Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინელი პოლიტოლოგი: აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე უსწრებს უკრაინას

უკრაინელი პოლიტოლოგი: აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე უსწრებს უკრაინას

823
კოსტ ბონდარენკო

ბოლო წლებში უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ ახლა ის შეიძლება შევადაროთ სომალის ან სხვა აფრიკული ქვეყნების ეკონომიკებს, თუმცა შედარება შეიძლება სულაც არ იყოსნეზალეჟნაიასსასარგებლოდ”, _ განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა კოსტ ბონდარენკომ ტელეარხ NewsOne ეთერში.

“აფრიკამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ. ამასთანავე, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა სოციალური, ეკონომიკური და ა.შ. დონით უკვე უსწრებს უკრაინას. როდესაც ჩვენ ვიწყებთ საუბარს აფრიკანიზაციაზე, ეს პირობითია, რადგან წარმოვიდგენთ 1960-70-იანი წლების აფრიკას და არა ამჟამინდელს. აფრიკაში ახალი პროცესი დაიწყო. ჩინეთმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 640 მილიარდი დოლარი გადაქაჩა აფრიკის ქვეყნების ეკონომიკებში. რაც შეეხება უკრაინას, დღეს, სამწუხაროდ, სომალის მშპ მეტია უკრაინის მშპ-ზე. უფრო ზუსტად, სომალიში მშპ უფრო იმატებს, ვიდრე უკრაინაში”, _ განაცხადა ბონდარენკომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here