Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპის გამოსვლა და სირაქლემის სტრატეგია

ტრამპის გამოსვლა და სირაქლემის სტრატეგია

“ჩვენ უარვყოფთ გლობალიზმის იდეოლოგიას და პატრიოტიზმის დოქტრინას ვემხრობით”

1241
ტრამპი

ქართველმა საზოგადოებამ ბევრი დრო და ენერგია დახარჯა, როდესაც არკვევდა, რა ენაზე უნდა გამოსულიყო პრემიერმინისტრი ბახტაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ამის გამო მან თითქმის არ მიაქცია ყურადღება აშშის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გამოსვლას, მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა და ექპერტებმა ის ყურადღებით გააანალიზეს, როგორც მკაფიო დადასტურება იმისა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა და მისი როლი მსოფლიოში იცვლება.

გამოსვლის მთავარ იდეას წარმოადგენდა პატრიოტიზმის დაპირისპირება გლობალიზმთან. ეს ყველა კომენტატორმა აღნიშნა. მან დიდი დრო დაუთმო საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას და თქვა, რომ “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიიღეს ქვეყნები, რომლებიც მის ყველა პრინციპს არღვევენ”. მისი შეფასებით, აშშ-მა დაკარგა 3 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი და 60 ათასი ქარხანა მას შემდეგ, რაც მსო-ს ჩინეთი შეუერთდა. “ჩვენ ამას მომავალში აღარ დავუშვებთ”, _ განაცხადა ტრამპმა.

მან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასაც შეუტია და თქვა, რომ ოპეკ და მისი წევრი ქვეყნები, “როგორც ყოველთვის, დანარჩენ მსოფლიოს ძარცვავენჩვენ ვიცავთ ბევრ ასეთ სახელმწიფოს პრაქტიკულად უფასოდ, ისინი კი ამით სარგებლობენ და ნავთობს. ეს ცუდიაჩვენ გვინდა, რომ მათ გაიაფება დაიწყონ და თავდაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. არ ვაპირებთ დიდხანს ამ მაღალი ფასების ატანას”.

არსებითად, ეს მონაკვეთი წარმოადგენს იმ იდეების განვითარებას, რომელსაც ტრამპი მაისში, საუდის არაბეთში ვიზიტისას, აღნიშნავდა. მაშინ ბევრს საუბრობდნენ ირანის წინააღმდეგ მიმართული “არაბული ნატოს” შექმნაზე და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ დიდძალი ამერიკული შეიარაღების შეძენაზე. როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ მისი რეგიონული პარტნიორები, უპირველესად, საუდის არაბეთი, ამ მიმართულებით გააქტიურდნენ და ახალი ამერიკული დოქტრინის შესაბამისად გაცილებით მეტი დახარჯონ, ვიდრე ადრე.

ენერგეტიკის კონტექსტში ტრამპი, აგრეთვე, შეეხო დივერსიფიკაციის პრობლემას ევროპულ ბაზარზე. მან პოლონეთი იმისთვის შეაქო, რომ ის აპირებს ახალი მილსადენით გაზი ნორვეგიიდან მიიღოს და გააკრიტიკა გერმანია: “თუ ის დაუყონებლივ არ შეცვლის კურსს, რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღმოჩნდება”. ამ შესავლის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკა მზად არის, მსოფლიო ბაზარს თავისი ენერგორესურსები უფრო აქტიურად შესთავაზოს.

სირაქლემა

აშშის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს, აღიაროს და მხარი დაუჭიროს სისხლის სამართლის საქმეთა საერთაშორისო (ჰააგის) სასამართლოს და დასძინა, რომმას არ გააჩნია არანაირი იურისდიქცია, არანაირი ლეგიტიმურობა და არანაირი უფლებამოსილება. ეს სასამართლო ამკვიდრებს თითქმის უნივერსალურ იურისდიქციას ყველა ქვეყნის მოქალაქეებზე და არღვევს სამართლიანობის, მართლმსაჯულებისა და სათანადო იურიდიული პროცედურის ყველა პრინციპს”. ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ესოდენ რადიკალური შეფასებები იმის შედეგია, რომ ჰააგის სასამართლო აპირებს, ავღანეთში ამერიკელების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული გამოიძიოს. ამ თემას ადრე ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში _ ჯონ ბოლტონიც შეეხო და თქვა, რომ აშშ-მა შეიძლება შემოიღოს ფინანსური სანქციები ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ. მეტიც, მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. ტრამპმა კიდევ ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო სტრუქტურაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ არ დაბრუნდება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში, სანამ იქ “რეალური რეფორმები არ გატარდება… ჩვენ არასოდეს ჩავაბარებთ ამერიკის სუვერენიტეტს მაღალჩინოსნებს, რომლებიც არავის აურჩევია და არავის წინაშე პასუხისმგებელნი არ არიან”.

ამის შემდეგ ტრამპმა თავისი გამოსვლის საკვანძო ფორმულა გაასაჯაროვა: ამერიკას ამერიკელები მართავენ. ჩვენ უარვყოფთ გლობალიზმის იდეოლოგიას და მთელი არსით პატრიოტიზმის დოქტრინას ვემხრობითსუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნები არიან ერთადერთი სისტემა, რომლის ფარგლებში თავისუფლებამ და დემოკრატიამ დროის გამოცდას გაუძლოუპირველესად, ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უნდა დავიცვათ”…

ეს სულისკვეთება პრინციპულად ეწინააღმდეგება ქართველიპროამერიკელებისდიდი ნაწილის მოსაზრებებს, რომელთა მიხედვით გლობალიზაცია ისტორიული პროცესის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ხოლო აშშმსოფლიო ჟანდარმისთუკეთილი პოლიციელისროლი ენიჭება, რომელიც სხვა ქვეყნების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებს. მათ, სავარაუდოდ, მხოლოდ მარიონეტების როლის შესრულება შეუძლიათ და არ არიან მზად იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იმ მოცულობის პასუხისმგებლობა აიღონ, რომელიც აუცილებელია ტრამპის მიერ შემოთავაზებული სისტემის ფარგლებში. შესაძლოა, მათ, უბრალოდ, ეშინიათ სუვერენიტეტის. სწორედ ამიტომ ქართულ მედიაში, უპირველესად კი სოციალურ ქსელებში, ასე ხშირია ტრამპის უმწვავესი კრიტიკა და დომინირებს მოსაზრება, რომლის თანახმად ტრამპი მალე წავა და პროცესი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ამას, ალბათ, შეიძლებასირაქლემას სტრატეგიაეწოდოს, ვინაიდან ის სწორედ ასე გაურბის რეალობას და როდესაც ეშინია, თავს ქვიშაში მალავს.

ტრამპის მთავარი მიზანი ირანი გახდა. მან განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ლიდერები ქაოსს, სიკვდილს და განადგურებას თესავენ” და 5 ნოემბრიდან აშშ ირანის წინააღმდეგ მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციების ახალ პაკეტს აამოქმედებს (რაც ამ ქვეყნიდან ნავთობის იმპორტის ბლოკირებას გულისხმობს). მეორე მიზანი იყო ვენესუელა, თუმცა ამ შემთხვევაში ტრამპმა არა რეჟიმის, არამედ სოციალისტური იდეოლოგიის კრიტიკით დაიწყო, განაცხადა, რომ მას “ტანჯვა, კორუფცია და დაცემა მოაქვს” და მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, წინ აღუდგნენ მას. მან აღნიშნა, რომ სირიის კრიზის დაძლევა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს “ირანის კორუმპირებულ რეჟიმთან” დაკავშირებულ სტრატეგიას. არსებითად, ტრამპმა თქვა, რომ სირიიდან ირანის განდევნას აპირებს და დაადასტურა, რომ მკვეთრ პასუხს გასცემს “ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას”. ჩრდილოეთ კორეაზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენინთან კიდევ ერთი შეხვედრის გამართვას აპირებს და დასძინა, რომ სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალაში მის სრულ დენუკლიარიზაციამდე დარჩება.

ზოგიერთი ქვეყანა ტრამპმა, პირიქით, შეაქო, მაგალითად, ინდოეთი, რომელმაც, მისი თქმით, მილიონობით ღარიბი ადამიანი საშუალო კლასის დონეზე აიყვანა. ის მიესალმა რეფორმებს საუდის არაბეთში, ისრაელს აყვავებული დემოკრატიული ქვეყანა უწოდა, ხოლო პოლონეთზე თქვა, მისიდიადი ხალხი თავის დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს იცავს”. ტრამპს არაფერი უთქვამს პოლონეთში მსხვილი ამერიკული კონტიგენტის განთავსების პროექტის შესახებ, რომელსაც მისი ადმინისტრაცია სწორედ ახლა იხილავს. პოლონეთის მმართველი პარტია “კანონი და სამართლიანობა” თანახმაა, მისი რეალიზაციის ფარგლებში 2 მილიარდამდე დოლარი დახარჯოს, რაც სავსებით შეესაბამება ტრამპის მიდგომას, რომლის თანახმად პარტნიორმა ქვეყნებმა უსაფრთხოების ამერიკული გარანტიების მისაღებად მნიშვნელოვანი ხარჯები უნდა გაწიონ. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობას გაზრდის. ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვლადიმერ ჩიჟოვი ამბობს, რომპოლონეთში ამერიკული ჯავშანსატანკო დივიზიის განთავსება რუსეთსა და ნატოს შორის 1997 დადებული შეთანხმების დარღვევა იქნება”.

დასასრულს კი, ალბათ, იმ საგულისხმო ეპიზოდს უნდა შევეხოთ, რომლითაც გაეროში დონალდ ტრამპის გამოსვლა დაიწყო. მან განაცხადა: “ორ წელიწადზე ნაკლებ დროში ჩემმა ადმინისტრაციამ მეტს მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”. ამის შემდეგ დარბაზში სიცილი ატყდა და ტრამპმა თქვა “არ მოველოდი ასეთ რეაქციას, თუმცა არა უშავს”. პრობლემა ისაა, რომ ბევრი ადამიანი აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტს აღიქვამს ისე, როგორც მისი მოწინააღმდეგე ლიბერალები _ როგორც შოუმენს ან სულაც კლოუნს; ხოლო მის მმართველობას _ როგორც შემთხვევითობას, ხანმოკლე პერიოდს, რომელიც მალე დასრულდება და პროცესები ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. თითქმის არავინ მსჯელობს იმაზე, რომ ტრამპის პოლიტიკას ობიექტური წინაპირობები ჰქონდა და ამერიკელი ამომრჩევლების დიდ ნაწილს აინტერესებდა არა გლობალიზაციის ლოკომოტივის როლი, არამედ ის, რაც ტრამპმა თავის გამოსვლაში ასე აღწერა: “ამერიკული ეკონომიკა არნახულ ბუმს განიცდისჩვენ ის 10 მილიარდით გავზარდეთ. საფინანსო ბაზრებზე რეკორდული მაჩვენებლებია, ხოლო უმუშევრობა _ ყველაზე დაბალ დონეზე 50 წლის განმავლობაშიჩვენ შევქმენით 4 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, მათ შორის _ ნახევარი მილიონი მრეწველობაშიდავწიეთ გადასახადები”. გამორიცხული არაა, რომ უბრალო ამომრჩევლები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს ტრამპის კურსს და შესაბამისად საგარეო პოლიტიკის დაქვემდებარებას აშშის ეკონომიკური ინტერესების მიმართ და ის, რაც დღეს დროებით ცვლილებებად აღიქმება, გრძელვადიანი ტენდენციის სახეს შეიძენს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებასსირაქლემის სტრატეგიისგადახედვა და რაიმე უფრო რეალისტურის მოფიქრება მოუწევს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here