Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპმა, ლუკაშენკომ და ფაშინიანმა პუტინს სოლიდარობა გამოუცხადეს და პოლონეთში არ ჩავიდნენ

ტრამპმა, ლუკაშენკომ და ფაშინიანმა პუტინს სოლიდარობა გამოუცხადეს და პოლონეთში არ ჩავიდნენ

877
ტრამპმა, ლუკაშენკომ და ფაშინიანმა პუტინს სოლიდარობა გამოუცხადეს და პოლონეთში არ ჩავიდნენ

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა პოლონეთში ვიზიტი, რომელიც 31 აგვისტო-2 სექტემბერს უნდა გამართულიყო. მას მონაწილეობა უნდა მიეღო მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ტრამპის მიერ პოლონეთში გამგზავრებაზე უარის თქმის ოფიციალურ მიზეზად ფლორიდის შტატში ქარიშხალდორინისმიახლოება დასახელდა. აშშის პრეზიდენტის ნაცვლად პოლონეთში გაემგზავრება ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი.

ექსპერტთა აზრით, ვარშავაში გამართული ღონისძიებები დესტრუქციული ხასიათის იყო და მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ ქარიშხალი მნიშვნელოვანი მიზეზია, მაგრამ არა განმსაზღვრელი, ის, უბრალოდ, საბაბია. ექსპერტებმა გაიხსენეს, რომ უფრო ადრე, G7-ის სამიტის მიმდინარეობისას, ტრამპი გამოვიდა მოწოდებით, რომ “დიდი შვიდეულის 2019 წლის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მიეწვიათ, მაგრამ G7-ის ყველა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტს.

აღსანიშნავია, რომ ვარშავაში გამგზავრებაზე უარი თქვეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა; აგრეთვე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა ტუსკმა, ხოლო პოლონეთის პირველმა პრეზიდენტმა ლ. ვალენსამ ოფიციალური ვარშავის ქმედება დაგმო.

პოლონური გამოცემა Pzecrpospolita წერს, რომ პოლონეთის ლიდერმა მოსაწვევი არ გაუგზავნა ვლადიმერ პუტინს. ამის გამო მინსკმა უარი განაცხადა პოლონეთში უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების გაგზავნაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here