Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი პეტრო...

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გავიდნენ

334
ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში ცნობილი მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ხმათა 30,22%-ით ლიდერობს. შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მოქმედი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო მეორე ადგილზეა. მან ამომრჩეველთა ხმების 15,9% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთი ფავორიტი, პარტია “ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო კი მესამე ადგილს იკავებს. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ კანდიდატს 50%-ს პლუს 1 ხმა არ მიუღია, ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here