უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია.
როგორც უწყების განცხადებაში არის ნათქვამი, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.
„საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის – ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა. ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეგი-ს ცხოვრება განსაცდელის ფაზაში შევიდა, “სააკიანმა”- არ ვიცნობო, უარი თქვა მასზე. საქართველოს “ნაცები” პოლიტპატიმრობას აწვებიან, მე კი მგონია, “მეგისი – მეგი” გახდება ჩვენს ციხეში. ჩვენს სამაყო ცენზორს: “პირველად ვწერ კომენტარს მეგისზე”, მე უფლება მაქვს ჩემი აზრი გამოვხატო, თუ სხვა მსგავს აზრს აქვეყნებს, ვფიქრობ თანამზრახველია.