უკრაინის სახელმწიფო ვალი 2017 წლის 31 ივლისისთვის 1,05 მლრდ დოლარით გაიზარდა და 76,06 მლრდ დოლარს მიაღწია, _ იუწყება ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო.
დაზუსტებული მონაცემებით ირკვევა, რომ სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ვალის მოცულობამ 1,971 ტრილიონი გრივნა შეადგინა, ერთი თვის წინათ 1,957 ტრილიონი იყო. უწყებაში განმარტეს, რომ ასეთი ზრდა გამოწვეულია გრივნას ოფიციალური კურსის ცვლილებით.
5 სექტემბერს უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა განაცხადა, რომ ქვეყანა საგარეო ვალის მომსახურებაზე ყოველწლიურად 100 მილიარდ გრივნას ხარჯავს (დაახლოებით 3,8 მილიარდ დოლარს). უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოადგილის ოლეგ ჩურის თქმით, 2019 წლის ბოლომდე კიევმა საგარეო ვალდებულებათა დასაფარად 12,8 დოლარი უნდა გადაიხადოს.