უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში ცნობილი მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ხმათა 30,22%-ით ლიდერობს. შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მოქმედი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო მეორე ადგილზეა. მან ამომრჩეველთა ხმების 15,9% მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთი ფავორიტი, პარტია “ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო კი მესამე ადგილს იკავებს. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ კანდიდატს 50%-ს პლუს 1 ხმა არ მიუღია, ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.