Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი განაცხადა კონსტანტინოპოლის მიერ შექმნილი ეკლესიის აღიარებაზე

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი განაცხადა კონსტანტინოპოლის მიერ შექმნილი ეკლესიის აღიარებაზე

1248
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი განაცხადა კონსტანტინოპოლის მიერ შექმნილი ეკლესიის აღიარებაზე

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების შემომტანად მიიჩნევენ სტრუქტურას, რომელიც ახლახან შეიქმნა კიევში .. გამაერთიანებელ კრებაზე კონსტანტინოპოლის მხარდაჭერით.

“როგორც უნდა ეცადონ, განხეთქილების შემომტანები გამოაცხადონ ეკლესიად, არაკანონიკური _ კანონიკურად, ქრისტეს სხეულის ტაძარი არ მიიღებს ამას, იმიტომ, რომ სტრუქტურა, რომელიც შეიქმნა გუშინ, იყო და არის უცხო სხეული, რომელსაც ეკლესიის სხეული მოიშორებს და არ მიიღებს”, _ დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის აზრით, “გამაერთიანებელ კრებას”, თავისი არაკანონიკურობიდან გამომდინარე, საერთო არაფერი აქვს ეკლესიურ ცხოვრებასთან. “ის, რაც მოხდა გუშინ ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე, მოხდა ეკლესიის საზღვრებს გარეთ და ქრისტეს ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს”. ორი “რასკოლნიკური” მიმდინარეობიდან (უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია) შექმნეს ერთი მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში. მეტი არაფერი შეცვლილა. “რასკოლნიკები” “რასკოლნიკებად” დარჩნენ, ეკლესია _ ეკლესიად”, _ აღნიშნა მღვდელმსახურმა.

“ამასთანავე, _ დასძენს ის, _ სასიხარულოა, ამ ეპისკოპოსებმა, საერთოდ, სასულიერო პირებმა, შეინარჩუნეს ეკლესიისადმი ერთგულება.

ეკლესიამ გამოავლინა თავისი ერთიანობა, სამწუხაროა, რომ ერთეულები წავიდნენ განხეთქილებაზე, რომ ამ განხეთქილებას მხარს უჭერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო”.

15 დეკემბერს კიევში ე.წ. გამაერთიანებელი კრების დასრულების შემდეგ პერეიასლავსკისა და ბელოცერკოვსკის მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო) კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ოფიციალურად გამოაცხადეს უკრაინაში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად. წესდების მიხედვით, “ახალი” ეკლესიის სახელწოდება არის “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია”.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here