათმოქმედება, მამულის ასე თუ ისე კეთება, ხელს არ აძლევს მოჭირნახულეს იმოდენად, რამოდენადაც საჭიროა დღეს და შესაძლებელი ჩვენის ქვეყნის ჰავისა და მიწის მიხედვით.

მაშინ, როცა საქართველოს და ერთობ ამიერკავკასიას გარს მტრები ეხვია, როცა სამეზობლოდ მდგომარე ხალხი სამტროდ იყო დამოკიდებული, როცა საქართველო მტერთაგან შინ ჩაკეტილი იყო, გასვლა-გამოსვლის გზები ან სრულიად შეკრული ჰქონდა, ან იმისთანა, რომ დიდის გაჭირვებით, ხარჯით და დროს დაკარგვით, საქართველო, არამც თუ სხვა ქვეყნებს, თავისს საკუთარ ნაწილებსაც-კი თვალს და ხმას ძლივ მიაწვდიდა ხოლმე, _ მაშინ, რასაკვირველია, ჩვენი მიწათმოქმედება უნდა ძალაუნებურად მიქცეულ ყოფილიყო მასზე, რომ ყველაფერი თავისი საკუთარი ჰქონიყო. მაშინ ჩვენი ქვეყანა სააღებმიცემოდ ჭირნახულის გაჩენას ფიქრადაც ვერ გაიტარებდა, რადგანაც აღებმიცემობა თხოულობს მშვიდობიანს, იეფს და მსწრაფლ გზასა საქონლის გადასატანგადმოსატანად. ამ გარემოების ძალმომრეობით ჩვენი მართლა-და მდიდრად შემკული ქვეყანა იძულებულ იყო, რაც საცხოვრებლად ადამიანისათვის საჭიროა, შინ თვითონვე ეკეთებინა და მიწისაგან ამოეღო, თუ არა და, მშიერი და შიშველი დარჩებოდა. მაშინ არა თუ საჭირო იყო ჩვენი საკუთარი პური გვქონოდა და სხვა საჭირო მარცვლეულობა, არამედ სამოსელიც-კი.

“ფეხზე დადებული მალამო... მაშინ, როდესაც სატკივარი თავზეა”

გავიხსენოთ მარტო ის ამბავი, რომ ამ ოც თუ ოცდაათ წლის წინათ ერთს სოფელს ისე არ გაივლიდით, რომ ქსელი და მაქო ფეიქრისა არ დაგენახათ, მატყლის საჩეჩელი საშალე ძაფისათვის არა ყოფილიყო გამართული თითქმის თვითეულის მცხოვრების დერეფანში, ხშირად არ შეგხვედროდათ სამღებროები ნაქსოვის, თუ ნაკეთების საღებავად, და სხვა ამისთანა წვრილმანი საოჯახო, საშინაო მრეწველობა იმაზე მიქცეული, რომ ქვეყანამ შინ იქონიოს ყველაფერი. აღებ-მიცემობის მოწყალებით ეს წვრილმანი საოჯახო და საშინაო მრეწველობანი გაუქმდა, რადგანაც დამშვიდებამ ჩვენის ქვეყნისამ, კარგმა გზებმა სამეზობლოდ მისვლა-მოსვლისამ, აღებმიცემობის სახსარი მისცა უფრო იეფის, უფრო კარგის საქონლის მოტანისა, და შინაურმა წვრილმანმა მრეწველობამ მოტანილს საქონელს ვერც ფასში და ვერც სიკეთეში ცილობა ვერ გაუწია. დაანება ჩვენმა ქვეყანამ ამ წვრილმანს მრეწველობას თავი და ირჩია ნაწარმოებთა ყიდვა სხვისაგან, იმიტომ რომ საეკონომიო სფეროში წინამძღვრობს მარტო სიიეფე და სიკეთე სასყიდელ საქონლისა და სხვა არარა. ამ გარემოებამ და ამასთან იმანაც, რომ სახელმწიფო ხარჯს წინათ მიწის მოსავლით იხდიდა ხალხი, და ეს ეხლა ფულად სახდელი გაუხდა, ის მოიტანა, რომ ფულის შოვნა მეტად გაძლიერებულ საჭიროებად შეიქნა ჯერ ხსენებულ მრეწველობათა ნაწარმოების სასყიდელად და მერე სახელმწიფო ხარჯის სახდელად. ფულის საჭიროებას, რასაკვირველია, სულ სხვა გზა უნდა მიეცა ჩვენებურ მიწათმოქმედებისათვის, რომელიც დღეს ერთადერთი სახსარია, ერთადერთი წყაროა, ერთადერთი საეკონომიო მოქმედებაა ცხოვრების გასაძღოლად ჩვენში. შემდეგ ვეცდებით გამოვარკვიოთ, ჩვენმა მიწათმოქმედებამ შეუფერა თავისი გზა ამ საჭიროებას, თუ არა. II ტფილისი, 21 სექტემბერი, 1894 წ. ჩვენ წინა წერილში მოვიხსენიეთ, რომ ფულის შოვნის საჭიროება გაგვიძლიერდა ცალკე იმ მიზეზით, რომ, რაც უწინ შინვე ჩვენში კეთდებოდა, ის ეხლა სასყიდელი გაგვიხდა, და ცალკე მით, რომ სახელმწიფო ხარჯი ფულით მოსაშორებელი შეგვექნა. რადგანაც ჩვენის შეძლების და ეკონომიურ ღონისძიების ერთადერთი სახსარი მიწათმოქმედებაა, ამიტომაც იგი უნდა მიქცეულიყო იმისთანა საგნებზე, რომელთაც აღებმიცემობის ბაზარში, შინა თუ გარეთ, კარგი გასავალი ჰქონებოდა. ეს მით უფრო შესაძლებელი და მოსახერხებელი იყო ჩვენის ქვეყნისათვის, რომ აქაური მადლიანი ჰავა და ნოყიერი მიწა ბევრ იმისთანა ჭირნახულს ხელს უწყობს, რომელსაც დღევანდელ ბაზარში დიდი მუშტარი ჰყავს და დიდი ფასი აქვს და რომელიც ამ ორის გარემოების შემწეობით უფრო მეტად ახეირებს მოჭირნახულეს, ვიდრე იგი ჭირნახული, რომელიც დღეს მოგვყავს და გაგვაქვს ბაზარში. სადაც ჩაი, სორგო, ალისარჩული, აბრეშუმი მოდის, საცა ბამბა ხეირობს, საცა ყოველგვარი ხეხილია შესაძლებელი, საცა ყურძენი მოდის, ღვინო დგება, საცა შესაძლოა გაჩენა თითქმის ყოველგვარ საზეთე, სამღებრო და სააფთიაქო მცენარეებისა, იქ მიწისა და ხელის მოცდენა იმისთანა ფასმოკლე ჭირნახულსათვის, როგორც, მაგალითებრ, პურია, ჩვენის ფიქრით, დიდი შეცდომაა, პურს, თუ უწინ, როცა კარჩაკეტილები ვიყავით, თავისი საბუთი ჰქონდა, ეხლა მისი მოყვანა ჩვენთვის არავითარი ანგარიშია. დღეს, როცა საქვეყნოდ კარი გაგვეღო, როცა ამისთანა სწრაფი გზებია, როგორც რკინისგზა და ზღვისა, როცა შესაძლოა თითქმის ორის კვირის განმავლობაში თუნდა ამერიკიდამ მოვიტანოთ ჩვენი სამყოფი პური, _ რუსეთს აღარ ვიტყვით, _ უფრო იეფად და უფრო კარგიც, ნუთუ სახეიროა ჩვენი მარჯვენა, მშვენიერი ჰავა და მიწა პურზე მოვაცდინოთ, მაშინ როდესაც ჩვენის ქვეყნის ბუნება ნებას გვაძლევს, უფრო ძვირფასი ჭირნახული მოვიყვანოთ იმავე შრომით, გარჯით, იმავე ჰავითა და მიწით.

“ფეხზე დადებული მალამო... მაშინ, როდესაც სატკივარი თავზეა”

ჩვენ რომ ამ გზას დავდგომოდით, ან დღეის-იქით დავადგეთ, ჩვენ საქვეყნო თუ სამეზობლო ბაზარში ჩვენს ძვირფასს ჭირნახულს გავიტანდით და იქიდამ იმ საჭირო ჭირნახულს შემოვიტანდით, რომელიც ამ გზით უფრო იეფად დაგვიჯდებოდა, ვიდრე ეხლა გვიჯდება, როცა ჩვენვე მოგვყავს შინ. მაგალითებრ, წელს ოდესაში პური ფუთი თითქმის 26 კაპიკად იყიდებოდა, ნუთუ ოდესიდამ პურის მოტანა ამ ფასად უფრო სახეირო არ იქნებოდა ჩვენის ქვეყნისათვის, რომელსაც, თუ რიგიანად ვიანგარიშებთ, შინაური პური ერთი-ორად ამაზე მეტი უჯდება, რაც გინდ ნაკლები ვიანგარიშოთ: თუმცა იშვიათი ამბავია ჩვენში, რომ ჩვენი შინაური პური ფუთი სამ-ოთხ აბაზზე ნაკლები იყოს, მაგრამ მაინც მოჭირნახულეს ბევრს არას აძლევს გამოსარჩენსა და ამ გზით მის ჯიბეს ბევრი არა ემატება-რა.

სულ სხვა იქნებოდა, რომ ჩვენ რუსეთში შეგვეტანა იგი ჭირნახული, რომელიც, რუსეთის ჰავასა და მიწის მიზეზით, იქ არ მოდის და სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ, და რუსეთიდამ პური გვეზიდნა; ამ შემთხვევაში გამორჩენა დიდი იქნებოდა: ჯერ ერთი ესა, რომ ჩვენი სასყიდელი უფრო იეფად დაგვიჯდებოდა და მერე ჩვენი გასასყიდი უფრო მეტს ხეირს მოგვცემდა, უფრო მეტს ამოიღებდა. ანუ, უკეთ ვსთქვათ, ის გარჯა, ის ჰავა და მიწა, რასაც ეხლა იეფად სასყიდ ჭირნახულს ვახმარებთ, რომ უფრო ძვირფასს რასმე მოვახმაროთ, ორგზით მოგებაში ვიქნებით. ამ ეკონომიურ გზაზე ჩვენი საქართველო რომ დადგეს, ჩვენმა მიწათმოქმედებამ რომ ეს ახალი გზა და მიმართულება ირჩიოს, რუსეთისათვის ის ამზადოს, რაც რუსეთს არა აქვს, და იქიდამ ის ჰზიდოს, რაც რუსეთს ვერც-კი გაუსაღებია, _ სახელმწიფო ინტერესის თვალითაც კი მეტად სახეიროა თვით რუსეთისათვისაც, რომელიც თავისს ნამეტანის პურისათვის ბევრგან სხვაგან ეძებს ბაზარსა მაშინ როდესაც ერთი ამისთანა ბაზარი, სხვათა შორის, საქართველოც შეიქმნება, და თვით საქართველოც მატებაში შევა, რადგანაც ამ გზით აქაურ მკვიდრთა ქონება გაუძლიერდება.

“ფეხზე დადებული მალამო... მაშინ, როდესაც სატკივარი თავზეა”

ვიდრე მთავრობა საქართველოს და ერთობ ამიერკავკასიას არ შეხედავს იმ თვალით, რომ აქ მიწათმოქმედებას სხვა გზა და მიმართულება უნდა მიეცეს მისი ჰავისა და მიწის შესაფერი, ვიდრე თავისს მეცადინეობას იმაზე არ მიაქცევს, რომ ახალი საჭირნახულო საგანი გაუჩინოს აქაურ მიწათმოქმედებას, იმ დრომდე ყველაფერი ფეხზე დადებული მალამო იქნება, მაშინ როდესაც სატკივარი თავზეა. ბ-ნი მინისტრი მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა მობრძანდება აქ ქვეყნის ვითარების შესატყობად და მეტად სანატრელია, რომ ჩვენზე უფრო მცოდნე კაცთა ეს განსხვავებული გარემოება აქაურ ქვეყნისა უფრო მეტის საბუთით წარუდგინოს და ამის საშველის სარჩიელი გამოურკვიოს. აქაური სამეურნეო საზოგადოება, როგორცა სჩანს მის განაჩენიდამ, ჩვენდა სასიამოვნოდ, ამ საშველის სარჩიელზე დამდგარა. სჩანს, ამ პატივცემულს საზოგადოებასაც იგი საჭიროება დაუნახავს, რაც ჩვენ აქ მოკლედ მოვიხსენიეთ.

ტფილისი, 18 სექტემბერი, 1894 .

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here