Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინიდან უკვე 10 მლნ ადამიანი გაიქცა

უკრაინიდან უკვე 10 მლნ ადამიანი გაიქცა

773
უკრაინიდან უკვე 10 მლნ ადამიანი გაიქცა

10 მილიონზე მეტმა შრომისუნარიანმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა და ახლა სხვა სახელმწიფოს ეკონომიკას ავითარებს, _ განაცხადა ტელეარხ News One ეთერში უზენაესი რადას დეპუტატმა ნესტორ შუფრიჩმა.

“არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დადგინდეს, ადამიანების რა რაოდენობა იმყოფება კონკრეტულ დროს კონკრეტულ ტერიტორიაზე. ეს არის ე.წ. პურის მოხმარების ლიმიტის მეთოდოლოგია. გამოთვლილია, რომ დღეს უკრაინაში მუდმივად იმყოფება 28-29 მილიონი კაცი”, _ თქვა შუფრიჩმა.

უფრო ადრე უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მუშაობს 3,2 მლნ უკრაინელი. სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, 2018 წელს უკრაინელებმა საზღვარგარეთიდან გადმორიცხეს 9 მლრდ დოლარზე მეტი.

უკრაინის მოსახლეობის ბოლო აღწერა 2001 წელს ჩატარდა, იმხანად უკრაინელთა რაოდენობა 48,5 მლნ კაცი იყო. სტატისტიკოსების გათვლებით, 2019 წლის 1 იანვრისთვის უკრაინელთა რაოდენობა 42,1 მლნ-ს შეადგენდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here