Home რუბრიკები საზოგადოება ურწმუნო ევროპა კვდება

ურწმუნო ევროპა კვდება

1408

გაისად სრულდება ასი წელი რაც მზის სინათლე იხილა ოსვალდ შპლენგლერისევროპის მზის ჩასვენებამ” (1880_1936). ამ გერმანელი მეცნიერის სახელი იმათ რიგში დგას, ვინაც საფუძველი ჩაუყარა ისტორიის, როგორც ცივილიზაციათა ცვალებადობის, კონცეფციას.

შპლენგლერმა გამოყო კაცობრიობის ისტორიაში რვა ძირითადი ცივილიზაცია: ეგვიპტური, ბაბილონის, ინდური, ჩინური, მექსიკური, ანტიკური, არაბული და ევროპული. მან ეს გააკეთა იმ დროს, როცა ევროპელი ისტორიკოსები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები ევროპულ ცივილიზაციას კაცობრიობის განვითარების გვირგვინად მიიჩნევდნენ.

შპლენგლერის იდეები ძალიან ჰგავს რამდენიმე ათწლეულის წინათ კონსტანტინე ლეონტიევის მიერ (1831_1891) დაწერილს: ნებისმიერი ცივილიზაცია სამ ფაზას გადის _ ჩამოყალიბების, აყვავებისა და დაჭკნობის ფაზებს. შპლენგლერი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს ლეონტიევს: “ყოველი კულტურა ადამიანის ასაკობრივ საფეხურებს გადის. თითოეულს აქვს თავისი ბავშვობა, სიჭაბუკე, თავისი მოწიფულობა და სიბერე”.

შპლენგლერის მიხედვით, ცივილიზაციის დაკნინების ნიშნებია: ურბანიზაცია, მოსახლეობის გადაადგილება სოფლებიდან უზარმაზარ ქალაქებში; ცხოვრების ბინადრობის წესის ნაცვლად _ მომთაბარეობა. რწმენა და რელიგია კვდება, გმირობა და პატრიოტიზმი ადგილს უთმობს ძალაუფლებისა და ფულისთვის ბრძოლას. ხალხისა და მონარქების ხელისუფლებას ცვლის ტირანია. ტექნიკა ენაცვლება ადამიანს. იწყება მსოფლიო ომები. დაკნინების ყველა ამ ნიშანს შპლენგერი ყველა ცივილიზაციაში ხედავდა. ჯერ კიდევ ახლო წარსულში ევროპის ცივილიზაცია აღმავლობას განიცდიდა, წერდა იგი, მაგრამ XIX საუკუნემ სათავე დაუდო მის დაცემას. პირველმა მსოფლიო ომმა კი შპლენგლერი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ევროპული ცივილიზაცია დასასრულს უახლოვდება. ისტორიაში ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ, როცა ერთი ცივილიზაცია ჩასვენებისკენ მიდიოდა, მაშინვე ახალი იწყებდა აღმოცენებას. შპლენგლერის აზრით, მეცხრე უდიდეს ცივილიზაციად შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო, როგორც ის უწოდებდა, რუსულციმბირული ცივილიზაცია.

ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ შპლენგლერის წიგნის გამოსვლიდან 100 წლის განმავლობაში ევროპამ უმძიმესი გამოცდა გადაიტანა, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი დგას, ე.ი. შეიძლება არც არის “ევროპის მზის ჩასვენება?” ეგებ, შპლენგლერმა გაამუქა საღებავი? ვაღიარებ, რამდენიმე წლის წინათ ეჭვი მეც მეპარებოდა, მაგრამ დღეს ეჭვები გაქრა. ჯერ ერთი, ევროპაში ვითარდება პროცესები (ვალების კრიზისი, იმიგრაცია, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა და სხვ.), რომელთა გავლენით ევროკავშირი დიდხანს ვერ გაძლებს. ამის შემდეგ არცთუ შორსაა ევროპის “მულტიკულტურულ სივრცედ” გარდაქმნის პერსპექტივა, როცა ამ ტერიტორიაზე ევროპული ცივილიზაციის ნიშნების პოვნა შეუძლებელი იქნება. მეორე, ჩემი მოსაზრებები ემყარება ნიკოლაი სერბსკის (1880-1956), ეპისკოპოს ნიკოლაის (ველიმიროვიჩის) ნაშრომებს. ეს ღვთისმსახური სერბსკის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა. იგი შესანიშნავად იცნობდა ევროპას და დიაგნოზი, რომელიც მას დაუსვა, ძალიან ჰგავს შპლენგლერის დიაგნოზს.

ნიკოლაი ველიმიროვიჩმა ლექციაში, რომელიც წმინდა პავლეს ლონდონის საკათედრო ტაძარში წაიკითხა 1919 წლის 16 დეკემბერს, აღნიშნა: “ჩემი თეზისი მარტივი და გასაგებია. მე ვამტკიცებ: ევროპა უკვე აღარ არის ცენტრი მსოფლიო ცივილიზაციის, რომელიც აღმოცენდა ქრისტიანული სარწმუნოების ნიადაგზე 19 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. XVIII საუკუნეში ევროპა აღარ იყო მსოფლიოში ყველაზე უფრო მოწინავე ცივილიზაციის ცენტრი. დღეს იგი ბარბაცით დადის ზედ უფსკრულის პირას, რომელიც მას დაღუპვით ემუქრება…”

აშკარაა, რომ ევროპელმა ხალხებმა დაკარგეს თავიანთი არსობის სულიერი საყრდენი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაკნინდა მამოძრავებელი ძალა, რომელიც ცივილიზაციას ქმნის. და როგორც შედეგი, რეალურ პროგრესზე თუ ვილაპარაკებთ, დღევანდელი ევროპა ცარიელ მიწად შეიძლება ჩავთვალოთ”.

ნიკოლაი სერბსკი ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ რეალური პროგრესი, რომელიც სულიერ განვითარებად არის მიჩნეული, ჩანაცვლებულია სუროგატებით, რომლებიც იწოდება სამეცნიერო, ტექნიკურ, ეკონომიკურ, მატერიალურ პროგრესად. “მაგრამ მატერიალური პროგრესით მსოფლიო მხოლოდ იხიბლება. სრულიად აშკარაა, რომ კაცობრიობის ისტორიაში არც ერთი ცივილიზაცია არ დაღუპულა პურის უკმარისობის გამო, ყველა იმპერია სულიერი შიმშილის მიზეზით კვდებოდა. ჩვენი დროის ევროპელი ხალხების სულიერი ცხოვრება ფრიად მწირია და საცოდავი”.

ევროპის ისტორიის გარდამტეხ მომენტად ეპისკოპოსი ნიკოლაი მიიჩნევს XVIII საუკუნეს, როცა ფრანგმა განმანათლებლებმა უძლიერესი დარტყმა მიაყენეს ქრისტიანულ რელიგიას, რომლის შედეგადაც ათეიზმი “განათლებული” ევროპის ელიტის ნორმად იქცა. უფრო მძიმე დარტყმები განიცადა ევროპულმა ცივილიზაციამ XIX საუკუნეში. სამმა “მეცნიერულმა რევოლუციამ” შეცვალა ცნობიერება. ამის შესახებ წერს ნიკოლაი სერბსკი ჟურნალში “ხრისტიანსკაია მისლ” 1939 წელს: ევროპული ცივილიზაციის სამი ფატალური სულია დარვინი, ნიცშე და მარქსი.

დარვინი _ ფატალური საბუნებისმეტყველო მეცნიერების შემქმნელი.

ნიცშე _ ფატალური ეთიკური თეორიის ავტორი.

მარქსი _ ფატალური სოციალური თეორიის მატარებელი

ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომელთა გული ჭეშმარიტების ცენზორად და მეთვალყურედ გვევლინება, ეს სამი თეორია საშიშ ფანტაზიად აღიქვეს, მაგრამ უმეტესმა ევროპელმა ინტელექტუალმა, რომელთაც დათრგუნვიათ გულით აღქმის ძალა, ეს თეორიები მიიღო, ვითარცა უდიდესი ზეშთაგონება. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხის გული იყო მართალი, ინტელექტუალების გონება კი შორსმჭვრეტელ მოსამართლედ ვერ გამოდგა. სწორედ ამჟამად ზედაპირზე ამოვიდა ამ თეორიების მწარე და ბედისმიერი ნაყოფი, რომლის მიზეზით ევროპული ცივილიზაცია მძიმე უკუნით დაიფარა, მთელი მსოფლიო კი ბარბაროსობისა და დაღუპვის უფსკრულის პირას აღმოჩნდა”.

ეს სიტყვები წარმოითქვა 1939 წლის სექტემბერში, მაშინ, როცა ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

აღნიშნული სამი “თეორიიდან” სერბსკიმ განსაკუთრებით გამოჰყო დარვინიზმი, “დარვინი ნიცშეს ფილოსოფიისა და მარქსის სოციოლოგიის სულიერი მშობელია”, _ წერდა იგი.

დღეისთვის ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც ნიცშესა და მარქსის თეორიები მრავალგზის იქნა გაკრიტიკებული. დარვინიზმი კი ჩრდილშია მოქცეული. უფრო მეტიც, სოციოლოგიური კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს თეორია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დომინირებს. ადამიანებს სჯერათ, რომ ისინი მაიმუნებისგან წარმოიშვნენ “ბუნებრივი შერჩევის” გზით, რომელიც პროგრესის მამოძრავებელი ძალაა.

სერბსკი მიიჩნევდა, რომ ყველა ეს თეორია დასაღუპადაა განწირული. ამასთან, ჯერ მოკვდება დარვინიზმი _ ბოროტების ფესვი, შემდეგ _ ნიცშეანობა და მარქსიზმი, როგორც ამ ფესვის ორი ამონაყარი.

მაგრამ ასე არ მოხდა. სერბსკის გარდაცვალების შემდეგ განხორციელდა “ორი ამონაყარის” ამოგლეჯის არცთუ უშედეგო მცდელობა, მაგრამ ფესვი დარვინიზმის სახით დარჩა. იგი წმინდა წყლის იდეოლოგიად გარდაიქმნა, რომლის არსებობა დამოკიდებული არ არის საბუნებისმეტყველო მეცნიერების არგუმენტებზე.

მისი ყლორტები თითქოს მოისხლა, მაგრამ ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება კვლავ ამოიყაროს, გამორიცხული არ არის _ სხვა სახით. მაგალითად, XXI საუკუნის დასაწყისში თავი იჩინა ახალმა ამონაყარმა _ ტრანსჰუმანიზმის მეცნიერებამ, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის სრულ გარდაქმნას და კიბორგად მის ჩამოყალიბებას. ტრანსჰუმანიზმი დარვინიზმის გარეშე, საეჭვოა, დაბადებულიყო. ნიცშეს ზეადამიანი დარვინიზმის ყლორტია, კიბორგი _ ნაყოფი. დღეისთვის ეს თეორიაციფრული საზოგადოებისთეორიად ჩამოყალიბდა, “ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკად”.

ნიკოლაი სერბსკის შესანიშნავად ესმოდა, რომ სამივე ამ მეცნიერებას, განსაკუთრებით კი დარვინიზმს, ევროპის განადგურება შეეძლო. მათი დამარცხება კი მხოლოდ ქრისტიანობას ხელეწიფებოდა.

სერბსკის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ ევროპის ქრისტიანული აღზევება არ განხორციელდა. ქრისტიანობის მომხრენიც და მტრებიც XX საუკუნის ბოლოდან ევროპას “პოსტქრისტიანულს” უწოდებენ.

ამიტომ დარწმუნებული ვარ შპლენგლერის სიმართლეში, რომელმაც 100 წლის წინათ ევროპას დაუსვა დიაგნოზი: მზის ჩასვენება და სიკვდილი. ის, რომ ევროპა ჯერ კიდევ არსებობს, გერმანელი ფილოსოფოსის ნააზრევის მცდარობას არ ნიშნავს: ცივილიზაციების კვდომა შეიძლება ხანგრძლივი დროით გაიწელოს.

ვალენტინ კატასონოვი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here